მემგონი თვითონ სახელი "ქართული საბრძოლო ხელოვნება" პასუხობს შენ შეკითხვაზე ,
* * *
აი ასეთი შეკითხვები დამისვეს ერთ ერთ ფორუმზე, და რადგან მე არ ვარ კავშირის წევრი იქნებ თქვენ უპასუხოთ
Fidel Castro:
კაი გამარჯობა თქვენ. ამ თემაზე იყო სადღაც საუბარი და რაკიღა პირდაპირ დაკავშირებული წევრი გამოჩნდა, თავად მოგახსენებ. პირადად მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწობილი, როცა პირველად გავიგე ხრიდოლის არსებობა. მინდა გკითხოთ, ეს თქვენი წრე, ის ხრიდოლია, ერთი 15 წლის წინ რო შეიქმნა (მე სკოლის ბოლო კლასებში ვიყავი, მე მგონი).?? თუ ეს სხვა ინიციატივაა?
სკეპტიკურად იმიტომ ვიყავ, რომ ცოტა ხელუვნურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, იაპონურ სახეობებზე კალკილებურად - გულახდილად გეუბნები.
თუმცა, ვატყობ, რომ სერიოზული, მეთოდური მუშაობის მოყვარული ხარლხია და მოწადინებულიც. ასეთი ინტერესი და მონდომება კიდე მხოლოდ დაფასებას იმსახურებს. მაინტერესებს, როგორ აგროვებთ ინფორმაციას? სადღა არიან ძველ ომებში მონაწილე პაპები? მაქსიმუმ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს თუ შევხვდებით და იმათ იციან რამე ძველი ხელოვნებისა? ან არსებობდა რაიმე ასეთი ერთიანი?
ერთად ერთი ცოცხალი საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მე ვიცი, ესაა ქართული ჭიდაობა. ეს ფაქტია და უდავოა. ის წარმოადგენს საფუძველს ქართული ძიუდოს და კლასიკურ-თავისუფალის ოლიმპიური წარმატებისთვის. არის თუ არა ჭიდაობა თქვენი ხელოვნების საფუძველი?
ისე, პრინციპში, რომ დავფიქრდეთ, არსებული ტრადიციის მოგროვება და "ხელოვნური" სახეობის შექმნა (ტრადიციულზე დაყრდნობით) არაა ცუდი. სწორედ ასე შექმნა ჯიგორო კანომ, მეცხრამეტის დასასრულს, ძიუდო, ჯიუ ჯი ცუზე და სხვა კლასიკურ იაპონურ სახეობებზე დაყრდნობით. მერე კი ვნახეთ რა მსოფლიო წარმატება ხვდა წილად. მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ცოცხალი ტრადიცია, რომ კალკირებული არ გამოვიდეს. საბრძოლო ხელოვნების კონცეპტი, მე მგონი, მეტისმეტად ასოცირდება აღმოსავლურ კულტურებთან და ამიტომ კალკის რისკი საკმაოდ დიდია, ჩემის აზრით. აი ჭიდაობა კი ჭიდაობაა, ვენაცვალე მაგასა. რო შეიკრიბებიან კასპელი ჯეელები და დაჰკრავენ დოლ-ზურნას, გააგორებენ ერთმანეთს ნახერხზე და მოგებული კიდე ცხვარს წაათრევს რქებითა სახლში. თქვენა, თუ ჭიდაობთ, მეც წავიჭიდავებ, რო ჩამოვალ თქვენთან ოღონდ, ჩემს კატეგორიაში, ეგ ზორბა რო ჩანს სურათზე, მაგასთან არ მაჭიდავოთ.
წარმატებებს გისურვებთ, როგორც უკვე ვთქვი, რაც არ უნდა იყოს, ასეთი გატაცებით გარჯილ ხალხს, მხოლოდ შექება ეკუთვნის.
ენდე, ჩვენი ბიჭები! ესაა ქართული საბრძოლო ხელოვნების, ჭიდაობის პირდაპირი შედეგი, მსოფლიო ასპარეზზე!
This post has been edited by El Historiador on 16 Feb 2007, 14:13