http://levanchikhradze.me/ არის ხერხემლის სიმსივნით დაავადებული 23 წლის ლევან ჩიხრაძის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კამპანია, რომელიც წამოვიწყეთ ჩვენ - მისმა
ახლო მეგობრებმა. ლევანს ესაჭიროება სასწრაფო ტრანსპორტირება სტამბულის ამერიკულ კლინიკაში სადაც მას გაუკეთდება ოპერაცია, რომლის დროულად ჩატარებაზეც დამოკიდებულია მისი მომდევნო ცხოვრების ხარისხი და რომლის ხარჯების დაფარვის საშუალებაც ლევანის ოჯახს არ გააჩნია. ამ ვებ-გვერდის მიზანია მოვიზიდოთ მეტი ყურადღება: მოვიპოვოთ რაც შეიძლება დიდი მხარდაჭერა და შემოწირულობები მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად! გთხოვთ გამოიჩინეთ ყურადღება და დიდსულოვნება, გახსოვდეთ რომ ყველანაირი დახმარებ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ლევანისთვის!
http://www.facebook.com/pages/Live-for-Spa...=page_new_likes - facebook page!
წლის ლევან ჩიხრაძეს ერთი წლის წინ დაუდგინეს კეთილთვისებიანი ხერხემლის სიმსივნე.
ოფიციალური დიაგნოზის დასმამდე მისი სიმპტომების ინტერპრეტაცია არასწორად ხდებოდა ექიმების მიერ და მას სამი წლის განმავლობაში სქოლიოზის მკურნალობა ჰქონდა დანიშნული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლევანმა სამი ოპერაცია გაიკეთა – ერთი ფრაიბურგის კლინიკაში,
ლექტროფიზიოლოგიური დანადგარის გამოყენებით, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება, და კიდევ ორი მომდევნო ოპერაცია თბილისში სხვადასხვა კლინიკებში. 15 ივლისს ავერსის
კლინიკაში ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ ჩატარებულმა ბოლო ოპერაციამ გამოავლინა ლევანის მუდმივი ტკივილების მიზეზი: ექიმების აზრით ოპერაციის ჩატარება არ
იყო მიზანშეწონილი ელექტროფიზიოლოგიური დანადგარის გარეშე, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს ნერვების საღ და კიბოთი დაავადებულ ბოჭკოვან ნაწილებს. ამჟამად ლევანის სიცოცხლე დამოკიდებულია სასწრაფო ოპერაციაზე სტამბულის ამერკიულ კლინიკაში, სადაც მას მაქსიმალურად ამოჭრიან კიბოთი დაავადებულ უბნებს რათა არ მოხდეს მეტასტაზების გავრცელება ჯანსაღ ორგანოებზე. ოპერაცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან თანხებთან (მხოლოდ ოპერაციის ხარჯია 30 000 ევრო), რომლის გადახდის საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნია. ლევანს ადრეულ ბავშვობაში გარდაეცვალა დედა, მისმა ოჯახმა კი უკვე გაყიდა ყველაფერი რაც გააჩნდა და ისესხა თანხები ყველა შესაძლო წყაროებიდან. ჩვენ, ლევანის უახლოესმა მეგობრებმა წამოვიწყეთ საქველმოქმედო კამპანია “LIVE (life) FOR SPACEBOY", იმისთვის რომ მოგვეზიდა დონორი ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და უბრალო მოქალაქეები ოპერაციისათვის საჭირო მინიმალური თანხის – 30 000 ევროს შესაგროვებლად. ოთხშაბათს, 27 ივლისს, ვაკის პარკში კლუბ 33ა-ში ჩვენს მიერ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია/კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 წამყვანმა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა. აქციის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ 8000 ლარის შეგროვება ლევანისთვის. მისთვის ასევე სპეციალურად დავარეგისტრირეთ მხარდაჭერის ნომერი 200-207, რომელზე დარეკვითაც მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ ლევანს 1 ლარი გადაურიცხონ.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია მინიმალური სიმბოლური თანხებიც კი გადმორიცხოს ლევანის საბანკო ანგარიშზე, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ პატარა დახმარებაც კი ასეთ სიტუაციაში საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს, ანგარიშის ნომრებია:
GEL - GE46TB0734636512500103 TBC bank – receiving person: Levan Chikhradze
EURO - GE50TB7034636612500200 Head office SWIFT: TBCBGE22
Vake branch of jsc TBC Bank 11, Chavchavadze ave, Tbilisi,Georgia
SWIFT: TBCBGE22830
DOLLAR - GE26TB0734636612500188 Head office swift: TBCBGE22
mtatsmindai branch of jsc TBC bank #1,rustaveli ave. Tbilisi Georgia SWIFT:TBCBGE22821
მიმღები პირი: ლევან ჩიხრაძე
რა თქმა უნდა ყოველივე ეს არ არის საკმარისი ლევანისთვის აუცილებელი თანხების შესაგროვებლად, ლევანის სიცოცხლე და ჩვენი წამოწყების წარმატება დამოკიდებულია სერიოზულ სპონსორებზე. ჩვენ თქვენს მხარდაჭერაზე ვამყარებთ იმედებს და გთხოვთ, რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად! ნებისმიერ თანხას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყოველ დღე დავდივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ღონისძიებებზე, კომპანიებთან, დაწესებულებებთან და მინიმალურ
თანხებსაც კი ვაგროვებთ რომ დავაჩქროთ ლევანის მკურნალობა! ჩვენი მეგობარი მიჯაჭვულია ლოგინს, მისი მოძრაობის უნარი შეზღუდულია, მას უჭირს დაძინება მუდმივი ტკივილის გამო და დასაშვები წონის ქვედა ზღვარს მიღმა იმყოფება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი დიდსულოვანი ადამიანი შეგვეხმიანა, ყოველი დახმარება იმედისმომცემია, რადგან ლევანის გადარჩენის შანსი მატულობს!
გთხოვთ გაავრცელეთ პოსტი, დაალაიქეთ ფეისბუქ გვერდი და დაგვეხმარეთ როგორც შეძლებთ! წინასწარ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გულისხმიერებისთვის!