ძალიან მინდა უფრო ყურადღებიანი ვიყო, ანუ მთელი ყურადღებით ვაკეთებდე, რასაც ვაკეთებ.
მაგალითად მხოლოდ წვრილმანები რომ ავიღოთ:
ვჭამ - ვჭამო, და პარალელურად არ ვიკითხო და არ ვილაპარაკო,
ფანქარს ვთლი - ვთალო მთელი სულით და გულით და აზრები არ მქონდეს ამ დროს ცხრა მთას იქით ...
ფეხსაცმელს ვიცვამდე და ჩავაქსოვო მთელი გულისყური თითოეულ მოძრაობას...
მოკლედ, 100% -ით მინდა ყველაფრის კეთება. ეს გაფანტულობა და ნელთბილობა არ მინდა რა...
ვცდილობ, მაგრამ ძალიან ძნელია