Ameli_Moreძალიან კარგი თემაა, რომ არ გაგეხსნა მე აუცილებლად გავხსნიდი...
***
@ მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს.
@ ცდომასთან ათასი გზა მიდის ჭეშმარიტებასთან ერთი.
ჟან-ჟაკ რუსო
@ ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს,როგორც ცარიელი თავი.
სოლომონ დოდაშვილი
*ბრიყვისთვის და სულელისთვის საკუთარი ჭკუის ჩვენების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ხმა არ გასცე.
შოპენჰაუერი
*რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე. __ ო ვ ი დ ი უ ს ი
* სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა. __ გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა
*მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ. __ ჰ ა ბ ა რ დ ი
*მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა. __ ჰ ი უ გ ო
*მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს. __ ბ უ ა ს ტ ი
*ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
მ ე ნ ე კ ე ნ ი
*ოპტიმისტი არის ადამიანი, რომელიც ყველგან მწვანე შუქს ხედავს, მაშინ, როცა პესიმისტი მხოლოდ წითელს ამჩნევს... *მხოლოდ ჭეშმარიტი ბრძენკაცი ვერ არჩევს ფერებს. __ შ ვ ა ი ც ე რ ი
*დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება. __ ი უ ნ გ ი
*ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ. __ ს ტ ეი ნ ბ ე რ გ ი
*სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. __ ჟ ა ნ პ ო ლ ი
*არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს - აი,ეს არის უბედურება. __ პ ე ტ რ ე I
*სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა. __ მ ა რ გ ო ლ ი უ ს ი
*მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. __ წ მ . ე ფ რ ე მ ა ს უ რ ი
*ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. __ წ მ . ი ო ა ნ ე ო ქ რ ო პ ი რ ი
*გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. __ წ მ . ი ს ა ა კ ა ს უ რ ი
*სიმდაბლე არის ქმნილებათა უსათუო სათნოება, რამეთუ მხოლოდ ღმერთს შეჰფერის დიდებულება._ წ მ. ე ფ რ ე მ ა ს უ რ ი
*სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა. __ ფ რ . რ ი უ კ ე რ ტ ი
*სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა. __ მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი
*სიყვარული რაა ბრძენო? - ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
"ორი სული - ერთი ფიქრი, ორი გული - ერთი ფეთქვა."
ფ რ . ჰ ა ლ მ ი
*სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. __ ლ ო ბ ე რ გ ე რ ი
* თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია. __ ვ ი ქ ტ ო რ ჰ ი უ გ ო
*რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე
*სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. __ ს ტ ე ნ დ ა ლ ი
@ უფრთხილდი საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის!
@ "გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი."
@ "ჭეშმარიტად მხოლოდ ერთხელ გიყვარს, მომდევნო სიყვარული უშუალოა."
@"ზოგჯერ ჩემი ღიმილი კუბოზე დაგდებულ თაიგულზე მეტად სევდიანია."
@ "კარგია როცა ძაღლია მეგობარი, ცუდია როცა მეგობარი ძაღლია."
@ "როცა ადამიანს უმძიმს,მზის ჩასვლის ცქერა უყვარს..."
@ "ეჭვიანობა ნიშანია ადამიანის უძლურებისა."
@ "სიყვარული აჩრდილივითაა მასზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს იგი"
@ "სიყვარული ერთხელ მოდისო, სთქვა უფალმა მადლით ცხებულმა, მაგრამ უფალო გამეც პასუხი: რა ჰქნას იმ ერთხელ დამარცხებულმა?"
@ ”სიყვარული ომს გავს, მისი დაწყება ადვილია, დამთავრება ძნელი, დავიწყება კი შეუძლებელი”
@ სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი
*სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.
უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი
*რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. __ ნაპოლეონი
*ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი. __ სექსტ პროპერციოსი
*ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ. __ ვ. ჰიუგო
*უვიცებთან ბჭობა, ბრმებისთვის სინათლის ანთებაა. __ ბუასტი
*ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას,რაც მისთვის სასურელია. __ იულიუს კეისარი
*ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც კაბაჩაცმული თხაც შეიძლება შეგიყვარდეს. __ როლანი
*ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია. __ დიუმა
*როცა ხმალს იშიშვლებ, იმაზე კი არ უნდა იფიქრო ვის კლავ, არამედ ვის იცავ! __ დიუმა
*ძველი რომაული გამოთქმები: divide et impera ___ გათიშე და იბატონე
veni, vidi, vici _____ მიველ, ვნახე, დავამარცხე.
amicicia vitam ornat __ მეგობრობა ცხოვრებას ამკობს
sciencia potencia est __ ცოდნა ძალაა.
repetito est mater studiorum __ გამეოერბა ცოდნის დედაა
vox populi, vox dei ___ ხმა ერისა, ხმა ღმერთისა.
amat victoria curat ___ გამარჯვებას ზრუნვა უყვარს..
benecitia non ophstrudutum __ სიკეთე არ დაიმალება
lupus non mordet lupum ____ მგელი მგელს არ უკბენს
*სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის. __ ბიორნე
*ტკბილია სურვილი,მაგრამ სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია. __ სენკევიჩი
*ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით. არ დაგავიწუდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო. __ ერნესტ ჰემონგუეი
*პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს. __ შოუ
*ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია. __ რაბლე
*ბებერი მაშინ ხარ,როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ,ვიდრე მომავალში. __ კნიტელი
*ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან. __ სოკრატე
*კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის. __ ოლკოტი
*ყველაფერი, რაც ზედმეტია, ზნესაც აფუჭებს,ადამიანს და გონებასაც. __ ჟუბერი
*კაცი მრავლისა სიტყვითა ჭკუას ვერ გამოიჩენს. __ ვახრანგ _ VI
*სხვა რაა ძალა, თუ არა სასოწარკვეთილი გონება. __ გასეტი
მერე კიდევ დავდებ უამრავი ვიცი კიდევს