:ეეკ:ხო, ნიკებს..

აუ, გავითიშე..
წავედი, თორემ დილით ვერ ავდგები და დამრჩა საიტერესო წიგნი იქ, ქე რომ მე და შენ რომ გვიყვარს ძლიან და ნამეტნავად..
* * *
რატ ვერ ვპოსტავ, რათა....!,..............
* * *
მოვედი !
მარწყვიან ნაყინს მივირთმევ და ბოროტად ვხითხითებ..
მიხვდებოდით, ალბათ, - ვიპოვე!
ეხლა მოვყვები წვრილათ, როგორ ვიპოვე და როგორ
ვერ გადავარჩინე რამდენიმე ფორუმელი სიცხესი აქეთ-იქით სირბილს და უკვე ნაპოვნი წიგნის ძებნას...
დილით ავდექი, სახლში ყველაფერი მივყარე და გავქანდი წიგნის საძებნელად, ტო ესწ, ასაღებად, იმიტმ რომ ვიცოდი, სადაც იყო..
ვერცხლის ქუჩიდან არ დამიწყია ძებნა, პირდაპირ ეკლესიასთან მივედი. უფრო აზარტულია, რომ არ იცი, და ეძებ, ამიტომ იმ კიბეებს ბოლომდე ავუყევი, ზედა ეკლესიაც ვნახე..
მერე ჩამოვბრუნდი, შევყავი ხელი მგლის ხახაში და ვიპოვე მშვენიერი წიგნი..
ნახევრად ბრმა მოხუცი ვნახე, მაგრამ შავი კატა ვერ ვიპოვე და გული დამწყდა..
გადავწყვიტე, ეგ წიგნი დამემალა დღესვე, რადგან ძალიან დიდია. ბევრი საქმე მაქვს ამ ერთ კვირაში გასაკეთებელი და წაკითხვას ვერ მოვაბამდი თავს ერთი-ორი კვირა. თან პატარაც არაა, რომ ჩანთით ვატარო და მარშუტკებში ვიკითხო.. + ჩემი წიგნის წამოღება დამავიწყდა..
მოკლედ, გადავწყვიტე ამეღო და სხვაგან დამემალა. შედარებით მარტივი ადგილი შევარჩიე, იქვე, ახლოს.
მინისნებებს ქვემოთ დავწერ..
ეხლა ამბავი რამდენიმე სულ ტყუილად ოფლდაღვრილი ფორუმელისა..
მოვდიოდი ლესელიძეზე. წიგნი უკვე დამალული მქონდა და კმაყოფილი სახით ვფიქრობდი, რა კარგია გამარჯვება..
ამ დროს მომიჩერა შინდისფერმა გოლფმა, საიდანაც ნაცნობი სუნი გამოდიოდა, იქედან გამოყოფილმა თავმა კი მკითხა: უკაცრავად, აბესაძის ქუჩა სადაა ხომ არ იცითო.. აბესაძის ქუჩა მართლა არ ვიცი ზუსტად სადაა.
მაშინ კათოლიკური ეკლესიაო, აქ ნაცნობი სუნი უფრო გაძლიერდა.. მაგრამ მანქანა ნელ-ნელა მიდიოდა წინ.
ვუთხარი სადაც იყო და წავიდა...
მე რომ აზრზე მოვედი, ისინი კარგა შორს იყვნენ..
მაპატიეთ, ძვირფასო ფორუმელებო! მომიტევეთ!
რომ მახსენდება რამდენს ივლიდით კიდევ სანამ ბეთლემთან მიხვიდოდით, მერე სანამ იმ ხვრელს იპოვიდით, გული მიკვდება და სიცოცხლე აღარ მინდა..
მაპატიეთ, თუ ღმერთი გწამთ..

არადა, იქნებ სულ არ იყვნენ, ფორუმელები…………
ხო, ეხლა
მინიშნებები:(ვიწყებ იმ ადგილიდან, სადაც იყო წიგნი)
1. ასათიანის და მერე იერუსალემის ქუჩას ჩამოუყევით ჯვარის მამამდე;
2. იქ თუ არავინ გაგაბრტყელათ , მაშინ დავწერ საყვარელი ლექსის ერთ სტროფს,სადაც ბოლო სიტყვა არის მინიშნება..
".. ჩანს, ჩვენი გზები მაინც იყრება,
ოცნება რჩება სადღაც, ზეცაში,
დაღვინებული ჩემი გრძნობები
მეგულებოდეს, როგორც ზედაშე.. "
3. იკითხეთ მერი ბებო, ან დონარა..
თუ წიგნს ხვალ საღამომდე არავინ მიაკითხავს, ისევ მე მივალ და პატრონს დავუბრუნებ..
აბა თქვენ იცით. მე მაგრა ვიხალისე, მაგრამ ისევ უწიგნოდ ვარ...
ხელპ ვინმემ, რამე პატარა და მხიარული მინდა. დოჩანაშვილი, მაგალითად..
PS. ეს ლექსი კი ასე მთავრდება:
:მე გავთხოვდები სადმე, გადღმა,
და შენს სიყვარულს წავიღებ მზითვად.. "
* * *
ვაიმეე!! როგორც იქნა დავპოსტე
მაგრამ ყველა სმაილის ამოღება დამჭირდა..

იმედი მაქვს, მიხვდებით, სად გაიცინოთ და სად იტიროთ..

აი, ფორუმელებს რომ თავ-გზა ავუბნიე, იქ სულ კივილ-წივილი და თავის ჩამოხრჩობა იგულისხმეთ..

მოკლედ ასე!
წავედი ეხლა მე და იაქტიურეთ ცოტა..