Как не странно, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ეშინოდა ბავშვობაში და ეშინია ეხლაც, ამის მიუხედავად ისინი მაინც პოპულარობით სარგებლობენ... რამდენიმე ქვეყანაში არსებობს გამაჯანსაღებელი ცენტრები, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს, ძირითადად, მძიმე დაავადებების, ან ოპერაციების გადატანაში კლოუნო-თერაპიის მეშვეობით.
საერთოდ, კლოუნი არაა რაღაც, როგორ ვთქვა... ჩვეულებრივი დაცინვის ობიექტი. თემის ავტორს ნახსენები აქვს, რომ დაცინვა ზოგადად მოქმედებს ფსიქოლოგიაზე, რაშიც არ შემიძლია არ დავეთანხმო, მაგრამ საბედნიეროდ ბავშვი იშვიათად აღიქვამს მას როგორც დაცინვის ობიექტს. ანუ, ბავშვის გონება ამას ისე არ იღებს, როგორც მოზარდის. ეს ჩვეულებრივი თამაშია, რომელსაც ეთამაშება მასზე უფროსი ადამიანი.
ამასთან, ჩემი სუბიექტური აზრით, მე უბრალოდ ვერ და არ აღვიქვამ კლოუნს, როგორც რაღაც საშინელს, ან რაღაც საცოდავს. ეს არის მსახიობური ოსტატობის უმაღლესი გამოვლინება, ეს არის ხელოვნება, შედევრი. არც ისე ადვილია დაირქვა კლოუნი და გახვიდე სცენაზე ხალხის წინაშე. ამისთვის პიროვნება უნდა იყო ძალიან ძლიერი. ასევე, სიძლიერის ნიშანია, ჩემი აზრით, ნიჭმის ქვეშ "მომღიმარი დეპრესიის" დამალვა, იმიტომ რომ უმეტესობას არ შეუძლია ასე ცხოვრება.
ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი, რასაც არ ვისურვებდი, მსგავსი ადამიანის გვერდით ცხვრებას. ერთია, ამ ყველაფერს სცენაზე ადევნებდე თვალყურს, მეორე - ცხოვრებაშიც იგივეს უყურებდე. დანარჩენი - ცირკი და კლოუნადა არის ის, რაც ყველა ბავშვმა უნდა ნახოს, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, თუ რა გრძნობას გამოიწვევს მათში, შიშს თუ სიმპათიას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, პატარა ბავშვის გონებაც კი ხვდება, იმ მომენტში კლოუნი კარგს აკეთებს თუ ცუდს. დაკვირვების შანსია, გააზრების... პატარები შესაძლოა ვერ იაზრებენ, რას ეტყვი, დაარიგებ, მაგრამ კლოუნების მეშვეობით ისინი ამას ხედავენ და მექანიკურად ხვდებიან. მათთან "საუბრის" კიდევ ერთი საშუალებაა.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, აქ რამდენიმეს შევამჩნიე, რომ დღემდე ეშინიათ კლოუნების. ბავშვობაში მეც მეშინოდა, მაგრამ არა მათი, არამედ მათი მაკიაჟის - აზიდული წარბები და ყურებამდე გახეული პირი.

სურათიც მაქვს გადაღებული, როგორ გავურბივარ

არასდროს გამიცინია მათ გამოხტომაზე. მეც ვუყურებდი რაღაც უაზრო ფილმებს ბოროტ კლოუნებზე, მაგრამ არასდროს გამჩენია მათ მიმართ ცუდი დამოკიდებულება.
ეს ისაა, რაც უნდა არსებობდეს. იმიტომ რომ ეს არის აბსოლიტურად იდეალურად ჩამოყალიბებული ადამიანის არსი. პიროვნება, რომელსაც სიცილიც შეუძლია და ტირილიც და რომელიც ამას აბსოლიტურად გულღიად გამოხატავს, მიაქვს მეორე ადამიანამდე. არ ეშინია და სცხვენია გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა. ეს ყველაფერი უბრალოდ გენიალურია