"შესაძლებელია, სწორედ ამ დროს უამრავი ადამიანი დარწმუნებულია თავის უმწეობაში, უსარგებლობასა და აუტანლობაში..
სულერთია_თუნდაც მდიდარი, სასიამოვნო და მომხიბვლელი არსებები იყვნენ...ისინი ხომ მარტოობას განიცდიდნენ გუშინაც, დღესაც , შეიძლება __ხვალაც....
ასეთ დროს უმრავლესობა ტელევიზორს (ან კომპს) მისცერებია __თითქოს ეს იყოს გამოსავალი...
ვაჭრები , იგივე საქმიანი მამაკაცები რომელიღაც სასტუმროს , რომელიღაც ჩაკეტილ ნომერში ფიქრობენ, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია..
ქალები კი მთელი საღამო ბარში წასასვლელად მზადებას, თავის მწესრიგებასა და თმის დავარცხნას რომ შეალიეს, ვერავის პოულობენ ვინც უბრალოდ მაინც აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ მომხიბვლელობა და მიმზიდველობა...
ქალები სარკეში ჩახედვისას თავს ირწმუნებენ, მახინჯები ვართო..ფიქრობენ, სილამაზე ყველაზე მთავარია და სხვა გზას არ იტოვებენ: დღედაღამ იმ ჯურნალებს ფურცლავენ, სადაც ლამაზი და ცნობილი ქალების ფოტოებია....
ნავახშმევს უამრავ ცოლ-ქმარს ხანდახან ძველებურად საუბრის სურვილი უჩნდება, მაგრამ თითქოს სხვა საზრუნვიც არსებობს, სხვა გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები, მათი საუბარი კი ხვალამდე მოიცდის!
უბედურება ის არის რომ ის "ხვალ" არასდროს დგება...
ქალი, რომელიც ქმარს ახლახანს გაშორდა, ამბობდა: "სრული თავისუფლება მაქვს, რომელზეც ვოცნებობდიო"
სისულელეა! არავის სჭირდება ასეთი თავისუფლება.
ჩვენ ყველას სიმშვიდე გვინდა , გვერდით გვჭირდება ადამიანი, რომელიც ჟენევის სილამაზით ჩვენთან ერთად დატკბება, ვისაც წიგნებზე, ფილმებზე, სტატიებზე შეეკამათები...ან..სულაც სენდვიჩს გაუყოფ, იმიტომ რომ ორი სენდვიჩის საყიდელი ფული არ გაქვს...
მერწმუნეთ, ნახევარი სენდვიჩის ჭამა სჯობს მთლიანის ჭამას. ფეხბურთის საინტერესო მატჩის გამო შინ სწრაფად დაბრუნების სურვილით შეპყრობილი ქმრისგან გულისგატეხვა, იმედგაცრუება, უყურადღებობა....მოკკლედ ყვლაფერი ჯობს , ყვე-ლა-ფე-რი __მარტო ხეტიალს, როცა ქალაქიც და ყვეყანაზე გამეფებული სიმშვიდეც მთლიანად, გაინაწილებლად მარტო შენია....
დამერწმუნეთ, ყველაფერი ჯობს, ათასჯერ გავიმეორებ, ყველაფერი ჯობს! მარტო ყოფნას შიმშილიც ჯობს, იმიტომ რომ როცა მარტო ხარ __და საკუთარი ნებით არცეულ მარტოობას კი არა, იძულებით მარრტოობას ვგულისხმობ! __თითქოს კაცობრიობის ნაწილი აღარ ხარ, არავინ არა ხარ!
...მიუხედავად იმისა ,რომ ეკლესიასტე ამბობს "ჭრისა დაკერვის დროაო" , სწორედ ჭრის დრო გვიტოვებს ყველაზე ღრმა ჭრილობებს....."
"ზაჰირი"