#2770158 · 20 Mar 2006, 05:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ემიგრანტობის ტვირთი უნდა მეზიდა და უნდა მოგახსენოთ, რომ ადვილი არ არის. ყველას და ყველაფერს მოწყვეტილი აქ ვცდილობ შევივსო ეს სიცარიელე, მაგრამ არაფერი გამომდის და გული მწყდება, რომ საქართველო ასეთი უსუსურია და ნეტა გახდება კი ოდესმე ისეთი ძლიერი და ისეთი აყვავებული, რომ მე ან ჩემს შვილს საბოლოოდ მანდ დაბრუნების სურვილი გაგვიჩნდეს. რაც შეეხება ემიგრანტობის ტვირთს, ძალიან ძნელია უცხო ქვეყანაში თავი გაიტანო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ საქართველოს ჩვენ წარმოვადგენთ და ლაფში ნუ ამოვთხვრით მის სახელს.
|