რა იწვევსო გაუდაბნოების პროცესს? აქ სასაცილოს და საშაყიროს ვერაფერს ვხედავ.
გლობალური დათბობაა, საქართველოში კი ტყეები იჩეხება, ეკოლოგიური კატასტროფები ყოველ წელს გვემუქრება.
სიცილ-კისკისი და ოხუნჯობა აქ რა მოსატანია?!
* * *
გაეროს გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის თანახმად, გაუდაბნოება წარმოადგენს “მიწის დეგრადაციას არიდულ, ნახევრად არიდულ და მშრალ ნაკლებად ტენიან რეგიონებში, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა ფაქტორებიდან, ჰავის ცვლილებისა და ადამიანის მოქმედების ჩათვლით. როგორც მიწის დეგრადაციის ერთ-ერთი მწვავე ფორმა, ის წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემას, რომლის უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ ზეგავლენას დღეს მსოფლიოში მწვავედ განიცდის 250 მილიონამდე ადამიანი. მთელი ხმელეთის ერთი მესამედი (4 მილიარდ ჰექტარზე მეტი) მშრალი მიწების კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც განსაკუთრებით დიდია გაუდაბნოების საფრთხე. პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას აფრიკაში. გარდა იმისა, რომ გაუდაბნოება საფრთხეს უქმნის გარემოს მდგომარეობას მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფ რეგიონებში, იგი ამავე დროს არის მრავალი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის (მოსახლეობის გაღატაკება, შიმშილი, მიგრაციები, სოციალური კონფლიქტები) მიზეზი.
გაუდაბნოება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის, როგორც მცირემიწიანი აგრარული ქვეყნისათვის. თუმცა, საქართველოს პირობებში, გაუდაბნოება შეზღუდულია როგორც ინტენსიურობით, ასევე გეოგრაფიული არეალით. მიწის დეგრადაციის ისეთი ფორმები კი, როგორიცაა გაუტყეურება, ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზია, მეწყერები, გადაძოვება, ნიადაგის გამოფიტვა, ნიადაგის დაბინძურება და ა.შ. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, თავისი თანამდევი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით. (იხ ჩანართი 2). გასული საუკუნის 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში “ეკოლოგიური” იძულებით გადაადგილებული პირების საკმაოდ დიდი ჯგუფის შექმნა დაკავშირებულია სწორედ მიწის დეგრადაციასთან (განსაკუთრებით, მეწყერებთან). ამიტომ, წინამდებარე დოკუმენტში გაუდაბნოება განიხილება უფრო დიდი, კომპლექსური მიწის დეგრადაციის და მიწის მდგრადი მართვის პრობლემის კონტექსტში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი.
გაუდაბნოების/მიწის დეგრადაციის პრობლემა ეხება საზოგადოების აქტიურობის სხვადასხვა სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სატყეო მეურნეობა, საქალაქო და სასოფლო განვითარება და ა.შ. ამიტომ გაუდაბნოებასთან/მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის საკითხები გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ეკონომიკური სექტორების განვითარების სტრატეგიებსა და მოქმედებათა გეგმებში.
ვრცლად იხილეთ ,,გაუდაბნოების/მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასება"
http://www.ncsa.ge/Documents/Land%20Summary.doc
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....