მართალი ბრძანდებით. მეც სულით და გულით მეზიზღება, როგორც "ჩემი დედა" ასევე "შენი დედა". ორივე ერთნაირად ამაზრზენი, ამორალური და მიუღებელია.

არცერთ მამაკაცს აქვს უფლება, ქალი დაამციროს და დაამდაბლოს რაიმე ფორმით, ვინც არ უნდა იყოს ის!!!! იქნება ეს თავისი თუ სხვისი ცოლი, და, დედა, შვილი, არ აქვს მნიშვნელობა ეს სხვა ვინაა და რას წარმოადგენს, რა ეროვნებისაა, რა რელიგიის, თუნდაც მტერი ან უბრალოდ შენი შეურაცხმყოფელი იყოს. ქალის შეურაცხყოფა, და საერთოდ, მასზე ძალადობა- ეს იმდენად გულისამრევი ფენომენია, არავითარი საზღვრები არ გააჩნია, ამიტომ იმაზეც მერევა გული, მაგალითად რუსებზე რომ ამბობენ მაგათ "მო......თ დედებს, დებს და ცოლ-შვილსო". კი მაგრამ, ქალებს რა ჯანდაბას ერჩიან არ მესმის.. ეგეთი "პატრიოტები" რომ მიუშვა, მართლა გააკეთებენ მაგ სისაძაგლეს, მაგისთანა "ქართველების" "რაინდობა" და ქალის პატივისცემა არ გაიშვა!!!!! საკუთარ ქალებს რომ არ სცემენ პატივს ( "ჩემი დედა"), სხვისას რას უზამენ?! სულ ვფიქრობდი, აი ამისთანებს ქალზე ძალადობა თითქოსდა სძულთ, იქადნებიან აუ ქალზე ხელს როგორ ავწევ, როგორ შეიძლება ასე მოიქცეს ქართველი კაცი, აქ ხომ ქალის კულტი იყო ოდითგანვე.... ბლაბლაბლა

ცარიელი სიტყვების ბლაყუნი და ფუყე მამლაყინწობა--- და ამ დროს "დედას მო-------", "შენს ოჯახში ყველა ქალი ......", "ამ უჯიშოების დედები", "მოგი---- ყველა კაბიანი", "ბო--ს გაზრდილი ვიყო"...... და ა.შ. დედას რომ დაიგინება და სხვას რომ შეაგინებს, მაგარი ბიჭიკოა, მაგარი ვაჟკაცი, მებრძოლი მართლმადიდებელი ჯიგარი და ჯიშიანი პატრიოტია!!!! თუ განახორციელა თავისი ქვეცნობიერი ფანტაზიები( რამე რომ იყოს, არ იზამენ ამას გარკვეული კატეგორიის ჩვენი ე.წ. "პატრიოტ-მართლმადიდებელი ვაჟკაცები?!", რა გარანტიაა,რომ არა) ხომ საერთოდ გმირთა გმირია, ნაპოლეონი, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალია
თვითონ ხდებიან მოძალადეები ქვეცნობიერად ჩემი აზრით. სხვანაირად ნამდვილად ვერ ავხსნი ამ ტოტალური შენი დედა/ჩემი დედას უკუღმართობას. ქალის კულტი არა იხვი.... ნამდვილი ფალოსის პრეისტორიული კულტია, თითქმის უკლებლივ ყველა ქართველი და არამარტო ქართველი კაცი ცხოველადაა ქცეული ამისგან(ცხადია, ყველაზე ნამდვილად არ ვამბობ, გთხოვთ, არ გეწყინოთ,

მადლობა ღმერთს არიან მართლა ყველანაირად წესიერი მამაკაცები, ცხოვრებაში არც საკუთარი დედა რომ არ მოუხსენებიათ ასე და განურჩევლად ყველასი, აბსოლუტურად არავისი დედისთვის, დისთვის თუ ცოლ-შვილისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა, მით უმეტეს ძალა არ უხმარია და ხელი არ დაუკარებია! მაქვს ბედნიერება ვიცნობდე ასეთებს) მაგრამ ფაქტია, რომ ტიპური პატრიარქალური ფალოკრატია ჯერ კიდევ ცოცხლობს ქვეცნობიერში და როდის აღმოიფხვრება საბოლოოდ არავინ იცის...
ბოდიშს ვიხდი, თუ მეტისმეტი აბდაუბდა დავწერე ან off-topic გამომივიდა.