1. მიმაჩნია რომ "ფორუმის გაზეთს" უნდა ჰქონდეს საკუთარი, დამოუკიდებელი მისამართი და არ უნდა იყოს ფორუმის ერთერთი განყოფილება.
2.
რატომ ვეძახით "ფორუმის გაზეთს"? ა) ეს სახელწოდება პირობითია! სახელზე მერე ვილაპარაკებთ მაგრამ, აზრი იმაშია რომ ამ გაზეთში, ფორუმელების სტატიები დაიბეჭდება, რედაქტრი ან რედაქტორთა მცირე გუნდი დაკომპლექტდება ფორუმელებისგან.
ბ)გაზეთში დაბეჭდილ სტატიას უნდა დერთოს ავტორის ფორუმილი ნიკი და შესაძლებელია ავატარიც.

გ) სახელის და გვარის მითითება არ მოითხოვება მაგრამ, თუ სტატიის ავტორს ასე ურჩევნია, მისი სურვილი დაკმაყოფილდება და სახელი/ გვარი ნიკის გვერდით დაფიქსირდება.
დ) სტატიის გამოქვეყნების კრიტერიუმები არ არის შეზღუდული თემით(ყველა თემა ღიაა) არამედ, ითვალისწინებს სტატიის ხარისხიანობას
(ლაპარაკია აზრებზე და მათი გადმოცემის სტილზე და არა გრამატიკაზე, რომელიც შესწორდება). ე) უნდა დაითქვას პოსტების მინიმულური ციფრი, რომელიც აკამყოფილებს ფორუმელის სტატიის გამოქვეყნების კირტერიუმს-მაგალითად 500 პოსტი.
3.
რა სტილის გაზეთი იქნება? ა)გაზეთი იქნება ანალიტიკურ-შემეცნებითი, ანუ იგი არ ითვალისწინებს ახალი ამბების წარდგენას მკითხველისთვის.
ბ) გაზეთს ექნება ყველა ის ძირითადი განყოფილება რომლითაც მკითხველი შეიძლება დაინტერესდეს (პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელოვნება, მეცნიერება, ტექნოლოგია.....ა.შ. )
გ) დართული იქნება შემოქმედებითი სექცია, სადაც გამოქვეყნდება ფორუმელების შემოქმედებითი ნამუშევრები (ლექსები, მოთხროებები..)
დ) სასურველია გაკეთდეს სექცია "ინტერვიუ ერთი-ერთზე" სადაც ფორუმელებთან სხვადასხვა თემებზე აღებული ინტერვიუები იქნება წარმოდგენილი
ე) შესაძლებელია გაკეთდეს სექცია "ქალაქის ცხოვრეა" სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე კულტურული ღონისძიებებზე ან ფორუმელების მიერ ამ ღონისძიებებიდა მიღებული შთაბეჭდილებებზე (კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, კლუბები, ბარები, )
ვ) გაზეთი ყოველდღიუი ვერ იქნება. გამოცემის სიხშირე უნდა გადვწყვიტოთ.
4.
სად "დავაპარკინგებთ" ვებ-გვერდს? ა) პირველ რიგში, საჭიროა რომ კარგ სერვერიზე იჯდეს და არ ჭედავდეს.
ბ) მე მგონი არ არის აუცილებელი ინგლისური ან რუსული ვარიანტები ამიტომ, შემოვიფარგლებით ქართული ვარიანტით.
გ) დიზაინი უნდა იყოს რაც შეიძლება სადა და სასიამოვნო თვალისთვის ყოველგვარი ზედმეტი ანიმაციების და ჭრელა-ჭრულა ფერების გარეშე.
დ) ვებ-გვერდზე ნავიგაცია უნდა იყოს უაღრესად მარტივი.
ე) ვებ-გვერდი არ ითვალისწინებს გაწევრიანებას სტატიების წასაკითხად.
ვ) ვებ-გვერდს უნდა ჰქონდეს არქივი.
საინტერესოა "კომპიუტერშიკების" აზრი იმაზე თუ რა მოცულბის გვერდს მოითხოვს ყოველივე ეს. სად აჯობებს დარეგისტრირება და როგორ (.com .net... ) დაახლოებით რამდენი დაჯდება ასეთი გვერდის აღება წლიურად?5.
რა ერქმევა და ვინ წაიკითხავს?ა) სახელი უნდა იყოს მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი. ამავე დროს, აუცილებელი რომ სახელი არ ეკუთვნოდეს და არც ძალიან წააგავდეს რომელიმე ორგანიზაციის სახელს.
ბ) საწყის ეტაპზე, ძირითადად ფორუმელებისთვის იქნება ეს გაზეთი ცნობილი რაც, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია.
გ) დროთა განმავლობაში, მოხდება გაზეთის პოპულარიზაცია ძირითადა რეკლამის "გორილა ტაკტიკით" ანუ არაოფიციალური წყაროებით: პირიდან პირზე, პატარა სტიკერებით და სხვა მზგავსი მეთოდებით.
გამოთქვით თქვენი აზრები და ნუ შემოფარგლებით "კარგია" ან "ცუდია". დაწერეთ რა უნდა იყოს, რა ნდა იყოს,როგორ, ვინ, სად, როდის და ა.შ.