Aniaმამაჩემის ძმაკაცის შვილი იყო დათა გულუა, შეილება სხვებსაც გაგიგიათ, მან დაწერა რექვიემი შაბათს კი გარდაიცვალა, მანამდე არავინ იცოდა რომ დათა რაიმეს წერდა, მერე სხვა ნაწარმოებებიც აღმოაჩინეს..
აი ნახეთ რექვიემიც.. სადაც ნათქვამი აქვს და ნაგრძნობი შაბათს ავარიაში გარდაცვალება. 18 წლის იყო თუ არ ვცდები.. წაიკითხეთ ბოლოომდე

********************რეკვიემი***********************
"მე გუშინ დავეკიდე ოჯახის ჭაღებს,
ეს სიკვდილია მახსენდება ოდნავი რხევა,
სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს,
ჩემ პროცესიას მეგობრებო მოჰყევით ნელა...
ჩვენს ქვიშის საათს ამოუშლია ლეწი,
და ჟამი ხვლიკი გადაიქცა მარადისობად,
მთვარეს მოუკვდა მზის შობისას თენება უწინ
და ალიონი ჰორიზონტზე ფრენას შიშობდა
ოცი ავაზა აფრენილა, მიყვება კუბოს
დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიფრიალდა
და მაპატიე ბოლო ვალსი, ალტის ბოლო სიმები უხმო,
თუ, მეუფეო ევერესტზე დამაგვიანდა...
ბაირაღები სისხლის ფერი, თქვენი კალთები
ამოკვეთილი, ბაგეებს რომ დამიკოცნიან
მე ვიცინოდი...
მე ვიცინოდი? ასე ცრუობენ ჩემი ნაკთები
ნუთუ ერთხელაც ჩემ სახელზე არ გილოცნიათ
და თუ ასეა, მოილოცეთ, ბოლომდე სული
ჰიმალაიზე, რომ მიანდო სხეული ხრამებს
მაგრამ ცეცხლივით ზის მზის ბაღებში შხიოდა გული,
და კვლავ ლესავდა, საბოგინოდ ღრუბელი ქარებს.
როცა გეძინა სასთუმალზე, სიზმრის ბეღლებში
მე მაშინ ვწერდი :ევას და ადამს: ზარების დონეს,
ვიღაც ბაყაყი,რომ კნაოდა წუხელ ღელეში,
ოქროს გვირგვინით, დღეს მოგართმევს ვით მორჩილ მონებს...
და ის საფანტი ჩემს გულზე, რომ მოსულა ჩუმად
იყო გადასვლა შემოდგომის თეთრი ღამეში
დალეწილი მაქ თვალის ჭრილის საცქერი შუშა
და სიყვარულო, შენ ყოფილხარ ჩემი დანტესი...
ღმერთო ძლიერო, არ ვყოფილვარ მე ბასტილია
არც მეგობრობა არ ყოფილა ჩემი ღალატი
მოდით, დამხედეთ! ეს მაჯები გადახსნილია
თბილისი :კინჯალი: განვისვენებ, როგორც მარატი.
ამ რეკვიემზე იზაიმებს, ალბათ სიკვდილი
ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ სამარეში
არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის
ლხინში უჩუმრად ცოცხალია სერ სალიერი
მოდით, დამხდეთ, გარდაცვლილმა, როგორ ვიბრძოლე,
ნუ შეგაშინებს თაფლისფერ, ჩემი სხეულის
მე არ მომკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე
ერთი ლეგატო, მაეტრო წამის...
ერთიც ვიცეკვოდ ჯიზელი ღამით
შენ შემოდგომავ, ვიცეკვოთ მოდით
მე თქვენ დამკრაძალეთ შაბათის დილას
მზის ნიჯარაზე დღე მოძვრებოდა...
და იქვე ხესთან ეძინა მოცართს
გაიღვიძეო? მეკითხებოდა
გაიღვიძეო?______ მეკითხებოდა
ჩემ გვერდით უკვე არავინ იდგა
მხოლოდ ნაღველი მითბობდა მუხლებს
და მანახებდა უფეხო ღრუბელს.
კვლავ აფრენილა ავაზა ოცი... ფრინავენ არსად...
ლამპიონები წყვდიადისკენ ილტვიან ჯარით
მე გავიღვიძებ გპირდები დედა,
ღია დატოვეთ ჩემი სარკმლის მტვრიანი კარი .
მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად, მე მოველ თოვლით
თქვენ ისევ ყოფნის ბორბლებს დასდევთ ლურჟ ბილიკებზე
კვლავ დაგავიწყდათ ტკივილი შორის
ისევ ალეგრო თქვენს სისხლშია და თქვენ ღიმილზე... "