#14508112 · 1 Jul 2009, 10:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თევზების საყურადღებოდ
თევზები — ზოდიაქოს ბოლო ნიშნანია და როგორც წესი, ეს ადამიანებიც თავის თავს ბოლო ადგილზე აყენებენ. ისინი უანგაროდ იგებენ სხვების გულს. თევზები წყლის მე-3 ნიშანია და ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გადამეტებით ემოციურები და თავისებურად ვნებიანები არიან. თუკი თევზების ძლიერი ემოციები და ვნებები დადებითადაა მიმართული, ისინი ადამიანთა მოხიბვლის იარაღად გარდაიქმნება, ხოლო როცა ეს გრძნობები სუსტია, ამან შეიძლება თევზების თვითგანადგურება გამოიწვიოს. ისინი ძლიერ არიან დამოკიდებული იმ ხალხზე, ვისთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. მათ ძალიან მიმნდობი ხასიათი აქვთ და ამიტომაც მათი მოტყუება საკმაოდ ადვილია. თუმცა, თუ მათ გაიგეს, რომ ვინმემ მოატყუა, ისინი შეიძლება უზომოდ ეჭვიანები და ჩაკეტილები გახდნენ. მათი ინტელექტი ალივით გიზგიზებს: ხან შეკავებულია, ხან მხიარული და გონებამახვილური, ხან პირიქით მკრთალი, მიძინებული და მელანქოლიური. ბევრი ასტროლოგი დაეთანხმება იმ აზრს, რომ თევზები — ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ყველაზე ექსცენტრულები არიან. მათი მმართველი — ნეპტუნი — რევოლუციური, მისტიკური ნიშანია, რომანტიკული, ზოგჯერ შეურაცხადი, მაგრამ ყოველთვის დაშორებული. თავისი მფარველობის ქვეშ მყოფთათვის მას ნევროზულობა და მშფოთვარება მოაქვს.
დიდი ასტროლოგები თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ეუბნებიან: „ის, რომ თქვენ თევზები ხართ, ეს ერთია; ის, რომ ორი თევზი ხართ, ეს მეორე; მაგრამ ის, რომ ერთი თქვენგანი დინების მიმართულებით მიცურავს, მეორე კი — საპირისპირო მხარეს, ეს კიდევ სულ სხვაა“. სწორედ ეს არის თევზების ნიშნის პიროვნების ტიპის სირთულე.
|