ოღონდ "ხარისხიანად" ცოტა ცუდად ჟღერს

გეგონება ავეჯის სახლში მიტანით მონტაჟის რეკლამიდანაა ამოღებული ეგ სიტყვაო

მოკლედ ხალხს გონია რომ სიცოცხლე რაღაც საგანია რომელიც "აქვს", ისევე როგორც მობილური "აქვს", მაგრამ ეგრე არაა.
სიცოცხლე პროცესი არის და ამ პროცესში ყველა და ყველაფერია ჩართული, შენ თუ მოკვდები, სხვა დაიბადება ან ხე ამოვა ან ყვავილი... არა აქვს მნიშვნელობა...
და როცა შენ არსებობას ისე უყურებ როგორც "ნივთს", რომელიც აღარ იქნება, გაქრება და აღიგვება პირისაგან მიწისა მაშინ შენთვითონაც "ნივთი" ხდები და როგორც მობილური ტელეფონი გაფუჭდება ერთხელაც და გადააგდებენ ისე გაFუჭდები შენც.
არადა შეგიძლია აზროვნება და არსებობა და არა არსებობის "ქონა", იმიტომ რომ პროცესის ქონა შეუძლებელია, პროცესში უნდა იყო მთლიანად და არა "გქონდეს" პროცესი.
სიცოცხლე კიდევ პროცესია ისევე როგორც სიყვარული და არა საგანი და ნივთი რომელიც გაქ.
ეშმაკმა იესოს ცდუნება რომ სცადა, შესთავაზა მატერიალური ბედნიერება (ქვა პურად აქციეო) მაგრამ იესომ უარი ტქვა ამაზე, მერე შესთავაზა ძალაუფლება (გადმოხტი კლდიდან და დაიგიჯერებს ხალხიო) და ამაზეც უარი თქვა, რადგან იესო არსებობდა, სიცოცხლის პროცესში იყო მთლიანად და სიყვარულის, ძალაუფლება კიდევ ისეთი რაღაცაა რისი "ქონაც" უნდა ადამიანს, ისევე როგორც მობილურის, მანქანის , შვიდსართულიანი სახლის და ა.შ. , რომელიც ბედნიერებას არ მოგიტანს და ყოველთვის იფიქრებ რომ საკმარისი არ გაქ და უფრო მეტი გინდა და იმას ვერ ხვდები რომ არაფრის ქონა არ მოგიტანს ბედნიერებას.
და ბოლოს შენ სიცოცხლესაც საგნად და ნივთად აქცევ, იგივენაირ ნივთად როგოროც შენი მანქანაა და შენი მობილური (რადგან ეგაა შენი ცხოვრება და მაგით განსაძღვრავ ცხოვრებას) და ხვდები რომ ეს შენი უზარმაზარი ნივთი - სიცოცხლე, ესეც არ გაკმაყოფილებს და არ განიჭებს სიამოვნებას.... და ბრახ ! იკლავ თავს.
ბიბლიის დაწერიდან დღემდე კაცობრიობა სატანის გზას მიყვება - ანუ ძალაუფლების, საგნების, სიმდიდრის ქონას და არა - არსებობას და უახლოეს ადამიანებზე ზრუნვას.
ეუFFF !
ისე ავირიე რომ აღარც ვიცი რა დავწერე