აუცილებლად გვჭირდება ასეთი ხალხი. მაგალითად საბუნია ვიცი რომ ქართული გრამატიკის ამბავში მაგარი სტროგია

-გვჭირდება ის. ნებისმიერ სხხვა ფორუმელს რომელიც აკმაყოფილებეს ქვემოთ მოცემულ წესებს, შეუძლია გამოთქვას სურვილი რედაქტორობაზე და მათ შორის ხარ შენც
apachi ძალიან კარგი! მიღებული ხარ ბმულში
ეს წესები დავწერე-რას ფიქრობთ? გამოუშვით თუ რამე შენიშვნებია.
1-წესდება1.1 "ბმული" (www.bmuli.com) შექმნილია მკითხველისთვის, სხვადასხვა საკითხებზე რიგითი მოქალაქეების აზრთა წარდგენის მიზნით.
1.2 www.bmuli.com წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას.
1.3 ტექნიკური და ადმინისტრაციული ჯგუფი დაკომპლექტებულია ნდობით აღჭურვილი პირებით.
1.4 სტატიის გამოქვეყნების უფლება ეძლევა ყველა იმ პირს რომელსაც გააჩნია არანაკლებ 500 პოსტისა თბილისის ფორუმზე.
1.5 ყოველი სტატია წარმოადგენს მისი ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კონსტიტუციით.
1.6 ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას გვერდზე გამოქვეყნებული სტატიების სიზუსტეზე. სტატია გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ავტორის აზრს რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს ადმინისტრაციის შეხედულებებს იმავე საკითხზე.
1.7 ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ბმულში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენების/არგამოყენების შემთხვევაში.
1.8 ადმინისტრაცია გამორიცხვას იდეოლოგიურ ცენზურას და ამავე დროს იტოვებს უფლებას არ გამოაქვეყნოს სტატია რომელიც შეიცავს უცენზური ლექსიკას, უსაფუძვლო განცხადებებს ან სხვა სახის შეურცხყოფებს კონკრეტული პირის, პირთა ჯგუფის ან გარკვეული ორგანიზაციის მიმართ.
1.9 "ბმული" მოღვაწეობს დემოკრატიულ ფასეულობის გათვალისწინებით და იზიარებს მასთან ასოცირებული ყველა უფლება/პასუხისმგებლობას.
2-ავტორები:2.1 სტატიის გამოქვეყნების უფლება აქვს თბილისის ფორუმის ნებისმიერ წევრს რომელსაც გააჩნია არანაკლებ 500 პოსტისა.
2.2 სტატიის ავტორის ვინაობის მითითება ხდება მისი ფორუმული ნიკით. ნამდვილი სახელის დართვა ნებაყოფლობითია მაგრამ, არა სავალდებულო.
2.3 სტატიის გამოქვეყნების ახალი მსურველი ვალდებულია გაიაროს "შეფასების სტადია" რომელიც ითვალისწინებს რედაქტორთან დაკავშირებას ელექტრონული ფოსტით/პირადი შეტყობინებით და სტატიის წარდგენას.
2.4 "შეფასების სტადია" გათვალისწინებულია გვერდის ფუნქციონირების რეგულირებისთვის და იგი ამოწურულად ითვლება ავტორის მიერ ამ მეთოდით ორი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ.
2.5 იმ პირს ვინც გაივლის "შეფასების სტადიას" მიეცემა უფლება ბმულის გვერდზე დაწეროს და იქვე შეინახოს სტატია რომელსაც მოგვიანებით რედაქტორი განიხილავს.
2.6 ერთ წევრს ეძლევა 7დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სტატიის წარდგენის უფლება რედაქციისთვის.
2.7 სტატიის გამოქვეყნებისთვის სხვადასხვა ნიკების გამოყენებაში მხილებული პირების მიმართ მიღებული იქნება აღმკვეთითი ზომები.
2.8 რედაქტორებისთვის წარდგენილი, უცენზურო სიტყვების შემცველი სტატიების ავტორების მიმართ მიღებული იქნება აღმკვეთითი ზომები.
2.9 რედაქცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ მომენტში, დროებით შეაჩეროს სტატიების მიღება მათი მოზღვავების შემთხვევაში.
3-რედაქტორები3.1 ნებისმიერ პირს, რომელიც არის თბილისის ფორუმის წევრი და აქვს არანაკლებ 1000 პოსტისა, შეუძლია გახდეს რედაქტორი.
3.2 რედაქტორის კანდიდატურის წარდგენა და არჩევა ხდება ფორუმის პირობებში.
3.3 რედაქტორის ვალდებულებებში შედის წარდგენილი სტატიების განხილვა, გრამატიკული შესწორება და გამოქვეყნება.
3.4 რედაქტორს მოეთხოვება მაქსიმალური ობიექტურობა სტატიის ხარისხიანობაზე გადაწყვეტილების მიღებაში.
3.5 რედაქტორი იზღუდება, პირად მოსაზრებებზე ან ავტორისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით სტატიის გამოქვეყნება/არგამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღებაში.
3.6 რედაქტორს ეძლევა უფლება უარი განაცხოდოს გარკვეული ავტორის სტატიის განხილვაზე იმ შემთხევვაში თუ მოცემული სტატიის განხილვას სხვა რედაქტორი იკისრებს.
3.7 რედაქტორს აქვს უფლება წამოაყენოს საკითხი ავტორისთვის სტატიების წარდგენის უფლების ჩამორთმევაზე.
3.8 რედაქტორს აქვს უფლება განსაზღვრული რაოდენობის სტატიების მიღების შემთხვევაში, ახალი სტატიების მიღება დროებით შეაჩეროს.
3.9 რედაქტორი ვალდებული 1 და 2 პუნქტებიში მოცემული წესების გათვალისწინებით იმოქმედოს.
This post has been edited by შიზო ფრენია on 20 Feb 2006, 08:10