#3461221 · 19 Jul 2006, 11:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ariarx
| QUOTE | | კაი მასე იყოს. მარა ეგ "ეროვნული ცნობიერება" რაღაა? |
თავის დროზე ილიამ ეს ცნობიერება განსაზღვრა "ენა, მამული, სარწმუნოება"- თი, და ამ სამებისადმი ერთგულების გრძნობისგან საზრდოობდა ქართული ეროვნული ცნობიერება; მაგრამ დღეს გლობალოზაციისა და ამავე დროს ინდივიდუალიზაციის პირობებში, მგონი ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ: ადამიანს შეიძლება სარწმუნოება და ენა კი ჰქონდეს, მაგრამ სადღაც სხვა ქვეყანაში დაიბადოს და გაიზარდოს, ანუ მამული სადღაც სხვაგან ჰქონეს და მიუხედავად ამისა მაინც ქართველად გრძნობდეს თავს, ან ენა და მამული კი ჰქონდეს ქართული, მაგრამ სარწმუნობა -სხვა, და მაინც ქართველად გრძნობდეს თავს... ამიტომ ალბათ მთავარია ის, რასაც ამბობს
cpumind-ი:
| QUOTE | | მაგრამ ძალიან მიყვარს ქართველები.. იმიტომ რომ ჩემები არიან.. მე რომ პალესტინელი ვიყო.. პალესტინა მეყვარება.. |
მთავარია სიყვარული, თანაც გარკვეული სახის სიყვარული; მე მაგალითად მიყვარან გერმანელებიც და იტალიელებიც, და მათი სიხარული მეც მახარებს, მაგრამ მათი ტკივილი არ მტკივა მაინცდამაინც, სიმართლე რომ ვთქვა... აი, საქართველოსი -კი მტკივა, და მეტკიება სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო... ეროვნული მოძრაობის დროს იყო ასეთი სიმღერა: "რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია - გიყვარდეს" ... ამ ტვირთის ზიდვას ჰქვია ალბათ ეროვნული ცნობიერება...
ხოლო რაც შეეხება იმას, Ariarx რომ ეროვნულ ფასეულობებს
| QUOTE | | ვერანაირად ვერ დავახასიათებ. მაგრა მკიდია და იმიტომ biggrin.gif |
,
სამწუხაროა, მაგრამ ნება შენია...
--------------------
ადამიანი
"I would prefer not to"
|