ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, ფოტო და ვიდეო კამერა გეხმარება ისეთი მომენტების დაფიქსირებაში, რომელთა გახსენება ყოველთვის სიამოვნებას მოგგვრის....
ხოდა ეხლა წარმოიდგინე შენი თავი: ჯიბეში მობილური, რომელიც რეკავს, მესიჯებს აგზავნის ღებულობს, კისერზე ვიდეოკამერა და ფოტოკამერა და ხარ ასე ჩლენ-კარესპანდენტივით აჩონჩხლილი... თანაც ყოველთვის ხომ ვერა? მხოლოდ მაშინ, როცა იცი, რომ სადმე მიდიხარ და გადაღება გჭირდება.
ეხლა წარმოიდგინე: სადაც არ უნდა იყო, როცა არ უნდა დაგჭირდეს, ვიდეო კამერაც გაქვს, ფოტო კამერაც და რა თქმა უნდა ტელეფონიც. და ეს ყველაფერი ჯიბეში გიდევს, ან ჩანთაში (თუ გოგო ხარ) და ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გამოიყენო...
თუმცა კაცია და გუნება რა! ზოგის დაბადების დღეზეც გაბერილი რუგზაკით ევასება მისვლა ბინაზე და ზედ სამსახურის საშვებიდან დაწყებული რა აღარ კიდია

...