იაპონურ ბუდოში ანუ ბუშიდოში, ოთხი საბრძოლო ხელოვნებიდან მეოთხეა კიუდო - მშვილდისრის სროლა. ბუდოზე დავპოსტე უკვე ლიტერატურაში -იაპონურ კულტურაში. თუ გინდა წაიკითხე. რაც შეეხება კიუდოს, იგი როგორც ყველანაირი ბუდო, სულიერებაში ვარჯიშს ნიშნავს. როდესაც ცნობიერება და სხეული ერთიანდება და ყოველგავრ ინტერესს განდევნის -მაშინ თავისუფლად მიფრინავს ისარი მიზნისკენ. განსაკუთრებული თავდაჭერა ( როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი) სროლის დროს აუცილებელია -ის უნდა იყოს ლამაზი და ჰარმონიული:
გამართული სხეული, შინაგანი მარტოსულობა, თავისუფალი სული, ენერგია -კი -რომელიც კოსმოსს, ადამიანურ არსებასა და სხეულის ძალას აწონასწორებს, სწორი სუნთქვა, კონცენტრაცია, და ნათელი ცნობიერება. ინტუიციით ხელმძღვანელობა. მშვილდისრის მოზიდვა , დამიზნება, გასროლა
"საით მიფრინავს ჩემი ისარი?
ეს მე არ ვიცი..."
იაპონიაში დიდი კიოდოს მასტერები ცენ-ის მასტერებს უთანასწორდებოდნენ.