KOMBAT
თავგაზა )) (C)

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2699
წევრი No.: 9620
რეგისტრ.: 21-March 05
|
#7047380 · 22 Oct 2007, 01:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. თევზებს ჩვეულებრივ კარგად ესმით ყველასი და ყოველის, საკუთარი თავის გარდა. მთელი ცხოვრება შეუძლია ბრმად ეძებოს საკუთარი `მე~ და არ იცოდეს, როგორ აღიქვას ის. თევზებს მართავს ცხოვრების ფარული მხარე. ძნელია რაიმეთი მათი შებოჭვა, მათთვის ყოველ მომენტს თავისი ჭეშმარიტება ახლავს.თევზები – სამყაროს მოქალაქენი არიან, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, ისინი არიან ყველგან და არსად. იშვიათად გრძნობენ თავს სასურველ ადამიანებად, მათ მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უთხრა, რომ გსურთ მათი ნახვა, მიპატიჟება, სანამ ისინი ამას დაიჯერებენ. თევზებს ყველა და ყოველი აინტერესებს, მაგრამ ძალიან სპეციფიკურად, მათთვის არ არის არაფერი ნამდვილად ღირებული, მაგრამ არ არსებობს პოტენციურად შინაგანად უფრო მდიდარი ადამიანი, ვიდრე განვითარებული თევზები. მაგრამ ასეთები იშვიათია, ვინაიდან საკუთარ თავზე მუშაობისთვის საჭიროა კონცენტრირება, ძალისხმევა და ნებისყოფა. თევზები სადღაც შუაგზაზე არიან ნულსა და უსასრულობას შორის. ისინი მერყეობენ ცუდსა და დიადს შორის, მონასტერსა და ციხეს შორის, გულუბრყვილო თანხმობიდან – მაზოხისტურ განადგურებამდე, ადამიანური უბედურებისადმი თანაგრძნობიდან – საკუთარი თავის სიცოდვილში ფართხალამდე. თევზები – საკუთარი თავის და სხვების მსხვერპლნი არიან. ისინი უცოდველი ბავშვები არიან, რომლებსაც შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმშვიდე ნამდვილი საფრთხის წინაშე და ჩავარდნენ პანიკაში უმნიშვნელო რამის გამო.
შესაძლოა ეს ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ზოდიაქოს ყველა ნიშანთაგან. თქვენ გსურთ თან წაიყვანოთ ისინი, შეუმსუბუქოთ მათ ტკივილი, დაეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში, ჩაჭიდოთ მათ ხელები, გამოიყვანოთ ბურუსიდან, მაგრამ ისინი იშვიათად გაძლევენ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას.
სამუშაოსთან დამოკიდებულება მეტადრე ინტუიციურია, ვიდრე რაციონალური, მათ საკუთარ რითმში უნდა იმუშაონ. ისინი კარგად რეაგირებენ არსებულ გარემოებებზე, თავს არ ახვევენ თავიანთ ძალაუფლებას, არ `აწვებიან~ და თავადაც თავს არიდებენ წნეხს ზემოდან. მნიშვნელოვანი და პირადი სამსახურის მიმართ თავგანწირვამდე ერთგულები არიან. თევზები მეტისმეტად ნიჭიერები არიან – მათგან გამოდიან მწერლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები ანუ ხელოვნების წარმომადგენლები. მათი მოქმედების სფეროებია: მედიცინა, პედაგოგიკა, კვლევითი სამუშაო, სასულიერო საქმე, გემთმშენებლობა, საბირჟო საქმე და აგრეთვე მათ შორის ხშირად არიან შულერები, თაღლითები, ყალთაბანდები.
იმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზია ზღვაში. მამაკაცი იცვლება დიაპაზონში დონჟუანიდან, რომელსაც ყველა ქალი სწადია (ზვიგენი სიყვარულის ოკეანეში) _ ტანჯულ მსხვერპლამდე. ქალები რომანტიკული, მისტიკური, საბედისწერო ქალიდან _ რბილ, ერთგულ, თუმცა არც ისე მორჩილ ქალამდე, რომელიც ერთადერთ მამაკაცს ეკუთვნის მთლიანად და სამუდამოდ, თუმცა ის ზედმეტად კარგი ჩან,რომ ეს დავიჯეროთ. არიან ისეთებიც, ვინც შორიდან ეტრფის თავის ღვთაებას და არავის უმხელს საკუთარ გრძნობებს, მით უფრო ვნების ობიექტს. სიყვარულს საპატიო ადგილი უჭირავს, მათ შეუძლიათ უყვარდეთ ყველაზე მაღალ ექზალტირებულ დონეზე, ან არ უყვარდეთ საერთოდ, დაიყვანონ სიყვარული უმდაბლეს დონემდე – ეს შესაძლებელია იყოს სამოთხე ან ჯოჯოხეთი. არ არსებობს თევზის გულზე უფრო რთული გული – ის ფართოა, ამოუცნობი, მიუწვდომელი, როგორც ზღვა. მასში მრავალფეროვანი სწრაფვანი ბინადრობენ. სიყვარული თევზებთან მალულად მოდის და შეუმჩნევლად იზრდება. მათ თავად იშვიათად იციან, თუ სად დაიწყო ის და სად დამთავრდა. მოჩვენებითი ინდიფერენტულობა შინაგანი შებოჭილობით ან საკუთარი თავის ხანგრძლივად შებოჭვის შიშით აიხსნება. დიდხანს შეუძლიათ პლატონური ურთიერთობების შენარჩუნება და კენტად თავიანთი ვნების განცდა, საპასუხო გრძნობაში აშკარა მოთხოვნილების გარეშე, თუმცა ზოგიერთნი ადვილად ეძლევიან ვნებებს, მათი მგრძნობელობა ძლიერი და გადამდებია. სექსში ყველაზე ვნებიანები და ენერგიულები, მათ უყვართ როცა ისენი ანიჭებენ პარტნიორებს სიამოვნებას, ეს მას მოწონს. ისინი არ არიან დამპყრობლები, ურჩევნიათ თავად იყვნენ რჩეულნი, მაგრამ უნდა ჩანდეს, რომ თქვენ მათ ანიჭებთ უპირატესობას და სხვა არავის. ისინი არ პაექრობენ მეტოქეებთან, უმალ გზიდან ჩამოეცლებიან და მოუსურვებენ ბედნიერებას სხვა ადამიანთან. მძიმე მსხვერპლის გაღება ურჩევნიათ, ვიდრე ეჭვიანობის სცენების მოწყობა. მთავარი სიძნელე – არ იცის როგორ დაიწყოს
მთავარი სიძნელე – იცის როგორ დაიწყოს, როგორ შევიდეს ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ არც ის იცის თუ როგორ გაწყვიტოს ეს ურთიერთობები.ვერ წყვეტენ, მიატოვონ თუ დაბრუნდნენ
ზოგიერთ მათგანს უყვარდებათ ნაკლიანი ადამიანები, მორალური და ფიზიკური ხეიბრები, რომელთა ხსნას ცდილობენ თავიანთი სიყვარულით, რადგან სიყვარული ბევრი მათგანისთვის დახმარების ტოლფასია, ისინი თავს სასურველ და გამგებიან ადამიანებად უნდა გრძნობდნენ, მათი ბედნიერება ეჭვგარეშე უნდა იყოს და თუ ეს ასეა, არ არსებობს მათზე ერთგული, დამყოლი და მიმტევებელი პარტნიორი. გაკვეთილი თევზებისთვის: უნდა ისწავლონ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს. თევზები ბედნიერები არიან ქალწულთან, კუროსთან, კირჩხიბთან და თხის რქასთან, უსიტყვოდ უგებენ ლომს და მორიელს. თავი უნდა აარიდონ სასწორს და ტყუპებს. * * * მზე ნიშნავს სიცოცხლეს, სითბოს, ცეცხლს, ალს, სინათლეს, შეგნებას, იდეალიზმს, დისციპლინას, სხივოსნურ დიდებას. ადამიანური შეგნება ეწინააღმდეგება `მთვარისეულ~ ქვეცნობიერებას. შინაგანად ლომები აცნობიერებენ თავიანთ სოციალურ როლს, რის გამოც ისინი შეიძლება სტატუსის მაძიებელნი გახდნენ. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს გარეგნული მსგავსება ცხოველების მეფესთან, მაგრამ ყველას აქვს მისი ამბიცია. ლომები ცეცხლოვანი ვნების არიან, როგორც ქალები, ისე მამაკაცები, უარს ამბობენ დამატებით როლზე, სამყაროს ცენტრად, ვარსკვლავად, საკუთარი წარმოსახვის ანარეკლად თვლიან თავს. მათ სურთ ხელმძღვანელობა, შთაგონება, წარმატების ჩუქება, საჩუქრებით ავსება, დაცვა, გართობა. მათ შეუძლიათ იყვნენ უგუნურობამდე დიდსულოვნები. არ გააჩნიათ საფრთხის გრძნობა. ლოიალურებს, გულახდილებს _ მათ არ შეუძლიათ ცხოვრება მორალურ უარყოფაში, მათ სჭირდებათ ახსნა და დარეგულირება ეჭვის შეტანისთანავე. მათი ძალის საიდუმლო -რწმენასა და სიმართლეშია. არ უყვართ სიბნელე, ცხოვრობენ ცეცხლის, ომების, კატაკლიზმების გვერდით, რომლებსაც ზოგჯერ თავად იწვევენ. მათი მტერია -სიამაყე, განსაკუთრებით თუ ის არ არის გამართლებული. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ფსიქიური ინფლაცია: დეპრესია, ახირება, სალანძღავი მტკივნეული იუმორი. გამოდის აბეზარი, მტკივნეული, პომპეზური პიროვნება, რომელიც სჯის განუხორციელებელი ამბიციებისთვის საკუთარი მანკიერების მხევალ ტირანს, წვრილ მოუსვენარ ავანტიურისტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს უწევს ანგარიშს. ნაპოლეონის კომპლექსმა შესაძლოა საგიჟეთში მიიყვანოს ისინი. ქალ-ლომს სურს, რომ მას აქცევდნენ ყურადღებას, მასზე ზრუნავდნენ, საკუთარი თავის წარმოსაჩენად, ის უპირატესობას ანიჭებს აბრეშუმს, ორნამენტებს, ხასხასა ფერებს, მკვეთრ სუნამოებს. ისინი არ მისდევენ მოდას, მათ ის შემოაქვთ და საზოგადოების გამოჩენილი მანდილოსნების კოპირებას ახდენენ, თუ საშუალება აქვთ, ბევრს ხარჯავენ ჩაცმულობაზე, თუ არა და ხაზს უსვამენ რაოდენობას ხარისხის ნაცვლად და იაფფასიანი ბეწვეულით, ყალბი ძვირფასეულობით, ვულგარული სუნამოებით სარგებლობენ. მამაკაცები დიდ დროს ანდომებენ ჩაცმას, დავარცხნას. ისინი კარგად გამოიყურებიან სმოკინგში. ლომს სქელი ჯიბის ჟინი აქვს.
ლომი-მამაკაცის ღირსებისთვის სასურველი ნიშანია, ყოველ შემთხვევაში იქ მაინც, სადაც მამაკაცს ჯერ კიდევ აქვს უფლება იმპერიის, დინასტიის შექმნისა. ქალი-ლომისთვის ხშირად ძნელი ხდება მათი რომანტიკული ამბიციების რეალიზება_ისეთი მამაკაცის მონახვა, რომელიც მას აღამაღლებს კვარცხლბეკზე, რისი სრული უფლებაც მას გააჩნია ჩვეულებრივ სოციალური მდგომარეობით მათზე მაღლა მდგომ მამაკაცებზე ქორწინდებიან, დიდ ხანს იკავებენ თავს ქორწინებისაგან მანამ, სანამ არ მონახავენ ისეთს, როგორიც მათ სურთ - კარგად გაწაფულ ფულიან მამაკაცს, რომელიც საშუალებას მისცემს მას კარგად გამოიყურებოდეს და მართავდეს ოჯახს. მისთვის სიყვარული კოზირია ცხოვრებასთან თამაშში, ის თავშეკავებულია გრძნობების საკითხში, რომელნიც მასში არც ისე უხვად არის, ხშირად ფრიგიდულია. ბევრ ქალ-ლომს ჰგონია, რომ ის ლამაზია.მამაკაცებს შეუძლიათ ყველაზე დიდსულოვანი და ხელგაშლილი მიჯნურობა ან თაყვანისმცემლობა. ისინი არც ისე ნაზი, მაგრამ ვნებით აღსავსენი არიან. მათ სურთ ისეთი ქალის მოძებნა, რომელიც მათი და მათი დიდი რომანტიკული ბედის ღირსი იქნება, რომლისთვისაც, მათი აზრით, არიან ისინი გაჩენილი. ვერ წარმოუდგენიათ, რომ რომელიმე ქალს შეეძლოს მათზე უარის თქმა. მეორეს მხრივ, ლომისთვის მარჯვედ გაკეთებული კომპლიმენტი უმალ მოიყვანს მას თქვენს ფეხთ, არის მასში რაღაც ფარშევანგისეული. სიყვარული ლომისთვის დღესასწაულს, ექზალტაციას წარმოადგენს. მას დიდი მადა აქვს, დაჟინებული სურვილები, მისი ტკივილი ღრმა არის, ის ვერ ხედავს აზრს გაუბედაობაში, ეჭვებში გრძნობებისა და სიტუაციებისადმი. არ უყვარს, როდესაც გზაზე ეღობებიან. თუ ლომი არ უყვართ, ის ვერ პატიობს თავს საკუთარ არჩევანს-მისი სიბრაზე დამანგრეველია. მეორეს მხრივ, ვერც ერთი ქალი ვერ გადაეღობება მას მდგომარეობისა და კარიერის გზაზე. და თუ ქალი ამას ახერხებს, ლომი თავიდან იშორებს მისთვის დამამცირებელ მდგომარეობას, თუნდაც ის მარტოობის მომასწავებელი იყოს. საზოგადოებაში წარმატებულ ლომს შეუძლია სახლში სადავეების დათმობა, როდესაც ამას სხვა არავინ ხედავს. მას შეუძლია იყოს ქვეყნად ყველაზე დამთმობი ქმარი. უხეირო ლომი კი ყველაზე საზარელი ტირანია პირად ურთიერთობებში, პომპეზურია, შეურაცხოყოფას აყენებს ქალს, ადანაშაულებს მას ცხოვრების ყვალა წარუმატებლობაში. როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა ლომმა უნდა გადაწყვიტოს კონფლიქტი სიყვარულსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას შორის სიყვარულის სასარგებლოდ და უნდა ეცადონ პატივმოყვარეობის დაძლევას. ლომები ბედნიერები არიან მშვილდოსნებთან, თევზებთან, ტყუპებთან და სასწორებთან. მეგობრობასა და სიყვარულში უნდა მოერიდონ კუროს.
--------------------
когда мне плохо и я не знаю что мне делать, я спрашиваю себя - а как поступил бы бетмен на моем месте?
|