#2890111 · 9 Apr 2006, 19:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველას გილოცავთ ამ დგეს, იმიტომ რომ სულ რაღაც ათეული წლის წინ ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენში სამშობლოსა და ღვთის სიყვარული, იმედია რომ უფალი არ გაგვწირავს... გიორგი გამსახურდიას ლექსი წავიკითხე ლიტერატურულ პალიტრაში და ძალიან მომინდა რომ დამეპოსტა ,, აპრილიდან წამოსულო სისხლო ახლაც მახსოვს გულისძგერა შენი, მაშინ ტაშიც უხერხული იყო, მხოლოდ ჩუმად თავს გვიხრიდნენ ხენი. მოვდიოდით შეუპოვრად გზაზე ქაოსის და ცვლილებების დროში და გვბურძგლავდა უსიამო ტანზე ჩვენს გამზირზე დაგდებული ქოში. ცივ ზამთარში ცეცხლთან შემთბარ ფიქრებს გაზაფხულის არტერია ცვლიდა, სანთლის შუქზე ჩაძინებულ წიგნებს - ალიონის შეძახილი წმინდა. ტანჯულ ცხენად გადაიქცა კვიცი, მეგობრებო გემჩნეოდათ დაღლა და ის ვიცი ერთგულების ფიცი უბნის ჩიხში დაგვეკარგა სადღაც. ჩვენი ხელით მოწყვეტილმა ვაშლმა შავი შუქით დაგვამსგავსა ობლებს, რაც დაგვშალა შარიშურით ბარმა, როგორც ქარი მიმოფანტავს ფოთლებს. კივის ქარი და რაღაცას როშავს, თითქოს ყველა შეეფარა სოროს, დამრჩა ერთი დაფლეთილი დროშა და ის დროშაც შეიცვალა ბოლოს"
|