გადაჰშალე ენციკლოპედია...
ქართული, საბჭოთა...

ან კიდე...
პედოფილია, დამნაშავეობაპედოფილია - ეს არის სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი, რომელიც ერთნაირი ალბათობით გვხვდება როგორც გეებს, ასევე ჰეტეროსექსუალებს შორის. გეებს, ნატურალებთან შედარებით, სულაც არ აქვთ უფრო მეტი მიდრეკილება პედოფილიისადმი. ჩიკატილო გეი არ ყოფილა. გეების სექსუალური გემოვნება მრავალფეროვანია, თუმცა საშუალოდ, ისევე როგორც ყველასთვის, უფრო მეტად ფასობს ახალგაზრდა ლამაზი ჯანმრთელი სხეული; გეებისთვის უფრო დამახასიათებელია ასეთი სხეულის კულტი, ვიდრე საშუალო პუბლიკისათვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს გემოვნებების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას.
გავრცელებულია აზრი, რომ გეები რაღაც თვალსაზრისით უფრო ამორალურები არიან, ვიდრე დანარჩენები, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მათ გადააბიჯეს საზოგადოების ერთ-ერთ მორალურ ტაბუს. თუმცა ეს მოსაზრება არაფერს ემყარება. სტატისტიკა არ ადასტურებს, რომ გეები დანაშაულს ჰეტეროსექსუალებზე ხშირად სჩადიან. იგივე ეხება ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს, რომელთაც ხშირად ახსენებენ პრესაში, როგორც გეიური ცხოვრების დამახასიათებელ თავისებურებას. ეჭვიანობაში გასაკვირი არაფერია, არც იმაში, რომ ადამიანები ამის გამო ზოგჯერ დანაშაულზე მიდიან; მაგრამ გეები არც აქ განსხვავდებიან სექსუალური უმრავლესობისაგან.
ა"ღ"რეთვე:
პედოფილია - სექსუალური გადახრის ნაირსახეობა, სექსუალური ლტოლვა ბავშვებისადმი, სექსოლოგიაში - ფსიქოსექსუალური მიდრეკილება ორივე სქესის ბავშვებისადმი. ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და მისი როლი ჰგავს ფეტიშის როლს. განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინით "პედოფილია" აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას სექსუალური კონტაქტებისადმი ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინით "ლიმფოფილია" განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი.
This post has been edited by rch32er on 22 May 2007, 13:15
Change will come to those who have no fear..
* * *
ბებია მყავდა პოვარი...