ბუდაპეშტში მაქვს საყვარელი ბარი, სადაც ყველაზე დიდი სენსაცია ვარ ხოლმე (იმედია,მხოლოდ ქართველობის გამო არა

). და საქართველოს შესახებაც იციან ხოლმე. - ნუ, იქ მოჭადრაკეები მოდიან ხოლმე, ვისაც აზმაიფარაშვილთან უთამაშია მაგალითად. ჩიბურდანიძეს და გაფრინდაშვილს წარმოთქვამენ

(ინტერნაციონალური საზოგადოებაა). კიდევ იციან რაღაც-რაღაცეები. მაგალითად, ბარის დამაარსებელმა იცის, რომ ქართველებს ძალიან ლამაზი ქალები და ბრტყელთავიანი კაცები გვყავს (ნამყოფია

), არ გეწყინოთ, ბიჭებო, გრძელ თმებში არ ჩანს ხოლმე ბრტყელი თავი, რაც ქალების შემთხვევაში ხშირია. ჰო... კიდე რა... უნგრეთის ერთ-ერთ ქალაქში და ბუდაპეშტშიც გრუზია თავისი ჩაითია ცნობილი. ჩაიგრუზიას სვამდნენ თურმე აქ, თან ძაან მაგარი იყო (მე კი გამიკვირდა, აბა ოჯახში ინდური რად მოჰქონდათთქო

).
მოკლედ, ბევრი რომ არ განვაზოგადოთ, რაც უფრო დასავლეთით მიდიხარ, მით უფრო ტყემალზე სხედან.
ხო, ანბანს რაც შეეხება, ლექციაზე ერთხელ ქართულად ამობეჭდილები დავდე და ჩემმა რუსმა კოლეგამ, რომელიც ისტორიკოსია და ბიზანტინისტი, თვალები დაქაჩა, ეს რა ჩინურიაო

აბაა