გამარჯობა. თუ გურჯიევით ხართ დაინტერესებული, მობრძანდით.
https://www.facebook.com/events/1656609707949377/ გურჯიევის კვირეული თბილისში, 24 ოქტომბერი - 1 ნოემბერი.
კვირეულის მოკლედ პროგრამა:
24 ოქტომბერი, შაბათი, 16:30 სთ. ღია საუბარი-შეხვედრა ელენე ზენისერთან (საფრანგეთი), გურჯიევის ინსტიტუტის „პარიზის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. დასწრება თავისუფალია. შეხვედრის სამუშაო ენა - რუსული.
ლექციის თემა: უარყოფით ემოციებთან მუშაობა, პირველი და აუცილებელი ნაბიჯი საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში.
მისამართი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი. გუდიაშივილის ქ. 7.
25 ოქტომბერი, კვირა, 11:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე. ელენე ზენისერის პრაქტიკული სემინარი. სემინარის ღირებულება 100 ლარი. სემინარის სამუშაო ენა - რუსული.
სემინარის თემა: „უარყოფით ემოციებთან მუშაობის გურჯიევის და სუფისტური ტრადიციის ინსტრუმენტები. გურჯიევის საკრალური მოძრაობები“.
27 ოქტომბერი, სამშაბათი, 18:00 სთ. ღია ლექცია გენადი შევჩენკოსთან (რუსეთი). ფსიქოლოგი, გელშტატ-თერაპევტი, ენეაგრამის ოსტატი, გურჯიევის მოძრაობების ინსტრუქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (რუსეთი). დასწრება თვისუფალია. ლექციის სამუშაო ენა - რუსული.
ლექციის თემა: “ფსიქოლოგიური კომენტარები გურჯიევისა და უსპენსიკის სწავლებაზე”.
28 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 18:00 სთ. ღია ლექცია პოლ ბასთან (ჰოლანდია). დასწრება თავისუფალია. ლექციის სამუშაო ენა - ინგლისური, ქართული თარგმანი.
ლექციის თემა: როგორ ხდება ტრადიციის გადაცემა. პირდაპირი ზეპირი გადაცემის არსი.
29 ოქტომბერი, ხუთშაბათი. გურჯიევის სახელის მოხსენიებისა და გარდაცვალების ხსოვნის დღე.
12:00 საათი - გურჯიევის სახელისადმი მიძღვნილი საზეიმო პანაშვიდი თბილისში. დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ზემო ბეთლემის ეკლესია, ბეთლემის აღმართი N 15.
პანაშვიდის შემდეგ - ჭიქა ქართული ღვინით გურჯიევის სახელის მოხსენიება.
19:00 საათი - საკრალური მოსახსენიებელი ტრაპეზი ორგანიზებული და წარმოდგენილი ელენე ზენისერისა და პარიზის ჯგუფის მიერ. ასევე, საკრალური სადღეგრძელოები. დასწრება მოსაწვევებით.
30 ოქტომბერი, პარასკევი. 18:00 სთ. ღია შეხვედრა ელენე ზენისერისა და პარიზის ჯგუფის მონაწილეებთან. დასწრება თვისუფალია. ლექციის სამუშაო ენა - რუსული.
შეხვედრის თემა: რა არის მუშაობა?
31 ოქტომბერი და 1 ნოემბერს, შაბათი - კვირა, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. გენადი და გალინა შევჩენკოეიბის პრაქტიკული სემინარი, „ენეაროსტოვის“ ცენტრის ხელმძღვანელი, პიროვნების ენეაგრამის ოსტატები, „არსის“ენეაგრამის ინსტრუქტორები. ორდღიანი სემინარის ღირებულება 85 ლარი. სემინარის სამუშაო ენა - რუსული.
სემინარის თემა: შესავალი ენეაგრამაში.
კვირეულის პირველ, 24 ოქტომბრის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და არ მოითხოვს რეგისტრაციას. ხოლო, სხვა დანარჩენ სემინარზე და/ან ღია ლექციებზე დასწრებისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია ჩვენს ელ-ფოსტაზე TbilisiGurdjieffGroup@gmail.com:
- თქვენი სახელი და გვარი
- ტელეფონი და ელ-ფოსტა
- სემინარის და/ან ღია ლექციის დასახელება, რომელზეც გსურთ დასწრება.
რეგისტრაციის შემდეგ ელ-ფოსტით მიიღებთ ინფორმაციას ჩატარების ადგილის შესახებ.
საკონტაქტო ტელეფონები: 597 60 13 27; 595 65 95 96; 595 25 68 53.