როცა რამეს გამოაქვეყნებთ © ნიშანი და თქვენი სახელ-გვარი ან ფსევდონიმი დაურთეთ. თან აუცილებლად მიაწერეთ აქვთ თუ არა თქვენი ნებართვის გარეშე ნაწარმოების გამოყენების უფლება.
სამწუხაროდ სამოქალაქო კოდექსში მუხ. 1017, 1018 გამორჩენილია ფოტოგრაფია. (მხოლოდ ფონოგრამაზე და ვიდეოგრამაზეა საუბარი), მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ფოტოგრაფიაზე საავტორო სამართალი არ ვრცელდება.
Gregoryშეგიძლია უჩივლო და შანსი გაქვს რომ მოიგო, მაგრამ ჩვენი გაჭიანურებული სმართალწარმოების და მით უფრო აღსრულების სრული უსუსურობის გამო არ გირჩევ. ბევრს ვერაფერს დააკისრებ. ის თანხა კი რაც შეიძლება მოიგო, არ ღირს წვალებად. საავტორო უფლებები საქართველოში ყველაზე ნაკლებად დაცულია.
თუმცა რა არის დაცული?
* * *
http://www.laws.codexserver.com/398.PDFhttp://www.supremecourt.ge/georgian/shesaxeb.htmესენი ნახე.
შეხვალ სასამართლოს გადაწყვეტილებებში, დიდი პალატის გადაწყვეტილებებში და სამოქალაქო, გაკოტრების საქმეებში. "ყვავილების ქვეყანა"-ს ავტორობის საკითხი ერთერთი იშვიათთაგანი პრეცენდენტია.
* * *
თუმცა ეს მაბავი ძალიან საინტერესოა და ალბათ სხვებსაც დააინტერესებს, ამიტომ დავდებ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
# 3კ\35-02 3 იანვარი 2002 წ.
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ლადო ჭანტურია (თავმჟდომარე)
ვალერი ხრუსტალი, მერაბ ტურავა, ბადრი მეტრეველი
ქეთევან გაბელაია (მომხსენებელი), მიხეილ გოგიშვილი, ნანა კლარჟეიშვილი
თენგიზ კობახიძე, ბეჯან ხიმშიაშვილი
სხდომის მდივანი: გ. სუპატაშვილი
კასატორი - მაგდა ბერიძე (მოპასუხე ძირითად სარჩელზე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – ირინა ჩირინაშვილი (მოსარჩელე ძირითად სარჩელზე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მესამე პირი: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი `საქპატენტი~
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი – საავტორო უფლების აღიარება სიმღერაზე `ყვავილების ქვეყანა~
კასატორის მოთხოვნა _ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კომპოზიტორ მიხეილ ჩირინაშვილის მეუღლემ ირინა ჩირინაშვილმა 1983 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი გარდაცვლილი მეუღლის, მიხეილ ჩირინაშვილის დარღვეული საავტორო უფლებების დაცვა, საავტორო გასამრჟელოს მიღება და გიორგი ვასაძის საავტორო უფლებების გაუქმება სიმღერაზე `ყვავილების ქვეყანა~. მოგვიანებით, 2001 წლის 11 ივნისს, მოსარჩელემ დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა მიხეილ ჩირინაშვილის საავტორო უფლებების აღიარება სიმღერაზე `ყვავილების ქვეყანა~ და საავტორო უფლების რეგისტრაცია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ `საქპატენტში~. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მიხეილ ჩირინაშვილმა სიმღერა `ყვავილების ქვეყანა~ (`ყვავილების მეუფე~) შექმნა 1945-46 წლებში ჟანო ბაგრატიონის ჟაზ-ორკესტრისათვის, რაც დადასტურებულია საგაზეთო სტატიაში, რომელიც 1948 წლის 31 ივნისს გამოქვეყნდა გაზეთში `საბჭოთა ოსეთი~; 1963 წელს ფირმა `თბილისის~ მიერ გამოიცა ანსამბლ `რეროს~ მიერ შესრულებული სიმღერის გრამფირფიტა, სადაც სიმღერის ავტორად მითითებულია მიხეილ ჩირინაშვილი. 1971 წელს შეიქმნა სატელევიზიო ფილმი `რერო მასპინძლობს~, რომლის ტიტრებშიც სიმღერის ავტორად მითითებულია მიხეილ ჩირინაშვილი. 1972 წლის 24 ივნისს ანსამბლ `რეროს~ მიერ შესრულებულ იქნა სიმღერა და მის საკონცერტო პროგრამაში სიმღერის ავტორად მითითებული იყო კომპოზიტორი მ. ჩირინაშვილი.
1982 წელს საქართველოს მუსფონდმა გამოსცა სიმღერის `ყვავილების ქვეყანა~ ნოტები, რომელშიც კომპოზიტორად მითითებულია მ. ჩირინაშვილი. 1947-49 წლებში სიმღერისათვის `ყვავილების ქვეყანა~ საავტორო ჰონორარს იღებდა მიხეილ ჩირინაშვილი. მოსარჩელის განმარტებით, მან მეუღლის საავტორო უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1982 წელს ტელევიზიის მეშვეობით, როცა სიმღერის ავტორად გამოცხადდა გიორგი ვასაძე, რის გამოც 1983 წელს მიმართა სასამართლოს.
მოპასუხე გიორგი ვასაძის მეუღლემ მაგდა ბერიძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა გიორგი ვასაძის ავტორად აღდგენა სიმღერაზე `ყვავილების ქვეყანა~. მოსარჩელე თავის შეგებებულ სარჩელს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე ირინა ჩირინაშვილი არ არის სათანადო მოსარჩელე; მას, როგორც მიხეილ ჩირინაშვილის მემკვიდრეს, უფლება არა აქვს იდავოს საავტორო უფლებებზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 505-ე მუხლის მიხედვით ავტორის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეები იცავენ ნაწარმოებთა ხელშეუხებლობას, რაც არსებითად განსხვავდება ავტორთა უფლებებისაგან. საქმეში წარმოდგენილი მიხეილ ჩირინაშვილის კლავირების კრებული ორი ნაწილისაგან შედგება და იმ ნაწილს, სადაც სადავო სიმღერა `ყვავილების ქვეყანაა~ შეტანილი, თარიღი არა აქვს, რის გამოც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 1945 წელს შექმნილ ნაწარმოებად. გაზეთ `საბჭოთა ოსეთში~, გამოქვეყნებული წერილი, სადაც სადავო სიმღერის ავტორად მითითებულია მ. ჩირინაშვილი, 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 490-ე მუხლის გათვალისწინებით არ უნდა იქნეს მიჩნეული ნაწარმოების გამოქვეყნებად.
ჰონორარების გადახდა ორივე ავტორზე იმიტომ ხდებოდა, რომ სიმღერა 1951 წლამდე ითვლებოდა ხალხურად, ხოლო 1951 წელს რ. გაბიჩვაძის მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და სიმღერის ავტორად დადგენილ იქნა გიორგი ვასაძე. ის ფაქტი, რომ სადავო სიმღერის ავტორია გიორგი ვასაძე, დასტურდება მოწმეთა განმარტებებით, რომლებიც წერილობითი სახითაა საქმეში წარმოდგენილი. ვასაძის ავტორობას ადასტურებს ასევე ანსამბლების `ორერას~ და `75~-ის საკონცერტო პროგრამები.
მოცემულ სამოქალაქო დავაზე სასამართლომ პირველად 1986 წლის 30 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება. იმ დროისათვის საქმეში მოსარჩელე იყო ირ. ჩირინაშვილი, ხოლო მოპასუხე _ საავტორო საქმეთა სააგენტო. ორჟონიკიძის რაიონის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ირ. ჩირინაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: სიმღერა `ყვავილების ქვეყნის~ მუსიკის ავტორად აღიარებულ იქნა კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი; გაუქმდა გიორგი ვასაძის საავტორო უფლება სიმღერაზე `ყვავილების ქვეყანა~.
სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის, მოწმეთა ჩვენებების, საავტორო უფლებების რესპუბლიკური სააგენტოს სხდომის ოქმის, სიმღერის კლავირის, გრამფირფიტისა და ნოტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სიმღერის ავტორია მიხეილ ჩირინაშვილი. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1986 წლის 24 ივლისის განჩინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჟდომარის მოადგილის პროტესტი, გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილებები და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს. 1999 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჟადობის წესების დაცვით წარმოებაში მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ. კოლეგიაში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის თანხმობით შეიცვალა მოპასუხე და მოპასუხედ მიჩნეულ იქნა მანამდე საქმეში მესამე პირად მონაწილე გიორგი ვასაძის მეუღლე მაგდა ბერიძე, რომელმაც შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში.
საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ირინა ჩირინაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: მიხეილ ჩირინაშვილი აღიარებულ იქნა ავტორად სიმღერის `ყვავილების ქვეყანა~; არ დაკმაყოფილდა მაგდა ბერიძის შეგებებული სარჩელი ამ სიმღერის, `ყვავილების ქვეყნის~, ავტორად გიორგი ვასაძის აღდგენის შესახებ.
საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სსრკ ცაკ-ის და სახალხო კომისართა საბჭოს 1928 წლის 16 მაისის `საავტორო უფლებათა საფუძვლები~ და 1929 წლის 30 აგვისტოს დებულება `საავტორო უფლებების შესახებ~, რადგან მხარეთა განმარტებით სადავო სიმღერა `ყვავილების ქვეყანა~ შექმნილია XX საუკუნის 40-იან წლებში. ამ დროს კი საავტორო და მომიჟნავე სფეროს აწესრიგებდა ზემოთ დასახელებული კანონები.
სასამართლომ `საავტორო უფლებების შესახებ~ დებულების 1-ლი მუხლის შესაბამისად ნაწარმოებზე საავტორო უფლების გავრცელების ორი საფუძველი გამოყო _ ნაწარმოების `გამოცემა~ და მისი `ობიექტური ფორმით~ შექმნა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ობიექტური ფორმით სიმღერა `ყვავილების ქვეყანა~ გამოიხატა მ. ჩირინაშვილის მიერ კლავირის სახით 1945 წელს, რომელიც რეპროდუცირებულ იქნა საჟარო შესრულების სახით 1948 წელს ქ. სტალინირის მოსახლეობის წინაშე და აღნიშნული გარემოებების საფუძველზე მიხეილ ჩირინაშვილი აღიარებულ იქნა სიმღერის - `ყვავილების ქვეყნის~ - ავტორად. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გიორგი ვასაძის მეუღლემ მაგდა ბერიძემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვასაძის მიერ ობიექტური ფორმით გამოხატული კლავირის ნიმუში. ასევე მოპასუხემ ვერ დაადასტურა სიმღერის საჟაროდ შესრულების ფაქტი უფრო ადრე, ვიდრე ეს დადასტურებულ იქნა ჩირინაშვილის ნაწარმოების შესრულებასთან დაკავშირებით. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საავტორო უფლებათა სააგენტოში 1951 წელს ვასაძის ავტორად რეგისტრაცია არ შეიძლება ჩაითვალოს მისი საავტორო უფლების წარმოშობის საფუძვლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გიორგი ვასაძის მეუღლემ მაგდა ბერიძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლო საქმის განხილვის დროს იჩენდა აშკარა ტენდენციურობას; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, უკანონოდ გაუქმდა საოლქო სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მაგდა ბერიძე სასამართლო სხდომაზე გამოძახებული იყო როგორც მესამე პირი და არა როგორც მოპასუხე; მისი წარმომადგენელი ალ. გაბუნია მოქმედებდა როგორც მე-3 პირის წარმომადგენელი; მაგდა ბერიძეს, როგორც მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფლება ჰქონდა თვითონ მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში.
საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ გაცნობილნი საქმეს და განხილვა მიმდინარეობდა მოსამართლე ჟიყაშვილის კარნახით. სასამართლოს დაინტერესებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საქმის განხილვა დაამთავრეს ჩირინაშვილის დაბადების დღეს. სასამართლო კოლეგიამ ყოვლად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მ. ჩირინაშვილის მეუღლისათვის 1982 წელს გახდა ცნობილი ნაწარმოების ავტორად გიორგი ვასაძის გამოცხადების ფაქტი. სასამართლო პროცესზე ი. ჩირინაშვილის მიერ წარმოდგენილ კლავირზე არ არის `საუდის~ არანაირი აღნიშვნა ნაწარმოების რეგისტრაციის შესახებ. 1948 წლის 31 ივნისს გაზეთ `საბჭოთა ოსეთში~ გამოქვეყნებული სტატია არ გამოდგება სადავო სიმღერაზე მ. ჩირინაშვილის ავტორობის დასამტკიცებლად. 1951 წლიდან სიმღერის ავტორად ოფიციალურად აღიარებული იყო გ. ვასაძე. აღნიშნულ პერიოდში მ. ჩირინაშვილის ავტორობით გამოცემული სადავო სიმღერის ნოტები, გრამფირფიტები და სხვა, გამოცემულია კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით, ვასაძის ავტორობის უგულებელყოფით და ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებად მ. ჩირინაშვილის ავტორობის დასამტკიცებალად.
სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის `ე~ პუნქტით, ვინაიდან 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, ავტორის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეები იცავენ მხოლოდ ნაწარმოების ხელშეუხებლობას. მხოლოდ ვასაძის მემკვიდრეებს შეეძლოთ 1951 წლიდან სიმღერის – “ყვავილების ქვეყნის~ ავტორად აღიარებული ვასაძის საავტორო უფლების დაცვა და არა ჩირინაშვილის მემკვიდრეებს. კოლეგია არასწორად მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად ვასაძის მიერ ნოტების ჩაწერის შესაძლო არცოდნის ფაქტს. სადავო სიმღერაზე რომ კლავირი არსებობდა, ამაზე მიუთითებს `საუდში~ ვასაძის ავტორად რეგისტრაციის ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დიდმა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ 2000 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორად გააუქმა კოლეგიამ, რადგან ჩირინაშვილს, როგორც პროცესზე გამოცხადებულ პირს, უფლება არ ჰქონდა, შეეტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. პალატა თვლის, რომ საკითხი იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა უფლება ჩირინაშვილს შეეტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, გარკვეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლითაც გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 14 მარტის განჩინება, რითაც უარი ეთქვა ჩირინაშვილს საჩივრის მიღებაზე და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე კოლეგიას. ამდენად, უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დაუშვა ჩირინაშვილის საჩივარი, განიხილა და ვინაიდან მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით იყო გამოტანილი, გააუქმა იგი, რისი უფლებაც მას ჰქონდა.
დიდი პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მაგდა ბერიძე, როგორც მოპასუხე, არ იყო გამოძახებული და გამოცხადებული სხდომაზე. სხდომის ოქმით და საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მაგდა ბერიძემ იცოდა სხდომის დღის შესახებ და სხდომას ესწრებოდა მისი წარმომადგენელი გაბუნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად მოქალაქეებს უფლება აქვთ, საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. მართალია, საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეს, თვითონაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ ეს მისი უფლებაა და ამდენად, თუ სხდომას ესწრებოდა მხარის წარმომადგენელი და არა მხარე, სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე ისე, როგორც მხარის გამოცხადების შემთხვევაში. კასატორის მტკიცება, რომ ის სასამართლოში გამოძახებულ იქნა როგორც მესამე პირი და არა როგორც მოპასუხე, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, რადგან მაგდა ბერიძე გამოძახებულ იქნა სასამართლოში როგორც მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და ასეთი კატეგორიის მესამე პირები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარგებლობენ მხარის ყველა უფლებით, ხოლო მისი უფლებები განხორციელებულ იქნა წარმომადგენლის მიერ.
დიდი პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსამართლე ჟიყაშვილი დაინტერესებული იყო საქმის შედეგით; იგი საქმის განხილვაში აბამდა სხვადასხვა მოსამართლეებს, რომლებიც არ იყვნენ გაცნობილი საქმეს და რომ მისი კარნახით მიმდინარეობდა საქმის წარმოება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საოლქო სასამართლოში საქმე იხილებოდა 1999 წლის ნოემბრიდან 2001 წლის ივნისამდე, ე.ი. თითქმის ორი წლის მანძილზე. ამ პერიოდში რამდენჟერმე ჩატარდა სასამართლო სხდომები და, ბუნებრივია, ყველა სხდომაზე ერთი და იმავე სასამართლოს შემადგენლობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. 2001 წლის 11 ივნისს დაწყებულ მთავარ სხდომას, რომლის შემდეგაც გამოვიდა გადაწყვეტილება, ესწრებოდნენ ის მოსამართლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გადაწყვეტილების გამოტანაში და ამ მხრივ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
დიდი პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ირ. ჩირინაშვილს, როგორც მემკვიდრეს, უფლება არა აქვს, მიმართოს სასამართლოს მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის საავტორო უფლებების დასაცავად, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 505-ე მუხლის თანახმად, ავტორის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეები იცავენ მხოლოდ ნაწარმოების ხელშეუხებლობას, რაც განსხვავდება ავტორთა უფლებებისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლო კოლეგიამ სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 512-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ დარღვეულ იქნა ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება ან ავტორის სხვა არაქონებრივი უფლებები, მაშინ ავტორს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს შეუძლიათ, მოითხოვონ დარღვეული უფლების აღდგენა. კანონში აღნიშნულ `არაქონებრივ უფლებებში~ მოიაზრება ავტორობის უფლება, გამოქვეყნების უფლება, სახელის უფლება. ამდენად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ირ. ჩირინაშვილი, როგორც მემკვიდრე, უფლებამოსილია, იდავოს მეუღლის საავტორო უფლებებზე.
დიდი პალატა არ განიხილავს საკასაციო საჩივრის სხვა მოტივებს, რადგან ისინი შეეხებიან საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს არა ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოში საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბერიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია ფაქტობრივი გარემოების დადგენის შესახებ არც დამატებითია და არც დასაბუთებული. პალატა თვლის, რომ კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასამართლომ სწორად გამოიყენა `საავტორო უფლებების შესახებ~ 1929 წლის 30 აგვისტოს დებულების პირველი, მე-9 მუხლები და დააკმაყოფილა სარჩელი.
სასამართლომ `საავტორო უფლებების შესახებ~ დებულების I მუხლის შესაბამისად, ნაწარმოებზე საავტორო უფლების გავრცელების ორი საფუძველი გამოყო – ნაწარმოების `გამოცემა~ და მისი `ობიექტური ფორმით~ შექმნა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ობიექტური ფორმით სიმღერა `ყვავილების ქვეყანა~ მ. ჩირინაშვილის მიერ კლავირის სახით გამოიხატა 1945 წელს, რომელიც საჟარო შესრულების სახით რეპროდუცირებულ იქნა 1948 წელს სტალინირის მოსახლეობის წინაშე და აღნიშნული გარემოებების საფუძველზე მიხეილ ჩირინაშვილი აღიარა სიმღერის, `ყვავილების ქვეყნის~ ავტორად.
`საავტორო უფლებების~ შესახებ დებულების მე-4 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოებზე მისი შექმნის მომენტიდან. ამ უფლების წარმოშობისათვის არ არის სავალდებულო ნაწარმოების რეგისტრაცია ან სხვა ფორმალობათა დაცვა. ნაწარმოების ავტორად მიიჩნევა პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ესა თუ ის ობიექტი, მიუხედავად მისი დანიშნულების, ღირსების, შინაარსის, ჯანრის, მოცულობის, აგრეთვე მისი გამოხატვის ფორმისა. `საავტორო უფლებების შესახებ~ დებულების პირველი მუხლის თანახმად, საავტორო უფლების ობიექტს წარმოადგენს ნაწარმოები იმის მიუხედავად, გამოქვეყნებულია თუ არა იგი. მთავარია, ნაწარმოები არსებობდეს ისეთი ობიექტური ფორმით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა აღქმული და რეპროდუქცირებულ იქნეს მესამე პირის მიერ. აღნიშნულ მუხლში ასეთ ობიექტურ ფორმებად სამაგალითოდ დასახელებულია ხელნაწერი, ესკიზი და სხვა. რაც შეეხება მუსიკალურ ნაწარმოებს, იგი შეიძლება მესამე პირის მიერ აღქმული და რეპროდუქცირებულ იქნეს ნოტების ან შესრულების სახით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ობიექტური ფორმით მუსიკალური ნაწარმოები `ყვავილების ქვეყანა~ კლავირის სახით გამოიხატა მიხეილ ჩირინაშვილის მიერ 1945 წელს და 1948 წელს საჟაროდ შესრულდა მიხეილ ჩირინაშვილის ავტორობით ყოფილ სამხრეთ ოსეთის ქალაქ სტალინირში (დღევანდელი ცხინვალი). გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და გიორგი ვასაძის სადავო მუსიკალური ნაწარმოების ავტორად აღიარების კანონიერი საფუძველი ვერ გახდება კასატორის განცხადება, რომ სიმღერა `ყვავილების ქვეყანა~ ჟერ კიდევ 1945 წლამდე საჟაროდ სრულდებოდა ვასაძის მიერ, რადგან `საავტორო უფლებების შესახებ~ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული საჟარო შესრულება გულისხმობს ისეთ შესრულებას, რომელიც განკუთვნილია მოქალაქეთა, მსმენელთა გარკვეული წრისათვის და არა შესრულებას ოჟახისა და ახლობლების წრეში. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცება, რომ აწ გარდაცვლილმა გ. ვასაძემ სადავო მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა საჟაროდ, ხოლო მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ მათთვის მუსიკალური ნაწარმოების _ `ყვავილების ქვეყნის~ _ ავტორად ცნობილია გიორგი ვასაძე, არ შეიძლება გამოდგეს ნაწარმოების ობიექტური ფორმით შექმნის ან საჟარო შესრულების მტკიცებად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია ობიექტური ფორმით, რაც მისი რეპროდუქცირების შესაძლებლობას იძლევა, ანუ მუსიკალური ნაწარმოები ობიექტურად უნდა იყოს გამოხატული კლავირის სახით ან შესრულებული საჟაროდ. კასატორ მ. ბერიძეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცება იმისა, რომ სადავო მუსიკალური ნაწარმოები რაიმე ობიექტური ფორმით შექმნილია მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის _ გიორგი ვასაძის მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საავტორო უფლებას არ წარმოშობს ნაწარმოების რეგისტრაცია საავტორო უფლებათა სააგენტოში. `საავტორო უფლებების შესახებ~ დებულების მე-4 მუხლში საავტორო უფლების წარმოშობის საფუძვლად ავტორის რეგისტრაცია არ არის მითითებული. უფრო მეტიც, ამავე დებულების მე-17 მუხლის თანახმად, `ნაწარმოების რეგისტრაცია, უკეთუ სასამართლო წესით სხვა რამ არ არის დამტკიცებული, წარმოადგენს დამამტკიცებელ საბუთს იმ მომენტის დასადგენად, რა მომენტიდანაც უნდა დაიწყოს საავტორო უფლების ვადის დენა, ხოლო იგი ხელს ვერ შეუშლის მესამე პირთ, აღძრან დავა რეგისტრაციაში გატარებული ნაწარმოების საავტორო უფლების შესახებ~.
დიდი პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას საქმის განხილვის დროს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დიდმა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მაგდა ბერიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
This post has been edited by karlsoni on 15 Nov 2005, 00:58
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/