ჯეგე
ANONIM0
გასაგებლარია
QUOTE
მართალია და ვერ ვიტან ქართველები ცუდი ხალხი ვართო და მისთანებს რომ ღაღადებს ზოგი............
ამას დავამატებდი, რომ ცუდი და კარგი ხალხი ნამდვილად არსებობს ყველგან და რა თქმა უნდა საქართველოშიც,
მაგრამ ის ტექსტი, რომლითაც თემა გაიხსნა, უკომენტაროდ გულისამრევია..........
პატრიოტიზმი გარკვეულწილად, ჰგავს რწმენას, ეს არის საკმაოდ ინტიმური გრძნობა, და ფორუმზე ბრტყელ-ბრტყელი და ცარიელი სიტყვების წერა, როდესაც ქვეყანა თავზე გვემხობა და ამდენი უმსგავსობა და სისასტიკე ხდება, საშინლად გამაღიზიანებელია!!! და ისეთივე მარაზმია, რაც რწმენის გამოხატვა ქართულათ ანუ, პირჯვარის გადაწერა ყველა ეკლესიის დანახვაზე ქუჩაში, ტრანსპორტში და ა. შ. გიჟებივით რომ იწყებენ ხოლმე ხელის მოძრაობას, ჯგუფურად ზემოთ ქვემოთ!............. თუ?........ გვინდა ვთქვათ რომ ქართველების გარდა სხვა ქრისტიანების რწმენა =0 რადგან ასე არ იქცევიან? გინახავთ რომელიმე სხვა ქრისტიანულ ქვეყანაში მსგავსი საქციელი?
ეს არც რელიგიურობაა და არც ღმერთის სიყვარული, ეს არის დიდი გოიმობა და ცრუ რწმენის გამოვლინება,
იგივეა ამდენი ყაყანი და ბრახუნი პატრიოტიზმზე და ფორუმზე სიტყვების სალიუტი მითუმეტეს!!!!!!
როგორც უკვე აღინიშნა ამ თემაში, ჩვენს ქვეყანასაც უნდა ვუყვარდეთ, რომ ჩვენი პატრიოტობა დაიმსახუროს!
საკმარისზე მეტი სისხლი დაღვარეს ჩემმა ძმებმა და ქვეყნის შვილებმა, სხვათაშორის სულ ტყუილად!!
მათი დედები და შვილები დღეს საქართველოს ფეხებზე ჰკიდია და წასულების სულებსაც მადლობას არავინ ეუბნება, ასე რომ გვეყო მარაზმი და უსაპნოდ ტენვა იქ სადაც დაიბადე გაიზარდე მაგრამ არავის სჭირდები!
ქვეყანა--- სადაც პატრიოტული გრძნობა და მართლმადოდებლობაც კი პოლიტიზირებული გახდა , ნამდვილ პატრიოტებს, ნამდვილად აღარ იმსახურებს!
ქართული მიწის და ბუნების სიყვარული კი ის გრძნობაა რომელიც გულში ინახება და ვერასოდეს ვერავინ წაგართმევს, რადგან ეგ არის სამშობლოს სიყვარული, ნაღდი და სუფთა აპოლიტიკური და თავისუფალი....
დაე, გულში მაინც დაგვრჩეს მისი სურნელი, მოწამლვის გარეშე და თუ მაინც და მაინც ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ფორუმზე ცარიელ სიტყვებს, კარგი ლექსების მიძღვნა ან უკვე მიძღვნილის წაკითხვა სჯობს!!!
ბუნება კი, ყველგან მშვენიერია და ამ კუთხით თუ შევხედავთ ,ყველგანაც ჩემი სამშობლოა, რადგან თავს ბუნების შვილად ვთვლი!!!
This post has been edited by ARIEL on 24 May 2006, 23:16