უკვე მოდერია, გაატარეთ
ნათელია, თუ რაოდენ ამბიციური და გაუწონასწორებელი პიროვნებაა
Juniმე არ ვარ ჯენერალის მპოსტავებზე ისეთი დაბალი წარმოდგენის, რომ ასეთი საკითხები ვუხსნა და შოვინიზმი რო ცუდია, მაგის განმარტება დავიწყო ახლა. ხალხი ბრძენია და ხალხმა იცის ისტერიკას ურყევი პრინციპები
ჰო, კიდე რა.....
ნუ რაც ვთქვი... თემებს შესაბამისი ადგილი მიენიჭებათ ხოლმე ყოველგვარი "აქ ბევრი ხალხი პოსტავს"ების გამართლებების მიუხედავად... ეს მითია. ვისაც უნდა, ჭორბიუროში შეიაროს და ყავა დალიოს - ყვავა შესანიშნავად ამზადებს.
"სასწრაფოს მჭირდება და ამიტომ აქ გავხსენი" მოსული იქნება გამონაკლისების სახით, მაგრამ აუცილებლად შეზღუდული ხნით, მერე ეგეთი ტოპიკებიც შესაბამის განყოფილებებსი წავა.
ბევრს ჰგონია, რომ "ჯენერალი" არის ადგილი, სადაც თავს იყრის არაკლასიფიცირებადი თემები. ეგ ეგრე არაა!

ეს არის განყოფილება თავად ცხოვრებაზე, მის ყოველდღიურ წვრილმანებზე, საზოგადოებისათვის აქტუალურ და მწვავე პრობლემებზე, ზოგჯერ პირად საკითხებზე, რომელზეც საუბარი მხოლოდ აქ თუ შეიძლება. ეს არის ადგილი, სადაც რჩევას იკითხავ, ისაუბრებ დღესასწაულებზე, პირსინგზე თუ ფილოსოფიურ საკითხებზე, ოღონდ ფსევდოფილოსოფიური "სპეციალისტების" გარეშე... მე ასე ვხედავ და ასე აღვიქვამ ჯენერალს, თუ არ მეთანხმებით, არ მომცეთ ხმა
ჰო, კიდევ ერთი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა: არსებული სტერეოტიპი, რომ "ჯენერალში თემას ყველა ნახავს", პოზიტიურად შეიძლება მოგვარდეს და ვისაც საჩქაროდ აქვს ხოლმე გასაგები ესა თუ ის სიტყვა როგორ ითარგმნება, British Council სად მდებარეობს თუ საქართველოში რამდენი ბერძენია (და ამ სტილის კითხვები...), იმათთვის (ანუ პრინციპში ყველა ჩვენთაგანისათვის) იქნებოდა პატარა ქვეგანყოფილები შექმნა, რომელსაც დაერქმებოდა "ექსპრესი" ან "HELP" და წავიდოდა ურთიერთდახმარება. ფორუმი გახდებოდა (კიდევ უფრო) მოქნილი საშუალება, უაღრესად საჭირო მომენტში მიიღო სასურველი ინფორმაიცა და სამაგიეროდ სხვასაც გაუზიარო... ამით პარალელურად სხვა პრობლემებიც მოიხსნებოდა..
ჰო, ნუ ეს ლირიული გადახვევა...