თუ სწორად მახსოვს, თავის დროზე ანტონ კათალიკოსმა დააპირა სალიტერატურო ქართულისათვის ძველი გამოთქმის დაბრუნება, მაგრამ დაუწუნეს, რადგან დამძიმდა ძალიან ქართული და ძნელი გახდა საუბარიც და წერაც.
სხვათაშორის ილიაც არ იყო მომხრე ძველი ქართული სალიტერატურო ენის და თვლიდა, რომ საიტერატურო ენა მაქსიმალურად დაახლოებული უნდა ყოფილიყო სასაუბროსთან.
მე პირადად ვეფხისტყაოსნის "მოყვარული" ვარ და ვთვლი რომ შოთა სიტყვის ჯადოქარია. ასევე დავითის გალობანი სინანულისანიც ძალიან კარგია.

ახლა კი ერთ რამეს დავწერ, რომელიც არც ისე ძველი ქართულია, მაგრამ კარგია, ოღონდ წანაკითხი არ მაქვს, მონასმენი მაქვს და მაპატიეთ თუ შემეშალა

"გამოვედით სოფლისაგან, ცოდვა ქმნილნი და გამკრთალნი...
გულსა ცეცხლი მომედების, ამომდიან პირით ალნი,
დიდთა მათთა შვებათაგან დამრჩეს ჩოხის ნაფერთალი;
კურთხეულ ხარ, ქრისტე ღმერთო, შენ და შენი სამართალი!
* * *
ან კიდევ:
"რას წარბმაღლოი, ჰოი, კაცო!
რასა ზვაობ, ჰოი, მიწაო!
დაიმზირე წინაშე ფერხთა შენთა,
რომელთა ზედა მდგომარე ხარ და სტკეპნი...
იგი ხარ და მისგან გამოსრული!