50-ს გადცილებულები თურმე ყველა ერთად ქურდები და მამაძაღლები ყოფილან?
მოპარვას თქვენ რას ეძახით? მაინცდა მაინც ბლოკი, ცემენტი "კალბასი", ან "კაბელი" უნდა მოიპაროს ადამიანმა, რომ საბჭოთა სინამდვილის კოლორიტული სახელი
ნისუნი დაიმსახუროს?
დროის პარვა არ ითვლება?
სამსახურში, რომ ხარ და ფორუმში პოსტავ ამით დამსაქმებელს დროს არ პარავ?

ამ წუთის მონაცემები: 235 user(s) active in the past 15 minutes და მათ შორის: 63 guests, 146 members 26 anonymous members .
მე ვარ ის ვისაც მუშაობა მომიწია იმ სისტემაშიც და ამაშიც, მაგრამ უკვე პოლონეთში.
იმ სისტემაში 20 წელი ვიმუშავე და ორი თუ სამი პუბლიკაცია მაქვს და ისიც ადგილობრივი აკადემიის მოამბეში.
აქ 8 წელია ვმუშაობ და უკვე 10 სერიოზული პუბლიკაცია მაქვს ჩემი დარგის ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
ე.ი.
იმ სისტემამ ჩემი პოტენციალის გამოყენების საშუალება არ მომცა. ანუ მან
მე ის 20 წელი მომპარა!!!მაგრამ მეორეს მხრივ იმ სისტემაში მივიღე განათლებაც და დავაგროვე გამოცდილებაც, რომლელმაც შედეგი უკვე ამ სისტემაში მომცა.
მოკლედ, პირველი ქვა იმან ისროლოს ვინც უცოდველიაო- ასე ბრძანა უფალმა!
პრობლემა "ესლი ბი მოლოდოსც ზნალა და სტაროსც მოგლა" ადვილი მოსაგვარებელი იქნება, თუ ასაკიანი ხალხის გამოცდილება არ დაიკარგება.
სურვილის შემთხვევაში ყოველთვის გამოინახება დასაქმების ისეთი ფორმა, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება. არსებობს საპატიო წევრობა, ექსპერტობა, კონსულტატობა და ათასი სხვაც შეიძლება "გამოიგონოს" გამჭრიახმა ხელმძღვანელობამ.
This post has been edited by August on 28 Aug 2006, 13:26
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/