ძლივს მიხვდი, რო აოფტოპიკებ თემას...

* * *
/\/\/\/\/\/\/\/\
ახლა რაც შეეხება თემას:
თემის ავტორისგან საინტერესოა, თუ რა მოვლენის ახსნაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება...
თუ, მაგალითად პირდაპირი კავშირი არსებობს ასტრალურ სივრცეში, მაშინ აუცილებელია გაიასნდეს ამ სივრცის კანონზომიერებები...
ძირითადად, ასტრალურ სივრცეში მატერიალური სამყაროს გამოსახულებები არის ფანტომის სახით მოვლენილი და, იგი მხოლოდ ინფორმაციული ფორმაა, რომელიც განსაზღვრავს კიდევაც მატერიალურ სამყაროს, ანუ ასტრალური სამყარო გაცილებით ზედა და ფაქიზ მდგომარეობაშია და ადვილად დრეკადია, ვირდე რაღა თქმა უნდა, ფიზიკური სამყარო...
უცხო ცივილიზაციათა შემოსვლისა და ვიზუალურად დაფიქსირების ფაქტები ადამიანის ცნობიერების ასტრალურ სამყაროში მომნტალური გასვლით ხდება ხშირად... ამ გასვლების ინიციატორი მხარე ხშირ შემთხვევაში უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებიც არიან ხოლმე...
არსებობს აგრეთვე მდგომარეობები, როდესაც ადამიანს გააჩნია გასვლის უნარი და ასტრალურ სამყაროს აღიქვამს ვიზუალურად ისე, როგორც ფიზიკურს... ასეთ შემთხვევაში, ვაწყდებით ადამიანის ნებით გამოწვეულ კავშირებს, ანუ ადამიანი თავისი ნებით ეკონტაქტება არსებას...
არსებობს ასტრალური გარემოს არანებელობითი, ბუნებრივად ზემგრძნობიარე ადამიანის მიერ ხანგრძლივად აღქმის შემთხვევებიც, ამ დროს ის თავისი ცნობიერების ამ სამყაროში გასვლას და შემოსვლას ვერ აკონტროლებს ხოლმე და, თითქმის მუდმივად გასულ მდგომარეობაშია...
ახლა რაც შეეხება განზომილებებს:
განზომილებები არის სულ შვიდი ამ სამყაროში ადამიანის მიერ აღქმადი და გრძნობადი...
ამ შვიდი განზომილების ურთიერთკვეთის შემთხვევაში ხდება ტელეპორტირებაც...
ანუ, ფიზიკური სახით უცხო ცივილიზაციის შემოსვლა დედამიწაზე ხორციელდება სწორედ ამ საშუალებით...მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 განზომილება უფაქიზესი ინფორმაციული დონის განზომილებებია რომლებზეც აგებულია მატერიალური ფორმების ადგილსამყოფელიც - 3 განზომილება... მე-7 განზომილებიდან ადამიანის ცნობიერება უკვე ეხება ღვთაებას, უმაღლესს და შედის მაასში... ყველა ამ 7 განზომილების კვეთას და განცდას კი, შედეგად დაოს პრინციპის აღქმა მოაქვს, რაც აგრეთვე ნებისმიერ განზომილებაში, დროსა და სივრცეში გადასვლის (ტელეპორტირების, ან გასვლის) უძირითადესი პრინციპია...
მოკლედ, მთელი უძველესი სიბრძნე, ფილოსოფია თუ რელიგია, მიგვანიშნებს სამყაროს ერთი მთლიანობის შესახებ და, იმის შესახებ, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ...
რელიგიური კუთხით, სამყარო სავსეა "კეთილი" და "ბოროტი" არსებებით, დემონებით, ანგელოზებით, ჭინკებით, ელოჰიმებით, ქერუბიმებით, სერაფიმებით და კიდევ ძალიან ბევრი სულიერი არსებებით (ზედა და ზედა სულიერი ე. წ. იერარქიული არსებებით)... მათთან შეხება და კონტაქტი კი, დღევანდელი "მეცნიერული" გაგებით უკვე ნიშნავს უცხო ცივილიზაციასთან შეხებას...
ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: ადამიანს თავისუფლად შეუძლია თავისი ნებით აკონტროლოს კონტაქტის პერიოდში თავისი და ასტრალური გარემოს მდგომარეობა!!! აგრეთვე იქონიოს გარანტია მისი ასტრალური უსაფრთხოებისა კონტაქტის მომენტში!!!
This post has been edited by lg-2ch on 21 Sep 2006, 22:10