100%-ით ვეთანხმები Ekaterrina-s da murzakan-ს. ცოტას ჩემგანაც დავამატებ.
ერთი დიდი კაცის ეროვნული ცოდვების ჩამოთვლას არ ეყოფა ხელისა და ფეხის თითები, მაგრამ მთავარი ეროვნული დანაშაული ის იყო, რომ ჰაერში უ ს ი ნ დ ი ს ო ბ ი ს ბაცილა იქნა გაშვებული. ამ ბაცილამ დაასნებოვნა ერიც, ბერიც. გამონაკლისი ერთობ მცირეა.
ვფიქრობ, პირველ რიგში ეს ბაცილა უნდა იქნეს მოკვეთილი. კანონი როგორც არ უნდა გამკაცრდეს, ეფექტი ნაკლებად ექნება, თუკი ყოველი ოჯახი, ყოველი მშობელი არ ეცდება თავის წიაღში ზნეკეთილი, მცოდნე, მშრომელი ადამიანების აღზრდას.
მე-2 მს. ომის შემდეგ ჟ. შირაკმა ასეთი სიტყვებით მიმართა ფრანგ ხალხს: ,,თუ ჩვენს ხალხს არ ძალუძს საკუთარი ძალებით ქვეყნის აღდგენა, მაშინ იგი ღირსია აღიგავოს პირისაგან მიწისა." (სიტყვასიტყვით თუ ვერ გადმოვეცი,მაპატიეთ.). და ეს თქვა მაშინ, როცა ამერიკისგან სოლიდური დახმარება მოდიოდა.
ჩემდათავად, მართლა არ მიყვარს ,,ჩამშვები" ადამიანი (მირჩევნია თვითონვე გავარკვიო ყველაფერი), მაგრამ რატომაა, რომ იმას, ვინც კანონდამცველს ეხმარება, ჩვენში ძალიან ცუდ სიტყვას არქმევენ? აა, ალბათ იმიტომ, რომ ჯერჯერობით, მართლაც ამ კატეგორიისანი ,,თანამშრომლობენ."
დიდ ქვეყნებში ყოველი მოქალაქე თავისთავს ვალად უთვლის, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა, თუნდაც უმცირესი, აუცილებლად აცნობოს კანონდამცველებს. აბა, ჩვენში?!
თუმცა, არ მიკვირს. იმიტომ, რომ დიდ ქვეყნებში ყოველ მოქალაქეს 100%-იანი იმედი აქვს სათანადო რეაქციისა კანონდამცველთა მხრიდან. ჩვენთან კი, მხოლოდ უკურეაქციის იმედი შეიძლება გქონდეს.
გზადაგზა კიდევ შეგეხმიანებით. მომეწონა თემა.
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)