ძალიკან გულდასაწყვეტია რო ასე ექცევიან ჩვენს ქვეყანაში ასეთ ადამიანებს. უბრალოდ არასწორი შეხედულება აქვთ და რაღაცა დოგმებში არიან ჩაკეტილები. მართლა მეცოდება ის გეები რომლებიც საქართვე;ლოში ცხოვრობენ. წინასწარ შექმნილი სტერეოტიპი აშკარად არასწორია-სტერეოტიპი იმისა რომ გეი არის მშიშარა, მანერული-ქალური, უცნაურად ლაპარაკობს და ასე შემდეგ. რეალურად ეს ასე არ არის, ეს უფრო ბრაზილიური საპნის ოპერებიდან შექმნილი სტერეოტპია სადაც გეები "დაიპრანჭებინ" ქუჩაში. ჰომოსექსუალი შეიძლება ისეთი კაციც იყოს რომელიც ძალიან მამაკაცურია და ხშირად გოგონების სათაყვანებელ ობიექტს წარმოადგენენ მაგალითად ბოლო სკანდალი გაიხსენეთ რიკი მარტინზე :
რიკი მარტინმა აღიარა რომ ჰომოსექსუალია!საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს იმის შეგნება რომ სხვის ცხოვრებაში არ ჩაერიოს და არ აგინოს მხოლოდ იმის გამო რომ ადამიანი სხვანაირია. ჰომოსექსუალები ხშირად გამხდარან საზოგადოების მსხვერპლნი, მათშორის ბევრი გენიოსიც კი- მაგალითად ჩაიკოვსკიმ თურმე სწორედ ამ მიზეზით მოიკლა თავი

მისი მეექვსე სიმფონიის პრემიერის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს რადგან საზოგადოებამ უკვე იცოდა მისი საიდუმლო.
ამიტომ მეთვითონ საერთოდ არანაირ კონფლიქტში არ შევდივარ ასეთ ადამიანებთან არც ვაგინებ და არც ვავიწროვებ, თავიდან მეც მიგინებია იმის გამო რომ სხვები აგინებდნენ და ვერ ვაცნობიერებდი. შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი ამ საკითხზე როცა გავიგე რო ჩემი კურსელი იყო ჰომოსექსუალი და ძალიან გამიტყდა

მაგრამ მეერე დავფიქრდი და გადავწყვიტე არ ჩავრეულიყავი არავის პირად ცხოვრებაში.
უFF რამდენი ვიბაზრეეე

ლოლ
This post has been edited by xaxvika on 3 Apr 2010, 09:46