ქუთაისი რო არ მყავდეს რა მეშველებოდა? 

იცით ჩემთის რას ნიშნავს ქუთაისი? 

 ჩემი ძველი ქუთაისი!
ვერასოდეს მიხვდებით ალბათ!
10 წელია თბილისში ვცხოვრობ და ქუთაისში ხშირად ჩავდივარ იქ მაქვს სახლი!
აქ სულ ოქროს კოშკები რო ამიგონ და ყველაფერი რო მქონდეს რაც მინდა მაინც ქუთაისში რო დანგრეული სახლი მაქ იქ ყოფნას არაფერი არ ჯობია! დაჩაჩანაკებული ნახევრად მოუვლელი ეზო!
მანდ რო ჩავწვები ჰამაკში ქუთაისის სურნელს რო შევიგრძნობ!
მეზობელი ბიჭები რო დამიძახებენ კოსტაია ბიჭოოო გამო სიმონ წევითამაშოთ ფეხბურთიო.
ქუთაისში რო საქმეს არ გაარჩევ ან საქმის გარჩევას რო არ დაესწრები მაშინ კაცი ხარ შენ?
რა საყვარლად იტყვიან ხოლმე რო კითხავ ეს ვინ არისო?
რაი ერთი მაგის დედაც მოვსტYანო ......
მაგარია ქუთაისი ჩემი ბაგრატი ჩემი გელათი ჩემი საფიჩხია ჩემი საღორია ჩემი კეჩის ბაზრობა და ჩემი ბალახვანი!
ჩემი პასილოკი ჩემი კომბინატი, ჩემი კახიანაური ჩემი პლაშატკა!
ჩემი ბრეჯნევას სახაჭაპურე ჩემი ქალაქი!
ქუთაისში იციან ხოლმე წამო ბიჭო ქალაქში გევიდეთო!
თბილისელი გაიგებს მაგ სიტყვას? ვერაა ქალაქი ქუთაისში ქვია ცენტრს სადაც დათიკო აღმაშენებლის ძეგლია!
ბიკენდის საქაბაბე გაქვთ თბილისში?
არა
ხოდა ქუთაისში არის.
ეჰ ჩემი დაჩაჩანაკებული ქალაქი ჩემს ყველაფერს მირჩევნია თუ რამე არსებობს! 
This post has been edited by MeGaLine on 1 Nov 2006, 11:47