_Err0r_4o4_როდესაც საუბარია ამგვარი ინფორმაციის მიღებაზე და ამ პროცესში ფსიქიკის მდგომარეობაზე, არანაირი საფრთხე არ არსებობს...
გამოცდილებიდან ვამბობ!
უბრალოდ, ადამიანები, რომლებიც პოტენციურად მიდრეკილნი არიან რწმუნებისაკენ, ანუ გაგებისაკენ, მათთვის გასაოცარი და შოკისმომგვრელი არაფერია...
ინფორმაციის მიღების მერე კი, იწყებს კვლევას, ძიებას და ჭემარიტების დადგენას...
ესაა ფსიქოლოგიური პროცესი ინფორმაციასთან ადამიანის დამოკიდებულებისა...
ხოლო, ვინც მიდრეკილია სკეპტიკური მიდგომისაკენ ამგვარი ინფორმაციის მიმართ, ის ისედაც არ დაიჯერებს...
ანუ, კიდევ ერთ რამეს დავამატებდი: ამგვარი ინფორმაციის მოსმენა და სახელდობრ გაგება რომ, მართლაც იშვიათია და გარკვეულ დონეს მოითხოვს, ეს ფაქტია და არავინ უარყოფს ამას, ხოლო, არის მეორე მომენტიც: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმენს და ვისაც თვალი აქვს ხილვად - ხედავს... ინფორმაციის მიერ პროვოცირებული შემდგომი ფსიქიკური პროცესი კი, ასე ვთქვათ. კაპიტალდაბანდებაა შემდგომი ჩაღრმავებისა...
თუ უბრალოდ მიიღო ადამიანმა და, არც ჩაღრმავდა და რაც დაიჯერა თავისებურად გაიგო, არც ეგაა პრობლემა, უბრალოდ შეცდა... ის ამას მწვავედ არ გამოხატავს და, იქნება ცხოვრების ჩვეული დინება...
ეს რაც შეეხებოდა ინფორმაციის მიმართ ადამიანის ფსიქიკის მოდგომებს...
ახლა იმაზეც ვთქვათ, თუ რატომ არ შეიძლება ამა თუ იმ ადამიანმა გასცეს ინფორმაცია:
1) ვინმე ავალდებულებს;
2) თავს იფასებს და აინტრიგებს საზოგადოებას;
3) არ აქვს იმედი, რომ ვინმე გაიგებს და მარტო თვითონ ჰგონია თავი საიდუმლოს მეპატრონე;
4) ხელმძღვანელობს ამით ---> "ღორებს მარგალიტები არ უნდა დაუყაროო..." (მაშინ საერთოდ არაფერი არ უნდა ეთქვა და არც შემოსულიყო ამ თემაში);
5) ის, რაზეც თვითონ ამბობს, რომ ვიციო, სინამდვილეში არ იცის და ეშინია, ვაითუ ვინმემ იცის და მე გავბანძდეო... არადა, უნდა რო იცოდეს და აინტერესებს;
6) ჰგონია, რომ იცის და სინამდვილეში არ იცის და, რაც ჰგონია რომ იცის იმით კაიფობს და კმაყოფილდება;
7) არ უნდა იმ სასტავში სხვამ იმაზე მეტი იცოდეს, ვიდრე მან იცის და, აჯდება "ცოდნას"...
კიდევაა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები ამ ტაბუსი, მაგრამ...

დანარჩენი მიზეზები თქვენზე იყოს...
ისე კი, ფაქტია, რომ ნელნელა მისვლა მოვლენასთან მაშინ, როცა თავზე შესძლოა უცებ დაგატყდეს, ცოტა არ იყოს და, აჩქებიანი მწიგნობარი პროფესორის სიფათს მაგონებს, რომელიც მთლიანად მიცემულია კაიფს კვლევაში და თავისი სიმართლის დამტკიცებას...
ნუ, თემა იმიტომაა გახსნილი, რომ ამ ინფორმაციაზე მოთხოვნაა...
გამგები გაიგებს, ვერგამგები კი ვერ გაიგებს და, როგორაა შესაძლო ვერგამგებმა რომ არასწორად გაიგოს, ამის შესაძლო განვითარების ფსიქოლოგიური ვერსიები უკვე მოგახსენეთ...
მაგრამ, აქ უფრო ბავშვურ "ჩემიაააა"-სთან გვაქვს საქმე, როგორცა სჩანს...
