ეეეჰ...

ჩემი სამსახური დახუნძლულია ისეთი დაბალი დონის ქვენა გრძნობების მონა თანამშრომლებით, რომლებიც ჩაშვებისა და წაქცეულზე გადავლის მეტს არაფერს ოცნებობენ და აკეთებენ...
ეგოიზმის დოღია და სრული დომხალიზაცია ასეთ ადამიანთა სულებში...
რომ მივდივარ სამუშაოზე, რომც არაფერი გავაკეთო და ისე ვიჯდე სავარძელში, ძალზე გადაღლილი ვბრუნდები ხოლმე სახლში... დაძაბული ვარ - მოდუნებისა და საქმის მშვიდად კეთების საშუალება არ მაქვს... ერთიმეორეზე ჩასაფრებულები და სულით ხორცამდე ნაძირალები არიან უმეტესნი...

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია...
მომიტევეთ განდობისათვის...
This post has been edited by lg-2ch on 13 Jan 2006, 18:20