ბავშვები ღმერთის გამოცანებია და ყველაზე უფრო ძნელად ამოსაცნობი - ჰეგელი
ხშირად არწივი ქათამზედაც დაბლა დაეშვება ხოლმე, ქათმები კი ღრუბლებამდე ვერასოდეს აღწევენ - კრილოვი
წარმოიდგინეთ,რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც იციან - ჩაპეკი
სრული ბედნიერების მისაღწევად საკმარისი არ არის ფლობდე ბედნიერებას,ჯერ უნდა დაიმსახურო იგი - ვიქტორ ჰიუგო
ჭეშმარიტი სულგრძელობა მაშინ არის, როცა ადამიანი თვითონ იკლებს, რომ სხვას შეეწიოს - მორი
სხვისი არასრულფასოვნების ატანა პირადი ღირსების ნიშანია
ხალხას სიდიადეს ანიჭებს არა მისის დიდი ადამიანები,არამედ ჩვეულებრივ კაცთა მაღალი დონე - გასეტი
ყოველი დღე - პაწია ცხოვრებაა; ყოველი გამოფხიზლება - პაწია დაბადებაა;ყოველი დილა - პაწია სიჭაბუკეა და ყოველი ძილი - პაწია სიკვდილია. - შოპენჰაუერი
ლამაზი ქალი თვალს სიამოვნებს,კეთილი - გულს.პირველი მშვენიერი ნივთია,მეორე - განძი. - ნაპოლეონი
დიდი სიკეთის გასამარჯვებლადაც კი კაცმა მცირეოდენი ბოროტის ქმნაც არ უნდა იკადროს - პასკალი
ვსწავლობ არა სწავლებისათვის, არამედ ცხოვრებისათვის - სენეკა
თითქმის ყოველივე,რაც ადამიანზეა დამოკიდებული,შეიძლება წახდეს და წაიბოლწოს ოქროსგან - პლატონი
ღირსეული კაცი თავის დამარცხებას საკუთარ თავს აბრალებს, უღირსი - სხვას - ჩინური ანდაზა

მეგობრის ჭირს ყველა გაიზიარებს,ლხინს - მხოლოდ ერთეულები
ქალს რომც არ უყვარდე,მაინც მადლობის ღირსია,რადგან შენში იწვევს უმაღლეს განცდებს - დიუმა (არადა რომელ ბიჭს ახსოვს ასეთი რამე

)
ამბარტავნება-უკიდურესი სიღატაკე სულისა - იოანე კიბისაღმწერელი
რა იციან,რომ ეს გული მკვდარია და სიცილი ზოგჯერ ცრემლზე მწარეა - აკაკი წერეთელი
ცრემლი სისხლია სულის - დეკურსელი
კეთილს ყველა აქებს, მაგრამ რა არის ადამიანისთვის კეთილი,ის კი ბევრმა არ იცის - სტასოვი
გონიერია ის ვინც არ წუხს იმაზე რაც არ აქვს,და უხარია ის,რაც აქვს - მარკუს ავრელიუსი
იქ სადაც მთავრდება სიტყვები - იწყება მუსიკა! - მოცარტი
პირველი წლიდან მეხუთე წლამდე ხანი უფრო გრძელია,ვიდრე მეხუთე წლიდან მეოთხმოცე წლამდე - ტოლსტოი
მრავალი არის საკვირველება, ადამიანზე საკვირველი კი არრაა ქვეყნად - სოფოკლე
როდესაც ღმერთმა შექმნა ქალი, ამ ღვთაებრივი ქმნილების მშვენიერებით თავგზააბნეული მამაკაცი მას შემდეგ ვერა და ვერ გაერკვა,ბოლოს და ბოლოს ფლობს თუ ემონება ამ საოცრებას
როგორც კი მივხვდი რომ ღმერთი არსებობს,მივხვდი იმასაც,რომ ვერ შევძლებ ვიცხოვრო ისე,თუ არა მხოლოდ მისთვის...რწმენა ნიღაბს აცლის სამყაროს და ყველაფერში დაგვანახებს ღმერთს.რწმენა ყველაფერს შესაძლებელს ხდის და უაზრობად აქცევს ისეთ ცნებებს,როგორებიცაა:შფოთვა,ხიფათი,შიში.ასე რომ, მორწმუნე ცხოვრებას გაივლის მშვიდად,უშფოთველად,გამხნევებული ღრმა სიხარულით,რომელსაც ბავშვის მსგავსად,ხელი დედისათვის აქვს ჩაკიდებული - შარლ დე ფუკო
ბედნიერება წამია მხოლოდ... - თომას მანი
ვისაც მომავალი ცხოვრების არ სწამს,ამ ცხოვრებაშიც მკვდარია - გოეთე
This post has been edited by NIN_O on 31 Jul 2009, 15:54