რაში მჭირდება ტყუილი

?
მეტი სამარიაჟოს მოფიქრება გამიჭირდება, რომ მომინდეს

?
ორი კვირის მერე რომ მივედი, მითხრეს რომ კომპიუტერს რაღაცა სჭირდა და კიდევ ორ კვირაში მოდიო. ისევ იქ ედოთ ჩემი საბუთები, სადაც მე დავუტოვე. შეტანილიც კი არ ჰქონდათ მონაცემები.
თუ გეჩქარებათ, 200 ლარი გადაიხადეთ და დღესვე იქნებაო.
ჰოდა ავუტეხე ჩხუბი, ჩემი პრობლემა არ არის, კომპიუტერი რომ არ მუშაობდა, დღეს დამიბარეთ და ვალდებული ხართ პასპორტი მომცეთ. თუ ერთ დღეში ტექნიკურად შესაძლებელია პასპორტის აღება, მაშინ აქედან უპასპორტოდ არ წავალ-მეთქი. თან პასუხისმგებელი პირის ვინაობის დასახელება მოვითხოვე. თან ეს ყველაფერი ნახევრად ყვირილით ვუთხარი.
ცოტა ხანი იჯუჯღუნეს, იჯუჯღუნეს, მერე სადღაც დარეკეს და დაგველოდეო.
15 წუთში მზად იყო პასპორტი.
მე მადლობა გადავუხადე და წამოვედი.
სულ ეს იყო. გინდა დაიჯერე და გინდა არა

.
ეს ის პერიოდია, ახალი პასპორტები რომ შემოვიდა. 30 იანვრის მერე იყო ნამდვილად.
This post has been edited by Int3lig3nt on 13 Jun 2006, 16:13