მე ვარ ეგეთი
ცხოვრებაზე შეყვარებული, ცხოვრება ჩემზე შეყვარებული...
მაგ ბედდისწერას ჩვენ ვქმნით, კარმას ჩვენ თვითონ ვხატავთ..
ყველას უნდა იყოს ბედნიერი... მაგრამ ქვეცნობიერად ისე იქცევიან,ისე ფიქრობენ,ისე გრძნობენ რომ ამ ბედნიერებას თვითონ კრავენ ხელს..
შენ ამბობ უბედურიაო ვინც წელებზე ფეხს იდგამსო და რაღაც... რატომ გგონია ეგრე?... მე მყავს გარშემო ისეთი ადამიანები რომლებსაც თქვენი თვალთახედვიდან შეიძლება უბედური უწოდო- დილიდან საღამომდე დარბიან მუშაობენ,მცირე ხელფასი-დიდი ოჯახი შესანახი- მარა მაინც უზომოდ ბედნიერები...
იცი რაღაც ცუდი რომ მოხდება შენს თავს არ უნდ იტირო და სასოწარკვეთას არ უნდამიეცე.. ცუდი რომ მოხდება უნდა მიხვდე და უნდა გააცნობიერო რა ბედნიერებაა და რამხელა სიხარული მოაქვს იმ წუთებს როცა ეს ტკივილი არ გაქვს და უნდა დააფასო...
მგონი ამ ენერგეტიკით თუ ქმედებებით თუ დადებითი ემოციების ანალიზით ისუფთავებ ამ შენ კარმას..
გაიღიმე.. ცხოვრება მშვენიერია იმდენად რამდენადაც ჩვენ აღვიქვამთ... ყველაფერში შეიძლება ბედნიერების დანახვა..
უბრალოდ ადვილია ადგე და ყველაფერი ბედისწერას დააბრალო- ესაა ჩემი ბედი, რა დავაშავე.. ეს მიწერია.. ეს ჯვარი მაქვს სატარებელი.. ბლა ბლა ბლა... სისულელეა ეს ყველაფერი...
ფანქრები ჩვენს ხელთაა და ჩვენ ვხატავთ იმ ტილოზე რასაც ცხოვრება ჰქვია
"თავიდან მეგონა რომ სახლი უბრალოდ ქანაობდა თავისთვის" (c) Feel_For_You (კომენტარი მიწისძვრაზე)