სისულელეა ეს 2ე კადრის ეფექტისთვის იყოს გაკეთებული. აგერ ხალს სადიპლომოები ქონიათ დაწერილი და ადვილი მისახვედრია, რომ ეგეთი ტიპის "რეკლამამ" შეიძლება მხოლოდ ფართო მოხმარების საქონელზე იმუშავოს. ჩავთვალოთ ეს მესიჯი შეგნებულად გაუშვეს, მაგრამ ვისთვის? ხალხისთვის, ვინც ჯეობარს უყურებს და ბანკებთან საქმეს იჭერს?
თანაც არამგონია ბანლმა მსგავს სისულელეში ფული გადაიხადოს, თუ გადაიხდის, დარწმუნებული იქნება, რომ ამას მაგრად გააკეთებენ. ან შეიძლება "რესპუბლიკას" გაუჭირდა, და საეთერო დროში, სადაც რეკლამა ვთქვათ 500$ ღირს, 0,5 წამი აიღო

მილედ ფაქტია, რომ ეს 25-ე კადრი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ იგი წამის 1/25 ნაწილს უნდა გრძელდებოდეს, ამის დანახვა კი შეუძლებელია.
ადრე ხშირად მინახავს, სხვა ტელევიზიებში, რომ ძველ ვიდეოკასეტაზე ჩაწერილ ძველ რეკლამებს ახალ ტიხარს გადააწერდნენ ხოლმე და შიგადაშიგ ძველი რეკლამების ნაგლეჯები იპარებოდა. ალბათ რუსთAვი 2-ში ვიდეოფირზე მუშაობენ და იქაც იგივე მოხდა.
მეც მაინტერესებს 1 რამ: რუსულ ORT-ზე ალბატ შეგიმჩნევიათ, კინოჩვენების დროს კადრიდან კადრზე გადასვლისას ძლიერი "სპიშკაა" ხოლმე. ერთ ფილმზე ჩავთვალე, რომ ეს მონტაჟორის სპეცეფექტი იყო, მაგრამ ყველა ფილმზე? თან რაც ადრე ნანახი მქონდა? "სპიშკა" ისეთია, შუქჩამქრალ ოთახს წამით ანათებს. ვინმეს თუ გაქვთ TV Tunner-ი და სამონტაჟო პროგრამა, იქნებ დაშალოთ და გაიგოთ რას ხიმანდრობენ რუსები?