Opizar
Underrated Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8993
წევრი No.: 5219
რეგისტრ.: 23-May 04
|
#2155812 · 20 Nov 2005, 21:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს, ეს სიკვდილია, მახსენებდა ოდნავი რხევა. სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს, ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა!
ჩვენს ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი და ჯამი _ ხვლიკი გადაიქცა მარადისობად. მთვარეს მოუკვდა მზის შობისას თენება უწინ და ალიონი ჰორიზონტზე ფრენას შიშობდა.
ოცი ავაზა აფრენილი მოჰყვება კუბოს, დღე ფარშევანგის ბუმბულივით ამიპრიალდა, მაშ, ბოლო ვალსი, ბოლო ალტის სიმები უხმო? თუ, მეუფეო, ევერესტზე დამაგვიანდა?!
ბაირაღები _ სისხლისფერი თქვენი კალთები, ამ მოკვეთილი ბაგეებით რომ მიკოცნია, მე ვიცინოდი? ეს ცრუობდნენ ჩემი ნაკვთები, ნუთუ, ერთხელაც ჩემს სახელზე არ გილოციათ?
და თუ ასეა, მოილოცეთ ბოლოჟერ სული, ჰიმალაებზე რომ მიანდო სხეული ხრამებს. მაგრამ ცეცხლივით მზის ბუდეში შხიოდა გული და კვლავ ლესავდა საბოგინოდ ღრუბელი ქარებს.
როცა გეძინათ სასთუმალზე სიზმრის ბეღლებში, მე მაშინ ვწერდი `ევასა” და “ადამს~, `ზარების დონებს~, ვიღაც ბაყაყი რომ ყნაოდა წუხელ ღელეში, ოქროს გვირგვინით დღეს მიგათრევთ, ვით მორჩილ მონებს.
და ის საფანტი, ჩემს გულზე რომ მოსულა ნუშად, იყო გარდასვლა შემოდგომის თეთრი ღამესი დალეწილი მაქვს თვალის ჭრილში საცქერი შუშა და, სიყვარულო, შენ ყოფილხარ ჩემი დანტესი.
ღმერთო ძლიერო, არ ვყოფილვარ მე ბასტილია, არც მეგობრობა არ ყოფილა ჩემი ღალატი. მოდით დამხედეთ, ეს მაჟები გადახსნილია, თბილი `კინჯალით~ განვისვენებ, როგორც მარატი.
ამ რექვიემზე იზეიმებს, ალბათ, სიკვდილი და ეს იქნება ნელი ვარდნა, კვლავ წამიერი. არ გამაგონოთ პარტიტურა ბოლო ტირილის თქვენში უჩუმრად ცოცხალია ჰერ სალიერი.
მოდით, დამხედეთ, გარდაცვლილმა როგორ ვიბრძოლე, ნუ შეგაშინებთ თალხისფერი ჩემი სხეულის. მე არ მოვმკვდარვარ,
არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ ვიცოცხლე, ამაოებით არ მივსია სულის რვეული.
ერთი ლეგატო, მაესტრო წამის, ერთიც დამითმე ხნიერი ნოტი, ერთიც ვიცეკვოთ ჯიზელი ღამის, შენ, შემოდგომავ, ვიცეკვოთ, მოდი!
და მე დამკრძალეს შაბათის დილას, მზის ნიჯარიდან დღე მოძვრებოდა და იქვე, ხესთან ეძინა მოცარტს, გაიღვიძეო? _ მეკითხებოდა.
ჩემს გვერდზე უკვე არავინ იდგა, მხოლოდ ნაღველი მითბობდა მუხლებს. აქ ტიციანი მომიჟდა დინჟად და მაჩვენებდა უფეხო ღრუბელს.
კვლავ აფრენილა ავაზა ოცი, ფრინავენ არსად. ლამპიონები წყვდიადისაკენ ილტვიან ჟარით. მე გავიღვიძებ, გპირდები, დედა, აუცილებლად, ღია დატოვე ჩემი სარკმლის მტვრიანი კარი.
მე წუხელ მოველ ვერცხლის წვიმად, მე მოველ თოვლით, თქვენ ისევ ყოფის ბორბლებს დასდევთ ლურჟ ბილიკებზე. კვლავ დაგავიწყდათ `მოდერატო~, ტკივილი შორი, ისევ ალლეგრო თქვენს სისხლშია და თქვენს ღიმილზე.
სარკის მინაზე აორთქლებულს ვუმზერდი სახეს, ჩემს პროცესიას, მეგობრებო, მოჰყევით ნელა, მე გუშინ ისევ დავეკიდე ოთახის ჭაღებს, შენ გაცოცხლდები, მახსენებდა ოდნავი რხევა. 25. 09. 2003
ეს ისე ექპრომტად.. ))))
This post has been edited by Opizar on 20 Nov 2005, 21:53
--------------------
«Когда у общества нет цветовой дифференциации штанов,то нет цели! А когда нет цели...»
|