იმ შუაშია რო ამერიკას და საქართველოს შედარება არ შეილება.
მოდი ნუ აჩვენებენ იმას რომ აფხაზეთში რა ტრაგედია დატრიალდა, ცხინვალში რატო და რისთვის დახოცეს ხალხი, სად ტერორისტული აქტი მოხდა. რატო უნდა ვინერვიულოთ ესეთ რამეებზე? განა ესეთი სისასტიკის ჩვენება შეილება?
არ ჯობია აჩვენონ თუ როგორ აახლებენ და როგორ ღებავენ თბილის ჭრელ ფერებში? არ ჯობია ასფალტის დაგების პროცესი გადაიღონ? არ ჯობია დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ეჩვენებინათ?
შენ თუ არ გაინტერესებს ეგეთი რაღაცეები მე მაინტერესებს. იმიტომ რო მინდა ვიცოდე იმ ქვეყანაში სადაც ვცხოვრობ რა ხდება. თავისი ცუდიან კარგიანად. რაც არ უნდა საშინელი სანახავი იყოს. ეს მიუთითებს იმაზე თუ რას მოიმოქმედებს ამ სისასტიკის აღსაკვეთად მთავრობა. ყოველ ეგეთ კადრს მოყვება მოქმედება რომლითაც მთავრობა ან პლიუსს იწერს ან მინუსს. და ვისაც არ მისწონს ის რასაც აჩვენებენ არსებობს მარტივი გამოსავალი:
ტელევიზორს გააჩნია კნოპკები რომლებზეც ციფრები წერია, რომლის დაწოლის შემთხვევაშიც ტელევიზორი სხვა არხზე ირთვება

ის რაც შენ არ მოგწონს მე მაინტერესებს და იმისათვის რო შენში აგრესიას იწვევს ესეთი კადრი მე რატო უნდა დავრჩე ამ ინფორმაციას მოკლებული?
კი შეილება უფრო ნეიტრალური კადრები აჩვენონ მარა ამითი ვერავის ვერ შეექმნება წარმოსახვა თუ სინამდვილეში რა ტრაგედია დატრიალდა იქ. აი ამიტომ ჯობია აჩვენო ვიდრე დამალო
upfirრო იცოდე რა სასტიკი კანონია ამის შესახებ მიღებული შეილება გაგიკვირდეს.
მაგალითად ნებისმიერი ფილმი ავიღოთ. აი თუნდაც ,,წითელი სიცხე,, შვარცნეგერი რო თამაშობს. მაგ ფილმს შეილება მიანიჭონ კატეგორია 15. რაც იმას ნიშნავს რომ მაგ ფილმის ჩვენება 23.00 მდე არ შეილება მხოლოდ იმის გამო რომ მკვლელობის და ძალადობის კადრებს შეიცავს. და ისეთ ფილმებს რომლებშიც სულ მცირე, თუნდაც 10 წამით ეროტიულო კადრი იქნება მაგ ფილმს ანიჭებენ კატეგორიას 18. რაც 24.00 მდე კრძალავს ფილმის ჩვენების უფლებას.
დღეისათვის კი ისეთი ფილმები რომლებიც არ შეიცავს ძალადობას და მსუბუქ ეროტიკას თითქმის არ არსებობს.
აი ესეთ გამოსირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ზოგიერთებს გონიათ რომ საქართველო განვითარების გზაზეა