სერბული არაა? სერბული უფრო მეტად გავს ქართულს, მართლა...
სადაც მე ვარ, იქ არის წმ. საბას ეკლესია, შიგნით რომ შევედი, თავი ქართულში მეგონა, ერთი ეგაა, რომ წარწერები არ იყო ძველქართულად..
თუმცა, სერბულში აქ დიასპორა დადის სა ყველა ერთმანეთს იცნობს...უცხოს აშკარად გაკვირვებით უცქერიან-ეს ვინააო.
ქართული წიგნები მომენატრა ყველაზე მეტად. არც საჭმელი, არც სხვა რამ არ მენატრება....ინტერნეტშიც არის ქართული ლიტერატურაო, არ მითხრათ ახლა

ვიცი, მაგრამ წიგნს რომ გადაშლი, მაინც სხვა გემო აქვს ჩემთვის...
და კიდევ, ხალხური სიმღერის ცოცხლად მოსმენა მომენატრა. არავინ დაიჯერებს ამას ალბათ. ჩამოსული იყო ქალთა ანსამბლი "თუთარჩელა" (ფორუმზეც წერდა მისი რამდენიმე წევრი, როგორც მახსოვს) და ერთ-ერთ კირხეში ჰქონიათ კონცერტი, მაგრამ რად გინდა-ჯერ ერთი, გვიან გავიგე და მერე მეორეც-სამუშაო დღე იყო, თან შუადღე და სამსახურიდან გასვლის არანაირი შანსი არ მქონდა
This post has been edited by Solveig on 9 Jul 2008, 20:58
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!