_pulpa_, აჰა შენ მოკლე ინსტრუქტაჟი:
1. მაღაზიაში რომ შეხვალ, ძირითადად დაინახავ თხილამურებს სამაგრების გარეშე, თუმცა ფასს რასაც გეტყვიან, იმაში წესით სამაგრებიც შედის. ფასები იწყება ალბათ სადღაც 500-დან ზემოთ. სამაგრების დამაგრების მომსახურება ექსტრიმ-ს მაგალითად იქვე აქვს; სხვები ვისაც ეგ სერვისი ადგილზე არ აქვს, მიგასწავლიან სად და ვის შეუძლია დამაგრება
2. თხილამურების (სამაგრებიანად) გარდა აუცილებლად დაგჭირდება სპეციალური ბათინკები, რომლითაც ქალაქში სიარულს მაინცდამაინც არ გირჩევ

ბათინკების უნდა შეარჩიო სიხისტის მიხედვით, დაბალი (სადღაც 50) დამწყებებისთვის არის, უფრო ხისტებს (80 და რამე) სპორტული დანიშნულებით იყენებენ. ესენი სადღაც 350-დან ზემოთ ღირს
3. აუცილებლად დაგჭირდება კომბინეზონი (ერთიანი ან შარვალი და კურტკა ცალკე, სურვილის მიხედვით), ჯინსებით სრიალი არ გავიგო!!! თუ თავიდანვე ვერ მოახერხე ყიდვა, სათადარიგო შარვალი წამოიღე აუცილებლად სასრიალოდ რომ წამოხვალ

4. სათვალე აუცილებელზე აუცილებელია (თავიდან ნებისმიერი მზის სათვალე გამოდგება, თუმცა ჯობია სახეზე კარგად გეჯდეს და ცოტა ფართო იყოს, სულ მთლად ლისიჩკები არ იყოს)
5. ასევე აუცილებელზე აუციელებლია ხელთათმანები, სათხილამურო, რომელიც არ სველდება, შალის და ნაჭრის არ წავა, დაჟე არც ტყავის
6. ჯოხები სურვილისამებრ, 60 ლარიდან ზემოთ ღირს
არ გინდა თავიდანვე თხილამურების ყიდვა, ერთი-ორჯერ იქირავე და იმითი ისწავლე, ხომ უნდა გაიგო რა სპორტია, იქნებ არ გევასება, არადა აღჭურვილობის ხარჯი დიდია

თხილამურები, ბათინკები, ჯოხები და სათვალეებიც კი ქირავდება, ანუ მაგაზე პრობლემა არ გექნება.
თუ რამე გამომრჩა აუცილებელი ნივთებიდან, მერე დავამატებ
Roads are for journey, not for destination...
Why be difficult when I can be impossible ;)