თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ როცა მარტო ვარ და თვალებში არავინ მეჩხირება. ხალხმრავლობა არ მიყვარს,ყველა თავისთვის რომ ყაყანებს, რაღაც უფრო დაძაბული ვარ მაგ დროს,შებოჭილი,დაბნეული და ა.შ. გარეთ გახვალ და ყველგან ფეხებში გედებიან,ტრანსპორტში ახვალ და ან ფეხზე უნდა იდგე,ან ჩაჭეჭყილი იჯდე,ან მძღოლის ტვინის "ხერხვას" გაუძლო,რომელიც წამდაუწუმ დაზეპირებული ფრაზით შემოიფარგლება. "გადაიწიეთ რა,ხომ არის ადგილი" "გადაიწიეთ"
ეგ კი არა,მარკეტში ჩასვლაც სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის
დისკომფორტია ჩემთვის ხალხთან ურთიერთობა რა. ვირტუალური ურთიერთობაც დამღლელი და მომაბეზრებელია,მაგრამ აქედან გაცილებით მარტივია ყოველივე. არა მაქვს თავი ვინმეს რაღაცები ვუხსნა,რა როგორ და რატომ.
კითხვები რომლებსაც ხანდახან უაზროდ სვამენ ძალიან მაღიზიანებს
ეს ისტორია გვაერთიანებს იმედია :
“ამჩატებული ადამიანები, ჩამოუყალიბებელი ხასიათით და არამეტყველი თვალებით.
მე, მათ შორის ვარ.
არ მინდა სხვაზე ვწერო, რადგან ჩემი ნაკლი უპირატესია ჩემს წინაშე და რომც არ იყოს ასე, მე მწამს ღმერთის და ვფიქრობ, რომ მის წინაშე ცხადია ყოველი, ამიტომ ვისაუბრებ ჩემზე და სხვებმა ამოიკითხონ მათი წილი.
ვნახე ბავშვი, მეტროში, სხვანაირი მზერით. გულწრფელი იყო მისი მზერა, თავიდან ბოლომდე სპეტაკი და უდანაშაულო. მივეცი ხურდა, მაგრამ არ მიმიცია ნუგეში. ხურადას ჩემსავით უამრავი ადამიანი მისცემდა იმ დღეს, მაგრამ ვინ ჩაიხუტებდა? ვინ დაუკოცნიდა ყვრიმალებს? ვინ გაუთბობდა გულს და ვინ აჩვენებდა, რომ არაფერი იყო მის მდგომარეობაში გამოუსწორებელი? არ ვიცი ვინ გააკეთებდა ამას, მე არ გამიკეთებია მსგავსი რამ.
მოხუცი ვნახე, რომელსაც სახლი არა აქვს და ქუჩაში ათევს ღამეს. მისკენ მივიხედე, ალბათ სიბრალულიც გამოვხატე მაგრამ არ მიმიხედია მისთვის. არ მიმიტანია თბილი ჩასაცმელი, არ მიცდია, რომ თუნდაც კარავი მიმეტანა სხვათა დახმარებით, არ მიმიტანია საჭმელი, არც მისთვის გამითბია გული ნუგეშით და არ ამივსია მისი თვალები იმედით.
ვნახე მტირალი გოგონა, რომელმაც გვერდით ჩამიარა და მხოლოდ მზერა გავადევნე მას, არც კი გავედევნე, რომ მეკითხა, შემეძლო, თუ არა რაიმეთი დავხმარებოდი? ვერ შევძელი ესეც. არა და ვინ იცის, იქნებ ერთხელ მაინც გაეპო ბაგეები მისთვის ღიმილს.
ვნახე ჩემი თავი. სარკის წინ ვიდექი და ვბურღავდი საკუთარ თვალებს, მინდოდა პიროვნება ამომეკითხა მასში. წავიკითხე - შინაგანი არმაგედონი ანადგურეს ჩემს არსს, სულიერი აპოკალიფსი ფიტავს გონს. ვერც მას ვეხმარები, ვერ ვიხუტებ, ვერ ვაძლებ ნუგეშს, ვერც იმედს ვუტვიფრავ თვალებში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამჯერ ჩავუარე საკუთარ ნუგეშს, იმედს და სიხარულს, სამჯერ მოვკალი ჩემი პიროვნება დღეს. სამჯერ დავმარხე სხეული უარაფრობაში.
მე, კომპლექსებით შეპყრობილი იდიოტი ვარ.”
This post has been edited by Lasha244 on 24 Aug 2018, 16:05
“ სიყვარული ვერასოდეს ვერ იქნება გულგრილი! იქ სადაც არის გულგრილობა, იქ არ არის სიყვარული!”