
ასეთი ნიშნული, ანუ ქუჩის ნომრების აბრასავით რაღაც და მივხვდი რომ მანდ უნდა შემეხვია.
/"ოქრომჭედელი" გაყევით 2-მდე/ <= ეს მეგონა რაღაც საიუვილერო მაღაზია თავიდან და ამიტომ არ შევუხვიე იმ პატარა ქუჩაზე. მერე მივხვდი ქუჩის სახელი იყო...
ვიარე
2-მდე.
დიიდი ორიანი ეწერა ჭიშკრის გვერდით.
ირგვლივ ვიარე, ვერაფერი ვერ ვნახე. ჯერ პაწია კიბეზე ავედი იქნებ გალავნის თავზე დევს მეთქი არ იდო. ვიარე გარშემო. ბოლოს იმ ჭიშკრიდან ვიღაც ქალი გამოვიდა და საეჭვოდ მიყურებდა.
ისიც კი ვიფიქრე მივალ ამ ქალს ვკითხავ აქ რამე წიგნი ხომ არ უპოვია მეთქი.
სულ რომ გადამეწურა იმედი პოვნის გულდაწყვეტილმა ავხედე იმ ორიანს...
ვიდექი ვიყურე კაი ხანი. მერე თვალი ჩამოვაყოლე და გაზის სოჩიკმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
ევრიკა!!!რა თქმა უნდა შიგნით იდო!
მაგრამ უზარმაზარი ბოქლომი ედო ზედ.
მერე იდეა დავხვეწე და ამ ყუთის ყველა ჭრილი ხელით მოვსინჯე. ზედა მხარეს, ყუთსა და ლითონის 'სახურავს' შორის ჭრილში პარკი მომხვდა ხელში...
შავი გულიკებიანი პარკი...
შიგ:
გურამ დოჩანაშვილი, "გივიზე"დიდი მადლობა დოლორესს...
ასეთი ლამაზი ბარათისთვის...
თუ ნებას მომცემ ავკრეფ ბარათის შინაარსს და შემდეგ პოსტში დაპოსტავ

წიგნი თითქმის წავიკითხე, 2 ფურცელი დამრჩა...

შემიძლია ნებისმიერ დროს დაგიბრუნო...