#3150839 · 29 May 2006, 19:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Miss_Incredible მე პირადად უკვე გამოვკვეთე რომ საკუთარ თავის შეფასებისგან თავს ვიკავებ, ამიტომ ზედაპირულ დასკვნებს ნუ გააკეთებთ ჩემი ნაწერის მიხედვით და საერთოდ, დიდ სისულელედ მიმაჩნია ადამიანებს მისცე საშუალება საკუთარი თავის შეფასებისა, ისე როგორც ამ თემაში მოიქეცი, მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ საკუთარი თავის შეფასება, თუმცა არის ადამიანთა დიდი ნაწილი, რომლებიც საკმაოდ გონიერნი არიან რომ საკუთარი თავი ობიექტურად შეაფასონ, მაგრამ საკმაოდ პატივმოყვარენი ეს ობიექტური შეფასება სახალხოდ გამოფინონ. უმჯობესი იქნება აქ მხოლოდ გასეტის ამ წიგნის გარშემო თუ ვიმსჯელებთ, ყოველგვარი მისადაგების გარეშე საკუთარ პიროვნებასთან. ხოლო რაც შეეხება ფორუმებში ხეტიალს თუ ისტორიის შექმნას, განა არ არიან პიროვნებები, რომლებიც ისტორიის მიღმა დარჩნენ? თუ პიროვნებებად მხოლოდ მათ თვლი, ვინც დიდ სახელს მიაღწია და ვინც შეძლო ბრბოს აღფრთოვანების მოპოვება რითაც ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი? მე ვთვლი, რომ ამისთვის, გარდა პიროვნული ღირსებებისა დიდი მსახიობური ნიჭიც არის საჭირო, ამიტომ ამ ნიჭს მოკლებული პიროვნებები ხშირად ისტორიის გარეთ რჩებიან და მხოლოდ ერთეულებმა უწყიან მათი სახელი თუმცა ეს მათ არ დაადაბლებთ, არამედ პირიქით....
ANONIM0 ბევრი უფიქრია? ეს ჩემს მიმართ იყო ნათქვამი? საერთოდ ის, რაზეც ეს კომენტარი მიმიწერე იყო მხოლოდ ერთი გადახედვით მიღებული შთაბეჭდილება, ხოლო დანახვას დიდი ფიქრი არ სჭირდება, ფიქრი მხოლოდ დანახულის გააზრებას სჭირდება.....
--------------------
In Soviet Russia fox fires YOU!!
|