მწვანე ბარათი და 5 წლიანი აშშ-ს მოქალაქეობა
BY ---------COMPINFO.GE--------
ანუ როგoრ გავხდეთ ამერიკელი ლეგალურად
ძირითადი პრიინციპები
ჩვენს ჟურნალში ბოლო 2 წლის განმავლობაში ზამთრის მოახლოებისას, ყოველთვის ვწერდით აშშ-ს მთავრობის მიერ ჩატარებულ მწვანე ბარათების ლატარიაზე, ალბათ ასეთი რამ ბევრს სმენია, მაგრამ რა და როგორ არის ბევრმა არ იცის. დროა გავნათლდეთ.
მაშ ასე მწვანე ბარათი, ხალხში უფრო ცნობილია სახელით Green Card გაძლევთ 5 წლის განმავლობაში იმ ქვეყნის მოქალაქეობის უფლებას რომლის მწვანე ბარათიც ამჯერად ხელზე გაქვთ. როგორც წესი მწვანე ბარათი ნიშნავს თითქმის სრულყოფილ მოქალაქეობას. თითქმის იმიტომ რომ არ გაქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ვერ იმსახურებთ ჯარში და არ დაგიბარებენ სასამართლოში ნაფიც. დანარჩენში კი ჩვეულებრივი მოქალაქე ხართ. დაზღვევით, მუშაობის უფლებით, შეძენით თუ ჩასვლა ჩამოსვლით. პლიუს ყველაფერთან ერთად როგორც მოცემული ქვეყნის მოქალაქეს შეგიძლიათ დამატებითი ვიზების გარეშე თქვენი ოჯახის წევრები წაიყვანოთ სანატრელ ქვეყანაში. იდეაში თუ 5 წელი გაუსვლელად იცხოვრებთ ქვეყანაში, მაშინ გეძლევათ უფლება ჩააბაროთ გამოცდები მოქალაქეობაზე და ამჯერად მიიღოთ სრულყოფილი და არა შეზღუდული დროის მოქალაქეობა.
ეს ყველაფერი კარგი, ბევრი დღემდე ცდილობს ეს ბარათი მოიპოვოს და სჯერავს რომ ჩაწყობით თუ რომელიმე ქართულ ფირმაში გარკვეული თანხის გადახდით ასეთი რამ შესაძლებელია. მინდა ახლავე გაგიცრუოთ მოლოდინი, ვერცერთი ქართული თუ უცხოური კომპანია ან მოქალაქე ვერანაირად ვერ ჩაგიწყობთ ფულის მეშვეობით ამ საქმეში რაიმეს. განსაკუთრებით ეს საქმე გართულებულია 2001 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ. ასე რომ ყველანაირი ზღაპრები გადავდეთ და ვსწავლობთ მცირე შანსიან, მაგრამ ერთადერთ და მართებულ გზას.
როგორც წესი ჩვენთან ყველაზე დიდი ინტერესი აქვს აშშ-ს მწვანე ბარათს, თუმცა მწვანე ბარათს ებროპული ქვეყნებიც გასცემენ. მაშ ასე ამერიკის მთავრობა ყოველ წელიწადს (უკვე 5 წელია, მანამდე კი 2 წელიწადში ერთხელ იყო გათამაშება, უფრო ადრე კი 4 წელიწადში ერთხელ), იწყებს მწვანე ბარათის მიღების მსურველთა განაცხადებს, ყოველ ქვეყანას აქვს თავისი კვოტა, ანუ რომელი ქვეყნიდან რამდენი მოქალაქის მიღება შეიძლება და გარდა კვოტისა აქვს თავისი ნებართვა ან აკრძალვა. მაგალითად რუსეთიდან დიდძალი არალეგალური ემიგრაციის ტალღის გამო ამ ქვეყნისთვის გათამაშებაში მონაწილეობა უკვე მე-4 წელია აკრძალულია. მიუხედავად ასმისა რუსეთში და რუსულ საიტებზე არაერთ კომპანიას ნახავთ რომლებიც 200-დან 2000 დოლარამდე ითხოვენ იმაში რომ მართებულად გაგიფორმონ ყველა საჭირო საბუთი. სამწუხარო ისაა რომ კომპანია ფულს აიღებს გაივლის ასე ვთქვათ კონკურსანტის მაგივრად რეგისტრაციას, მისი ყველა პარამეტრის მითითებით (თუ საერთოდ ნამუსი ეყო), მაგრამ კონკურსანტი მონაწილეობას კონკურსში ვერ მიიღებს, იმიტომ რომ იგი რუსეთის მოქალაქეა და ავტომატურად გაეთიშება კონკურსს. გარდა ამისა იგი დასჯილი იქნება და მომდევნო 5 წლის განმავლობაში მისი მოთხოვნები განუხილველად დარჩება.
საქართველოს ჯერ-ჯერბოთ ასეთი მკაცრი კედელი არ ხვდება და წელს დაწყებულ მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგების შანსი ეძლევა 300-500 ქართველს. ანუ თუ საქართველოდან სიტყვაზე იქნება 5 ან 10 ათასი, ან ნებისმიერი სხვა რაოდენობის მოთხოვნა, დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ 300-500 ადამიანის მოთხოვნა. (თუმცა შარშანდელ გათამაშებაში მხოლოდ 323 კაცმა მოიგო, არ ვიცი კვოტა შემცირდა-გაიზარდა თუ თუ რაიმე სხვა მოხდა, მოკელდ მხოლოდ 323 კაცი გახდა 2007 წლიდან ამერიკელობის 5 წლიანი მფლობელი). რომელ ქვეყანაში რამდენმა მოქალაქემ გაიმარჯვა შეგიძლიათ ნახოთ აი ამ გვერდზე. ზუსტად როგორ ხდება შერჩევა და რა პარამეტრებით ვერ გეტყვით, რადგან გათამაშება ტარდება შტატებში, ასე ვთქვათ დახურულ კარს მიღმა. უბრალოდ გარანტირებულად მინდა გითხრათ რომ შემოწმებული იქნება ყველაფერი თქვენს შესახებ და თუ რაიმე მიზეზის გამო თქვენი კანდიდატურა მიუღებელი იქნება თქვენ ყველანაირი შანსი გეკარგებად. მაგალითისთვის ერთერთი ქალბატონის განაცხადს მოგიტანთ, მართალია ეს ქალბატონი მწვანე ბარათში არ მონაწილეობდა, მაგრამ სურდა ამერიკაში გამგზავრება და თბილისში აშშ-ს საკონსულოში შესაბამისი განაცხადი შეიტანა. განაცხადში ეწერა რომ ამხანაგთან ჩადიოდა 1 კვირით, ამხანაგი იხდიდა ყველა თანხას და ასე შემდეგ, იდეაში ყველაფერი წესრიგში იყო, სამუშაო და ხელფასის საბუთებიც. მაგრამ მისი კანდიდატურა დაწუნებული იყო ერთი მარტივი მიზეზით, მას ერთხელ, ერთერთ მსუბუქი ქცევის საიტზე დატოვებული ჰქონდა თავისი ტელეფონის ნომერი და გამოხმაურება, ეს საკმარისი იყო იმისათვის რომ მას ქვეყანაში შესვლაზე უარი მიეღო.
მორალი აქ ერთია, თუ რაიმე გაქვთ ამერიკული სტანდარტების მიხედვით მიქარული, თქვენ მოქალაქეობას ვერ მიიღებთ. დაიმახსოვრეთ ნებისმიერი ხულიგნობა, მთვრალ მდგომარეობაში ჩხუბი, პორნო გალერეაში მოხვედრა, უკანონო მოქმედება, ჩხუბი, კანონთან კომფლიქტი ან რაიმე სხვა ფიზიკური და მორალური ხარვეზი რაც შეიძლება ქაღალდზე ან ელექტრონული სახით მტკიცდებოდეს, მხოლოდ თქვენს კანდიდატურას ავნებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის ქექვა მიმდინარეობას ერთდროულად რამდენიმე ბაზაში, აქ არის FBI-s CAI-და ინტერპოლის მონაცემები, პლიუს სხვა ქვეყნების საკონსულოები და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, პრაქტიკულად მწვანე ბარათში განაცხადის გაკეთებისას თქვენ აამუშავებთ ვებერთელა მანქანას რომელიც თქვენს ცხოვრებას თქვენთვის შეუმჩნევლად სერიოზულად გადაქექავს. ამით არ ვცდილობ შეგაშინოთ, უბრალოდ ვცდილობ აგიხსნათ თქვენი გამარჯვების შანსები რაზეა დამოკიდებული.
როდესაც ყველაფერი ახსნილია თავი გადადებული გაქვთ და მზად ხართ ბრძლოლისთვის ვიწყებ თვითონ მწვანე ბარათის ირგვლივ არსებული მცდარი იდეების განხილვას, შემდეგ კი თვითონ უფასო რეგისტარაცია მონაწილეობის პირობები განვიხილოთ.
ანუ როგoრ გავხდეთ ამერიკელი ლეგალურად
თეორიები და შეთქმულებები
იმის გამო რომ გარკვეული შეხება ამ საქმესთან მეც მქონდა რამდენიმე წლის წინ, რაღაც რაღაც პატარა საიდუმლოებები გამოცდილების გამო დამიგროვდა, შევეცდები ეს გამოცდილება გაგიზიაროთ, გამგები გაიგებს და ვისაც გადახტომა უნდა სულ არ ვაპირებ მათ შეჩერებას, დაე იფრინონ ვითარცა ბუშტებმა ჰაერში :-).
პირველი ყველაზე მეტად გავრცელებული სატყუარა. თითქოსდა ლატარეა მთელი წლის განმავლობაში გრძელდება და რეგისტარცია ნებისმიერ დროს შეიძება. ამ კითხვით სამთარ ზაფხულ მოგვმართავენ. მინდა ერთხელ და სამუდამოდ ყველას ვამცნო ლატარიაში მონაწილეობის მსურველების რეგისტარცია ყოვლთვის ტარდება წლის ბოლოს ან 1 ნოემბრიდან, ან ოქტომბრის დასაწყისიდან, რეგისტარცია ყოველთვის გრძელდება მხოლოდ 2 თვე. არასდროს არ მიმდინარეობს რეგისტრაცია შუა წელს, ან წლის დასაწყისში. ინტერნეტში საიტებიც კი არა ერთი მინახავს, ძირითადად ინგლისურენოვანი და ამ ბოლოდროს რუსულ ენოვანიც, რომლებზეც მოწყობილია ყალბი რეგისტარციის ფორმები და წლის ნებისმიერ დროს იღებენ ფულს და მონაწილის განაცხადს. არ აყვეთ ასეთ მატყუარებს, გარდა იმისა რომ ფულს ტყუილა გადაყრით შეიძლება საერთოდ არ გაიგზავნოს თქვენი განაცხადი, ან რამდენიმე ადგილიდან გადაიგზავნოს. გამართლება მარტივია: ”ვერ მოიგე და ჩემი რა ბრალია”.
ასევე არსებობს აზრი თითქოსდა მწვანე ბარათი იდეაში არავის მოუგია და ეს არსებობს მხოლოდ იმისათვის რომ გამოვლენილი იყოს ის მოქალაქეები რომლებსაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნიდან გაქცევა სურთ და აშშ-ში უკანონოდ მოღვაწეობა აინტერესებთ. შეიტან ლატარიის გათამაშებაში შენს მოთხოვნას და მაშინვე შავ სიაში ხვდები. ანუ შემდეგში რომ შეიტანო საკონსულოში ტურისტული მოგზაურობის მოთხოვნა უარს მიიღებ იმ მიზეზით რომ შენ მოქალაქეობაზე გქონდა განაცხადი და ესეიგი ტურისტად კი არ აპირებ ჩასვლას, არამედ ჩასვლა და დარჩენა გინდა. სამწუხაროდ ვერც ვუარყობ და ვერც დავამტკიცებ ამ ლეგენდას. უბრალოდ დამიჯერეთ თქვენი ჩასვლა, დარჩენის სურვილის გაგება უფრო მარტივი მეთოდებით შეიძლება. თან რამდენიმე მოქალაქეს რომელსაც პირადად შევუვსე მოთხოვნა, მართლაც აღმოჩნდა მოგებული და ჩემს და გულ დასაწყვეტად დღეს მათ აქვთ მწვანე ბარათი მე კი ისევ მხოლოდ მონაწილე ვარ. თუმცა რათ მინდა ეს მწვანე ბარათი მეც არ ვიცი, რომც მოვიგო არსად წამსვლელი არ ვარ :-). უბრალო სპორტული ინტერესია.
მეორე ლეგენდა. არსებობს კომპანიები რომლებიც გარკვეულ საფასურად ახდენენ თქვენი კანდიდატის შანსების ამაღლებას. დაივიწყეთ, აშშ-ს მთავრობას დამერწმუნეთ არ აინტერესებს არც თქვენი 10$ და არც თქვენი 10 000$ შეიძება რაღაც შანსი ლოკალურ დონეზე არსებობდეს და საკონსულოში შეიძლება ვინმემ კარგი თვალით შემოგხედოთ (თუმცა ბოლო 3 წლის მონაცემებით რაც ვიცი არავის მოწყალების თვალით აქაურ საკონსულოშიც არ უყურებენ), მაგრამ იქ და თან დახურულ კარს მიღმა სადაც საქმეში ჩარეული იქნება სადაზვერვო სამსახური, თქვენი ფული აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. ასე რომ ეს ლეგენდა დაივიწყეთ. ეს არის ჩვეულებრივი მოტყუების მეთოდი. ძალით გახდევინებენ ფულს მომსახურებაში და გპირდებიან ოქროს მთებს რომლებიც არასდროს არ იარსებებს. თბილისში ერთი ფირმა 3 წლის წინ იღებდა 20$-ს იმაში რომ თქვენი მონაცემები გაეგზავნა ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად. იდეაში გაგზავნა ხდება ინტერნეტ საიტით, ანუ საკმარისია მისამართი იცოდეთ და კაპიკი არ დაგიჯდებათ არაფერი. მაგრამ მომსახურება კაი რამეა, განსაკუთრებით როდესაც ხეპრე ხალხი მოდის და ცდილობს თავის ყველა ოჯახის წევრზე შეიტანოს განაცხადი, 5 წლის ბავშვის ჩათვლით. რა თქმა უნდა ნებისმიერი ფირმა მოხარული იქნება 4-5 თუ 6 წლის ბავშვის მონაცემებიც გააგზავნოს და ამაში დამატებით 20$-ი აიღოს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც 16 წლამდე ბავშვებისთვის ლატარიაში მონაწილეობა საერთოდ აკრძალულია :-).
გარდა ამისა პირადად მაქვს ნანახი ფირმები რომლებიც მოქალაქეებს უვსებდნენ განაცხადს და საკონტაქტო მისამართად თავისი ოფისის მისამართს წერდნენ, ხოლო მოგების შემთხვევაში კონკურსანტს უცხადებდნენ რომ დამატებით 200-დან 500$-მდე უნდა გადაიხადოს საბუთების გამოსაგზავნად (არადა საბუთებუ იფასოდ ჩამოვა საკონსულოში, თქვენ კი შესაბამის შეტყობინებას წერილით მიიღებთ). არ ვიცი რამდენი, მაგრამ მინიმუმ 5 დათანხმებული კაცი მე მყავს ნანახი :-).
თბილისში სხვათაშორის იყო კიდევ ერთი ფირმა, რომელიც საოცარი ტემპებით მუშაობდა, მაგალითად 3 წლის წინ ლატარია სრულდებოდა 31 დეკემბერს. რა თქმა უნდა ბოლო დღეს ახსენდება ყველას მონაწილეობა, მთელი პლანეტა ერთ სერვერზე შერბის, სერვერი იტვირთება და ბოლოს მომსახურებაზე უარს ამბობს, ასეთი პანიკა როგორც წესი 2-3 დღით ადრე იწყება. ამ დროისთვის ბევრი თბილისური კომპანია გაჩერდა, რიგები იდგა და 2-3 საათში ერთი კაცი თუ გავიდოდა მიღწევა იყო. ამასობაში გამოჩნდა ერთი ფირმა რომელიც 60$-ად, წამებში აგზავნიდა თქვენს მოთხოვნას. ბევრს უკვირდა და ვერ ხვდებოდა. მაგრამ საკმარისი იყო ბროუზერში მისამართისთვის შეგეხედათ რომ სიცილით მოკვდებოდით :-) საქმე იმაშია რომ პიროვნებას შენახული, ან გაკეთებული ჰქონდა ლატარიის გვერდების ზუსტი ასლი. მომხმარებელი მივიდოდა ჩააწერინებდა პარამეტრებს, დააჭერდა NEXT-ს, გადავიდოდა ახალ გვერდზე და ბოლო გვერდზე Java Script-ით ფორმირდებოდა კონკურსანტის სახელი და სტანდარტული ინგლისური ტექსტი: თქვენი მოთხოვნა მიღებულია. როგორც ხვდებით მონაცემები საერთოდ არსად იგზავნებოდა და გვერდიდან გვერდზე გადასვლისას პირიქით ციფრულ სამოთხეში ქრებოდა, სამაგიეროდ არაზუსტი მონაცემებით ბოლო 2-3 დღეში ამ ფირმამ ასეთი თაღლითობით რამდენიმე ათასი დოლარი იშოვა, თუ ათეული ათასი არა. ასე რომ უფრთხილდით თაღლითებს.
მეორეს მხრივ მოერიდეთ ერთ წელს ლატარიაში პირადი მონაცემების 2-3-ჯერ და მეტჯერ გადაგზავნას. ადრე (ასე 5-8 წლის წინ) ეს მეთოდი ამართლებდა, რადგან საქმეში კომპიუტერთან ერთად ადმიანიებიც მონაწილებდნენ დაშესაძლებელი იყო გაპარვა. მინიმუმ ერთ პიროვნებას შევხვედრივარ რომელმას ასეთი მექანიზმით, ანუ რამდენიმეჯერ ერთი და იგივე პიროვნებაზე მონაცემების გაგზავნით თავისი შანსები გაზარდა და საბოლოო ჯამში მოიგო კიდევაც, მაგრამ დღეს ეს მექანიზმი აღარ ჭრის. ოდნავი დამთხვევა სახელით, გვარით, მისამართით, ან რაიმე სხვა ამდაგვარით რამდენიმეჯერ გადის შემოწმებას და ორი ერთნაირი მოთხოვნის შემთხვევაში ორივე მოთხოვნა ანულირდება. ამჯერად ჩემთვის უცნობია იკიდებს წესების დამრღვევი 5 წლის დისკვალიფიკაციის ჯარიმას თუ არა. მაგრამ მგონი ჯობია შარში გახვევას თავი აარიდოთ.
შანსების გაზრდა შეიძლება ოჯახის წევრების რაოდენობით, მაგალითად და, ძმა, დედა, მამა, მეუღლე, ბავშვები (16 წელს გადაცილებული) და ასე შემდეგ. ნებისმიერი მათგანის გამარჯვების შემთხვევაში მირონი თქვენზეც გადმოვა. ასე რომ კორექტული შეტევა ჯობია თაღლითობას. ახლა კი დაშინებისა და ლეგენდების შემდეგ დადგა დრო შევუდგეთ თვითონ განაცხადის შევსებას.
მწვანე კაცუნები და დიდი ბარათები
იმედია ზემოთ დაწერილი ყველა აბზაცი წაიკითხე, ვიცი რომ ბევრზე იტყოდი: ჰო, კაი გავიგე, არ გვინდა ეს ”დეტსკი სადი” და სისულელები მაიტა სად მივაჭირო კნოპკასო. მაინც გირჩენ ნერვები დაიოკო და ნელნელა ეტაპობრივად გადაიკითხო ყველაფერი დრო ჯერჯერობით გაქვს და გაიხსენე ქართული ანდაზა მოჩქარეს მოუგვიანდესო. ასე რომ ძველბიჭობა 15-20 თუთით დაივიწყე და მაინც გადახედე ხედა ტექსტებს. თუ ყველაფერი წაიკითხე გადავიდეთ პირდაპირ ინსტრუქციებზე.
წლევანდელი გათამაშება დაიწყო 4 ოქტომბერს (საკმაოდ ადრე) და მთავრდება 4 დეკემბერს. განაცხადების მიღება ყოველთვის 2 თვე გრძელდება. 3 დეკემბერს შუადრესჩვენი დროით და 12 საათზე გრინვიჩის დროით განაცხადების მიღება შეწყდება. გათამაშებაშია ლატარირომლის გამარჯვებულის მოქალაქეობის უფლებას მიიღებს 2008 წლიდან. 2006 როგორც ვიცით თავდება, 2007 წლის პირველი 6 თვე წავა მონაცემების დამუშავებაზე და კანდიდატების დახარისხება გაცხრილვაზე, 2007 წლის მეორე ნახევრიდან მოგების შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებას რა უნდა გააკეთოთ შემდგომ. კერძოდ ამჯერად მართლაც დაგეხარჯებათ თანხა, მაგრამ უმნიშვნელო, ეს დაკავშირებული იქნება საკონსულოში სურათებისა და საბუთების წარდგენასთან, რომ საბოლოოდ მწვანე ბარათი ჩაგაბარონ, რომლის მეშვეობითაც 2008 წლის 1 იანვრიდან შეგეძლებათ სანატრელ ამერიკაში ჩაცუნცულება.
იმისათვის რომ მონაწილეობა მივიღოთ ლატარიაში, საჭიროა გვქონდეს ინტერნეტ შეერთება (დიდი სიჩქარე საჭირო არ არის, მოდემზეც ყველაფერი მუშაობს), საჭიროა ერთი ციფრული ფოტო სურათი სუფთა ფონზე (სადმე იშოვეთ, ბოლო ბოლო მობილურებს აქვს უკვე 2 და 3 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერები). შესაძლებელია ასევე ინსტრუქციების გაცნობა. თუმცა წელს ზერელე თვალის გადავლებით რუსულენოვანი ინსტრუქციები ვერ აღმოვაჩინე, ეტყობა რუსული საერთოდ აიკრძალა ყველაფერი, სამაგიეროდ ჩემს და გასაკვირად დევს ქართულ ენაზე თარგმნილი წესები, იდეაში ყველაფერი წესრიგშია და შეგიძლიათ პირდაპირ აი ეს PDF ფაილი წაიკითხოთ, მაგარმ რაიმე მიზეზის გამო თუ მას ვერ კითხულობთ მას, მაშინ აგერაა იგივე ინსტრუქციები Word-ის ფორმატში და საყვარელ Acadnus-შრიფტში.
რამდენიმე ძირითადი მომენტი. სახელი და გვარი ჩაწერეთ ისე როგორც გიწერიათ საზღვარგარეთის პასპორტში (თუ გაქვთ ასეთი, თუ არა და შესაბამისი თარგმანი გაითვალისწინეთ, იყო შემთხვევა როდესაც მოგებულ პიროვნებას დამატებით 2 თვე დაეხარჯა იმაში რომ დაემტკიცებინა თავისი გვარი შემთხვევით არასწორი ასოების ნაკრებით ჩაწერა, განსაკუთრებით საყურადღებოა ასოები: წ, ჩ, ძ, ჯ, ჟ, ყ, შ და ასე შემდეგ, როგორც ვიცით ასეთია ასოები ინგლისურში ორი სამი ასოს ნაკრებით იწერება, ასე რომ ყურადღებით).
რაც შეეხება სურათს. აქ მოთხოვნები მკაცრია. იდეაში შეიძლება გამოიყენოთ დასკანირებული სურათები, მაგრამ ვიცი რა თქვენი სურათებისადმი დამოკიდებულება ამას არ გირჩევდით. იმიტომ რომ იქნება ბუნებაში, ქეიფში და სხვა სიტუაციებში გადაღებული. უკეთესია ფერადი სურათი, მაგრამ მიიღება ასევე შავთეთრიც (თუ სხვა არ გაქვთ რას იზამ), მაგრამ იკრძალება 2 და 8 ბიტიანი სურათები, ანუ არა ნაცრისფერი გარდააციით, არამედ მხოლოდ შავი და თეთრის ტონებით არსებული სურათები. სურათზე გამოსახული პიროვნება უნდა იყურებოდეს კამერაში და არა ყაზბეგის მწვერვალისკენ, ხელ ფეხის, თხილამურების, ცელი, ნამგალის და უროს გამოჩენა არ არის საჭირო, მხოლოდ სახე რომელიც უნდა ავსებდეს სურათის 50%-ს. სასურველია არ გქონდეთ თავზე წაკრული ბენდენა, ”კასინკა”, ყველანაირი მედლები და სხვა, ასევე არ დაიშვება კეპი, ”უშანკა” და სხვა ტიპის თავსაბურავი, ერთადერთი ნებადართულია რელიგიური თვალსაზრისით გამართლებული ქუდები, მაგრამ თუ ინდიელების ტომის ბელადი არა ხართ არწივის ბუმბულებიან თავსაბურავს ნუ დაიხურავთ.
აკრძალულია სათვალეები, განსაკუთრებით მზის სათვალეები, ლინზები და სხვა მაკორექტირებელი მოწყობილობები, რომლებიც საგრძლობლად ან უმნიშვნელოდ შეცვლიან თქვენს ორიგინალურ სახეს. სასურველია იზრუნოთ წვერ ულვაშზეც, თუ ატარებთ უნდა ჩანდეს და თუ იპარსავთ ხოლმე ნება იბოძეთ და გაუპარსავი კამერის წინ ნუ დაჯდებით (Photoshop-ში ნუ დაიწყებთ გაპარსვას, ან წვერულვაშის გალამაზებას). ჩაცმულობას მნიშვნელობა არა აქვს. უბრალოდ უკანა ფონი უნდა იყოს ნეიტრალური ღია სადა. არანაირი მთები, ქეიფი, ძმაკეცები, ”პრიროდა” და ბინ-ლადენი ”გრანატამიოტით” მხარზე. გარჩევადობა მარტივი და პატარაა, ციფრული სურათის შემთხვევაში საჭიროა სურათი ზომებით 240x320 პიქსელზე (გაითვალისწინეთ რომ წესებში შეცდომით არის მითითებული სიგანე და ზომა, სურათის განი უნდა იყოს 240 პიქსელი, ხოლო სიმაღლე 320 პიქსელი), ხოლო დასკანირებული სურათის შემთხვევაში 50მმx50მმ-ზე, ანუ 300x300 პიქსელზე. გარჩევადობა რა თქმა უნდა სტანდარტული 72 პიქსელი დუიმზე, სურათების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 62500 ბაიტს და უნდა იყოს JPG ფორმატში. მგონი მოვრჩით საბოლოო სამზადისს, წავედით რეგისტარციაზე.
რეგისტრაცია
ლატარიის მთავარი გვერდია:
http://www.dvlottery.state.gov, მაგრამ ჩვენ მივდივართ მისამართზე:
http://www.dvlottery.state.gov/application.aspx, ან SSL რეჟიმიან ფორმაში
https://www.dvlottery.state.gov/application.aspxთუ რაიმე კონფედენციალური გაქვთ გადასაცემი. საინტერესო ფაქტი ის არის რომ წინა წლებში საიტი PHP-ზე იყო აწყობილი, ახლა კი ASPX-ზეა :-). კარგი, გადასვლისას ვიღებთ პირველ შესავსებ ბლანკს. ყველა ველს აქვს თავისი ნომერი, ანუ ნომერაციის მიხედვით აგიღწერთ ყველაფერს. იდეაში ყველაფერ ამას წესებშიც ნახავთ, მაგრამ ვიცი რომ ზოგიერთი პრაქტიკაზე ვერ განახორციელებს წესებში აღწერილს, ასე რომ მივყვებით.
1.a. Last/Family Name - გვარი, მგონი ახსნა საჭირო არაა.
b. First Name - სახელი, მგონი ესეც ასახსნელი არაა.
c. Middle Name -მამის სახელი, ბოლოში სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიაწეროთ ძე, ან ას, იმის და მიხედვით თუ რა სქესის ხართ.
2. Birth Date - დაბადების თარიღი. დღე, თვე, წელი, იმედია არ აგერევათ.
3. Gender - სქესი, აირჩიეთ ორიდან ერთი, ორივე სქესის ვერ იქნებით :-)
4. City Where You Were Born - დაბადების ქალაქი ან სოფელი. ძირს შეგიძლიათ აღნიშნოთ პუნქტი Birth City/Town Unknown დაბადების ადგილი უცნობია, იმედია ასეთს ადგილი არ აქვს.
5. Country Where You Were Born - ქვეყნის სახელი სადაც დაიბადეთ. ოღონდ არ ჩაწეროთ საბჭოთა კავშირი, ქვეყნის სახელი დღევანდელს უნდა შეესაბამებოდეს.
6. Country of Eligibility for the DV Program - ქვეყანა რომლის სახელითაც აპირებთ განაცხადის გაკეთებას. იდეაში ეს პუნქტი დატოვეთ ხელუხლებელი, ანუ ავტომატურად აყენია პუნქტი Yes, ასევე დატოვეთ. ეს ნიშნავს რომ თქვენი დაბადების ქვეყანა, და გამცხადებლის ქვეყანა ერთი და იგივეა. თუ თქვენ დაიბადეთ თეთრს დათვებთან და ახლა ცხოვრობთ სხვა ქვეყანაში და მისი მოქალაქე ხართ, შესაბამისად აპირებთ ამ ქვეყნის სახელით განაცხადის გაკეთებას, მაშინ ამოირჩიეთ NO და ჩამოსაშლელი მენიუდან ამოირჩიეთ ქვეყანა.
7. Entrant Photograph - თქვენი ფოტო სურათი. სურათებზე მგონი საკმარისზე მეტად ვისაუბრე. სხვათაშორის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი სურათი შეესაბამება სტანდარტებს თუ არა, ამისათვის გადადით აი ამ მისამართზე
http://www.dvlottery.state.gov/photo.aspx.
გაითვალისწინეთ რომ ამ გვერდზე მოცემულია მაგალითებიც და შეგიძლიათ ვიზუალურად ნახოთ რა არის მართებული და რა არ არის მართებული, მაგრამ ეს გვერდი ამოწმებს სურათში მხოლოდ ფერების რაოდენობას და ზომა წონას, სურათის შიგთავს სერვერი ვერ ამუშავებს, ასე რომ თუ გადაღებული სურათი გაქვთ ფაფახით თავზე და მიიღეთ შეტყობინება რომ ყველაფერი წესრიგშია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ სწორეა ზომები და ფერები, მაგრამ ის რომ აკრძალული ფაფახი იყო სურათში ამას სკრიპტი ვერ აფიქსირებს, ასე რომ ლოგიკას მიყევით. ასევე არანაირი თვითხელოსნობა და Photoshop-ის შესაძლებლობები. გრაფიკული რედაქტორები გამოიყენეთ მხოლოდ სურათის ზომების ჩამოსაჭრელად, არაფერი არ შეცვალოთ, არც კონტრასტი, არც ფერთა გამა, არ წაშალოთ ხალები და ”პრიშიკები” (ბევრს უყვარს: ვაიმე ვარცხნილობა გამისწორე რა, უი ცხვირი ცუდად ჩანს, პომადა არასწორად მისვია და გაასწორე. დაივიწყეთ!!! სილამაზის კონკურსი კი არ არის ლატარიაა და მიყევით წესებს. დისკვალიფიკაციას თქვენ მიიღებთ მე კი არა).
8. Mailing Address - საფოსტო მისამართი. ჩვეულებრივი ადამიანური საფოსტო მისამართი და არა ელ-ფოსტა. იმედია ქვეყანა, ქალაქი, ან სოფელი სახლი და საფოსტო ინდექსი იცით. საფოსტო ინდექსში შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტულად თქვენი რაიონის კოდი, ან თუ არ იცით მიუთითეთ 0179 ეს არის თბილისის სათაო ფოსტის განყოფილების კოდი, სხვა ქალაქებში ფოსტაში გაიკითხეთ კორექტული საფოსტო ინდექსი (სარეგისტარციო ველში ინდექსის მაგივრად წერია Postal Code/Zip Code, იმედია არ დაიბნევით). ასევე არ დაიბნეთ პირველ ველზე - 8a. In Care Of, ეს ნიშნავს ვის სახელზეა გაფორმებული ბინა სადაც ცხოვრობთ. ასევე 8e. District/County/Province/State - ჩაწერეთ GE.
9. Country Where You Live Today - ქვეყანა სადაც თქვენ ამჯერად ცხოვრობთ. არ აგერიოთ მოქალაქეობაში. ჩამოშალეთ მენიუ და ამოირჩიეთ.
10. Phone Number - ტელეფონის ნომერი. არ არის სავალდებულო, შეგიძლიათ არ მიუთითოთ. თუ მიუთითებთ ქვეყნის და დასახლებული პუნქტის კოდიც ჩაწერეთ, თბილისისთვის ეს არის +995 32 და ექვს ნიშნა ნომერი xx-xx-xx.
11. E-mail Address - ელ-ფოსტა. შეგიძლიათ არ მიუთითოთ. თუ არ გაქვთ ჩაიქნიეთ ხელი თუ გაქვთ და არ გსურთ მიუთითოთ ისევ ჩაიქნიეთ ხელი, ხოლო თუ შედეგის ჩქარა გაგება გსურთ მაშინ ჩვეულებრივ ფოსტაზე ადრე ელ-წერილს მიიღებთ მოგების შეტყობინებით.
12. What is the highest level of education you have achieved, as of today? - თქვენი განათლების დონე დღეის მდგომარეობით. ჩამონათვალს აქ გთავაზობთ თორემ პროფესორი აირჩევს სკოლის მოსწავლეს და სტუდენტი კი პროფესორის წოდებას აიღებს :-) 1. დაწყებითი განათლება 2. საშუალო სკოლა ატესტატის გარეშე 3. საშუალო სკოლა ატესტატით 4. პროფესიულ ტექნიკური განათლება 5. არასრული უმაღლესი განათლება 6. დიპლომირებული უმაღლესი განათლება 7. ასპირანტურა 8. მაგისტრატურა 9. დოქტორი 10. პროფესორი
13. What is your current marital status? - ოჯახური მდგომარეობა: 1 დაუქორწინებელი, 2 დაქორწინებული, 3 გაყრილი, 4 ქვრივი, 5 კანონიერად განცალკევებული.
14. Number of Children - შვილების რაოდენობა. კარგად დათვალეთ :-) პრაქტიკაში მქონია რომ 3 ბავშვს მშობელი 4-ად თვლიდა :-). ჰო მართლა შვილად ითვლება თქვენი ბავშვი ან კანონიერად აყვანილი ბავშვი რომლის ასაკიც არ აღემატება 21 წელს. 30 და 40 წლის აყლაყუდას პაწუა ბიჭუნად ან კიკინებიან გოგონად ვერ გაასაღებთ.
აქ პირველი გვერდი მთავრდება. ძირს ნახულობთ ღილაკს წარწერით Continue და გადავდივართ შემდეგ გვერდზე. შეყვანლი მონაცემები ინახება ბუფერში, ამ დროს მონაცემები ჯერ ბაზაში არ იწერება, ასე რომ თუ ამ დროს შუქი წავიდა ნუ იფიქრებთ რომ ნახევრად შევსებული ფორმა გადაიგზავნა და ახლა მომავალ წლამდე ვეღარ მიიღებთ მონაწილეობას იმის შიშით რომ ეს შეუვსებელი ფორმა ერთ შევსებულ ანკეტად ჩაითვლება. არა უბრალოდ მონაცემები წაიშლება და სულ ესაა პრობლემა. შუქის მოსვლისას ხელახლა შეავსებთ გრაფებს და მორჩება საქმე. მოკლედ გადავდივართ შემდეგ გვერდზე. იდეაში აქ უნდა გამოვიდეს დამაჯამებელი გვერდი, ანუ გადაგამოწმებინებთ თუ ყველაფერი სწორად შეავსეთ კარგია, თუ რაიმე მიზეზის გამო რაიმე მონაცემი არასწორეა შესაბამისი ველის ქვემოთ მიიღებთ წითელ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და ხელახლა უნდა შეუყვანოთ მონაცემები. სურათის ატვირთვა როგორც წესი შეცდომის დროს საჭირო არა რის, თუ კავშირი არ გამწყდარა მაშინ სურათი უკვე ატვირთული იქნება სერვერზე. გადაამოწმეთ ყველაფერი და თუ შეცდომას იპოვით მაშინ ძირს დააჭირეთ ღილაკს Go Backto Part 1, ან დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication. თუ გადაიფიქრეთ გაგზავნა დააჭირეთ ღილაკს Cancel Aplication. მოკლედ თუ მზად ხართ დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication.
თუ მიუთითეთ რომ გყავთ მეუღლე და ბავშვები, მაშინ მეორე გვერდზე გამოვა არა შემაჯამებელი ინფორმაცია არამედ გამოვა მეუღლისა და ბავშვებისთვის შესავსები გრაფა. ესენიც უცბად გავირბინოთ.
ანუ როგoრ გავხდეთ ამერიკელი ლეგალურად
მაშ ასე მეორე გვერდზე ნომერაცია დაიწყება პუნქტების მიხედვით, ანუ ოჯახური მდგომარეობა იყო მე-13 პუნქტი და ბავშვების შესახებ ინფორმაცია მე-14 პუნქტი, შესაბამისად ამ ნომრების გაგრძელებას ვიღებთ.
13. Spouse Name - მეუღლის სახელი.
13d. Birth Date - მეუღლის დაბადების დღე (მიმდევრობა: დღე, თვე, წელი).
13e. Gender - მეუღლის სქესი. იდეაში აქ ავტომატურად იქნება თქვენი სქესის საწინააღმდეგო მონიშნული თუ რა თქმა უნდა სხვადასხვა ფერის სექსუალურ უმცირესობას არ განეკუთვნებით, მაგრამ რამდენადაც ვიცი ჩვენთან ასეთი ქორწინება კანონით ნებადართული არ არის, ასე რომ ნუ იცრუებთ და ფუი ეშმაკს.
13f. City Where Spouse Was Born - ქალაქი სადაც თქვენი მეუღლე დაიბადა.
13g. Country Where Spouse Was Born - ქვეყანა სადაც თქვენი მეუღლე დაიბადა.
13h. Spouse Photograph - მეუღლის სურათი. იმედია თუ მეუღლე ქალბატონია მას კამერის წინ ჩადრით არ დასვავთ. შავი მატერია ლატარიაში არ თამაშდება.
P.S. სხვათაშორის ეს მეუღლეების განაცხადების გადაჯვარედინება არის ნებადართული. ანუ ჯერ თქვენ აკეთებთ განაცხადს და წერთ რომ თქვენ გყავთ მეუღლე, მოიგებთ მეუღლეც ავტომატურად გამარჯვებულია. მაგრამ შანსების გაზრდისთვის კარგია რომ თქვენმა მეუღლემაც შეავსოს განაცხადი, თუ ის მოიგებს თქვენც მოგებული ხართ. ასე რომ ლეგალურად აორმაგებთ თქვენს შანსებს.
მოკლედ მეუღლესთან დაკავშირებით საქმე გავარჩიეთ, ახლა ბავშვების საქმეა გასარჩევი. მე ავხსნი ერთი ბავშვის შევსებას, შემდეგ იმის და მიხედვით რამდენი ბავშვიც ჩაწერეთ იმდენი გრაფა იქნება ჩამოთვლილი სათითაო ბავშვისთვის და ისინი თქვენ თვითონ შეავსეთ. მოკლედ ვაგრძელებთ მე-14 პუნქტს.
14. Child #1 Name - პირველი ბავშვის სახელი. მიმდევრობა იგივეა, გვარი, სახელი, მამის სახელი (მამათქვენის სახელი არ ჩაწეროთ, ბავშვის მამის სახელი ჩაწერეთ )
14d. Birth Date - პირველი ბავშვის დაბადების დღე. (მიმდევრობა იგივეა დღე, თვე წელი).
14e. Gender - სქესი.
14f. City Where Child Was Born - ქალაქი სადაც პირველი ბავშვი დაიბადა.
14g. Country Where Child Was Born - ქვეყანა სადაც პირველი ბავშვი დაიბადა.
14h. Child Photograph - ბავშვის სურათი. აი აქ მართალი გითხრათ მეც არ ვიცი რა ხდება. ცოტა წამოზრდილი ბავშვის შემთხვევაში გასაგებია პირობები იგივეა, ოღონდ ”ჩეფჩიკი” და ”სოსკა” ცოტა ხნით ბავშვს მოაძრეთ. მაგრამ აი თუ ბავშვი მთლად პატარაა და ეგრეთწოდებულ ”პილიონკებშია” გახვეული, უკვე მეც არ ვიცი რა უნდა ქნათ.
ამის შემდეგ იქნება იმდენი ბავშვის ველი შესავსები რამდენიც მიუთითეთ, და ბოლოს ამერიკული სტანდარტის უაზრო ველია. ბავშვის ფოტოგრაფის სახელი. ამერიკაში ნორმალურ ოჯახებში მიღებულია რომ ბავშვს და საერთოდ ოჯახს თავისი პირადი ფოტოგრაფი ყავს. აბა რა ვიცი ჩვენს შემთხვევაში რა გითხრათ :-). ჩაწერეთ გადაიღო ხაჩიკამ, ამ ჩაწერეთ სურათების რეალური ავტორი :-), თუ ასეთს ადგილი აქვს, ისე ჩვენში დარჩეს და კი იქნება აბა ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა სურათები.
მორჩა დააჭირეთ ბოლოში ღილაკს Rewiev Aplication და გადახედეთ ყველა პუნქტს, თუ ყველაფერი სწორია დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication. თუ რომელიმე პუნქტში ცვლილებაა შესატანი, შესაბამისი გვერდის ნომერს დააჭირეთ და შეიტანეთ ცვლილება, შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს Submit Aplication. მორჩა.
ამჯერად კავშირი იმედია მართლა არ გაწყდეს. ამ დროს საბოლოო მონაცემები გადაეცემა სერვერს ბაზ