psyxoაჰა, შენი ხათრით გადავათვალიერე ეს თემა

, მიუხედავად იმისა რომ ხათრის შესახებ ათასი დამთრგუნველი აზრია გამოთქმული გარწმუნებ ამ შემთხვევაში ხათრის გაწევის გამო "დაჩმორებულად" თავს არ ვგრძნობ
მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ადამიანებს გარკვეული ურთიერთობები გვაკავშირებს მაგალითად სიყვარული, ურთიერთზრუნვა და მოვალეობის გრძნობა... და თუ ხათრს იმ ჭრილში განვიხილავთ რომ მე შენთვის არაფერს არ დავიშურებ და ხანდახან თავს უფლებას მივცემ რაღაც გთხოვო, მგონი დიდი ტრაგედია არ უნდა იყოს. მე საუბარი მაქვს წმინდა ადამიანურ ურთიერთობებზე და არა კორუმპირებულ პირამიდაზე, ეგ კი სხვა საქმეა -"ხელი ხელს ბანს ორივე პირსო " დაახლოებით მასეთი, დღეს შენ დაუწერ მათხოვრულ ნიშანს ჩემს პროტეჟეს, ხვალ მე შენსას

აღიარე რომ ცამოწმენდილზე არავინ არ მიდის ხათრით საქმის გასაკეთებლად ვინმესთან.
ახლა ყველაზე მთავარი, არის რაღაც რასაც არავის ხათრით არ გააკეთებ, აქედან გამომდინარე მთლად დამხათრებელს ნუ გადავაბრალებთ ყველაფერს.