1. უფასო არაფერია
2. წყლის ფულსაც უნდა ვიხდიდეთ, რადგან წყლის გასუფთავებისა და მიწოდების მეურნეობა საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა და შენახვა სჭირდება
3. წყლის ფულს ვიხდით კიდეც, ფიქსირებულს, მაგრამ ეს რეალურ ხარჯზე გაცილებით ცოტაა
4. მრიცხველებიც ნორმალური მოვლენაა და ასრეც უნდა იყოს; ასეა ყველა ნორმალურ ქვეყანაში.
5. ბოლო-ბოლო წყლის ყადრი უნდა ვისწავლოთ და იქნებ ჩვენი გამრუდებული ფსიქოლოგია ცოტათი მაინც შეიცვალოს (მაგ. ერთი ტრაწიანი საზამთროს გაციება მთელი დღის განმავლობაში წყლის ნაკადის ქვეშ)
მაგრამ
1. ეს ხელისუფლება მეტად გაბერილ ტარიფს დააწესებს ბიუჯეტში სახსრების მოზიდვის მიზნით, ნაცვლად იმისა, რომ სოროსისა და მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების ტრაკის ქეიფზე სიარულს თავი დაანებოს და საქართველოში რეალურად აამუშაოს ეკონომიკა - რეალური შემოსავლების წყარო!
2. შადრევნების ფულსაც ტარიფში შეიტანენ და მოსახლეობას დააწვება
3. ტარიფში კიდევ ბევრ კორუფციულ ინტერესსა და საქართველოს სხვადასხვა ვალებს შეიტანენ (დენისა არ იყოს) და მოსახლეობას დააწვება
4. მრიცხველებსაც ჩვენ გვაყიდინებენ (შემომტანის, სავარაუდოთ რომელიმე პარლამენტარის ბიზნეს-ინტერესი)
5. დაყენების ფულსაც ჩვენ შეგვაწერენ
6. ყველაფერს მარეგულირებელის ხელით გააკეთებენ
7. შალიკო უჩივლებს მარეგულირებელს, მაგრამ ჩემ Yლეს მოიგებს ამ დავას
8. ჩვენი ფორუმის ბრიგადნიკები ხელისუფლების ამ ნაბიჯსაც და ტარიფის ოდენობასაც გაამართლებენ
9. მოსახდენი მოხდება, თანაც ისე, როგორც ხელისუფლებას აუდგება
ასე რომ, რელაქს, ძვირფასო თანაფორუმელებო!
პ.ს.
გურჯუსტან, იბიომატ!