Avid
TRUST ME, I'M A DOCTOR

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 642
წევრი No.: 33670
რეგისტრ.: 23-April 07
|
#5757881 · 1 Jun 2007, 13:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წმიდა იოანე ოქროპირი ექვსი სიტყვა ბედისა და განგების შესახებ
როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? როდემდე არ შევიცნობთ ყოვლისმპყრობელს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი. თუკი მართლა არსებობს ბედი, ნება მიეცი ბავშს ურთიერთობა ჰქონდეს ცუდ ადამიანებთან და გაირყვნას გარყვნილებთან ერთად: თუ ბოროტება ბედით არის შეპირობებული და პარკებისგან განსაზღვრული, შენთვისაც სასარგებლო იქნება ასე მოქცევა. ამბობენ, მართლა არსებობსო ბედი, რატომ შეამთხვევ მაშინ ზრუნვას საკუთარ თავსაც და სხვებსაც? რატომ ვლაპარაკობ ბავშვების შესახებ, როდესაც ვერ ბედავ ასე მოიქცე მსახურების შემთხვევაშიც კი, ემუქრები კიდეც მათ, აშინებ, ყოველ ღონეს ხმარობ, რომ კარგად მოიქცნენ. რატომ არ იმედოვნებ ბედისწერაზე? რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისათვის? ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. უკეთ რომ ვთქვათ, არავინ იქნება კარგი ან ცუდი. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? რისთვის ვაამებთ?ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ.
რა უაზრობაა, იყო ჩათრეული ცოდვაში ბედის იძულებით. მეორე მხრივ კი, მოითმინო უკიდურესი სასჯელი მისივე ზეგავლენით, ნაცვლად იმისა, რომ სარგებლობდე თანაგრძნობითა და წუხილით; სიძულვილისა და სასჯელის საგანი იყო, ნაცვლად იმისა, რომ სარგებლობდე პატივით. ძალადობის მხრიდან უსამართლობის დამთმენი და ამტანი კი არ უნდა დაისაჯოს, პატივით უნდა მოეპყრან. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი უგუნურება: მძიმედ ვიტანჯებით ცოდვაში მყოფნი და ამისთვისვე ვისჯებით. ბედმა შექმნა კაცისმკვლელი და შემდეგ სიცოცხლეს ართმევს იმისთვის, რომ ადამიანი დაემორჩილა ბედისგანვე განსაზღვრულს. რა დოგმატი შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე დამღუპველი? მსგავსად იმისა, რომ ადამიანმა უფსკრულში გადაჩეხოს მეორე და მას შემდეგ, რაც დაეუფლება გადაჩეხილს, ამის გამო მისი დასჯა მოინდომოს, ან რომ მისცენ ადამიანი დასასახიჩრებლად არაადამიანურ მტანჯველს და ურიცხვ უბედურებას, ხოლო შემდეგ სასჯელი მოთხოვონ მისთვის მისივე მონობისა და ტყვეობისათვის. მითხარი, შეიძლება იყოს ვინმე უფრო უგუნური ან უბედური, ვიდრე ასეთი ადამიანები?
მტრებმაც კი იციან შეწყალება მოწინააღმდეგისა, რომელიც მძიმე შეცოდებას ჩადის უნებურად, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხოლო ბედმა არ იცის იმათი შეწყალება, ვინც მასვე ემორჩილება. უკეთ რომ ვთქვათ, მათ, ვინც ბედის ძალასაა დამორჩილებული, ბედი ჩადენილისთვის სასჯელსაც ადებს. მითხარი როგორი შფოთი, როგორი ლაბირინთი, როგორი ქარიშხალი იქნება ასეთი შერევის გამომხატველი? ჩემთვის საკმარისი იქნებოდა უსამართლობის ნახვა, კერძოდ კი: უცოდველი ცოდვაში ჩავვარდი, სხვა კი, ვისაც არანაირი სათნოება არ გააჩნია, პატივით ტკბება. საკმარისი არ არის ეს უსამართლობა, რომ ბედმა განუსჯელად და უგნურად დამჩაგრა, სხვას კი პატივი მიანიჭა? ეს იმ დროს, როდესაც ადამიანებიც კი იმდენად კაცთმოყვარეები და მშვიდები არიან, რომ არჩევენ უნებურს ნებით შესრულებულისაგან, ხოლო ეს ადამიანთა საქმეების გამგებელი, რომელიღაც ერინია და ბოროტი დემონი, ყველაფერს ერთმანეთში ურევს.
ასე რომ, თუ არ არის ღმერთი, რომელიც ამას ხედავს, ეს აზრი სხვა მხრივაც შეიძლება იყოს მხილებული. შეუძლებელია, რომ არსებული დიადი კეთილმოწყობის დროს არ იყოს განგება. თუ არ არის ღმერთი, როგორაა ყველაფერი მოწესრიგებული? თუკი არსებობს ღმერთი, განა არ ზრუნავს ამისთვის? თუ თავად ღმერთმა შექმნა? - მიაქციე ყურადღება ბიწიერების და ღმერთის გმობის სიუხვეს. თუ არ შეუქმნია და არც ზრუნავს იმაზე, რაც ხდება? - აქ წინანდელზე ნაკლები ბრალდება როდია. ხედავ როგორ ცდილობს ეშმაკი ყოველი მხრიდან გააშმაგოს ადამიანები ღმერთის წინააღმდეგ? გსურს დამარწმუნო, რომ გჯერა ბედის და ის, შენი აზრით, მნიშვნელოვანი დოგმატია? ნუ დასდებ ბრალს მრუშ დედაკაცს, ნუ განრისხდები, ნუ წაიყვან მსაჯულთან. თუ ხედავ, რომ კედელს საძირკველს უთხრიან, ნუ მოთხოვ სასჯელს ამისთვის, რადგან ამას უნებლიედ აკეთებს, - ამას შენ თვითონვე ამტკიცებ. ნუ იზრუნებ შენი საქმეებისთვის, რადგან ის დაგემართება, რაც ბედისგანაა განსაზღვრული. გადააგდე ოქრო, რამდენიც გაქვს; ნურაფრად ჩააგდებ სახლებს, სავაჭროებს, მონებს, რადგან შენი უზრუნველობა არაფერს ავნებს. მაგრამ შენ ვერ გაბედავ ამის გაკეთებას, რადგან დარწმუნდი, რომ უნდა განსაჯო დოგმატი ბედის შესახებ. რატომაა, რომ თუმცა უარყავი იგი, ცოდვების შემთხვევაში მაინც ბედით იფარავ თავს? ხედავ, რომ ეს დოგმატი საიდანმე კი არ მოგიტანია, არამედ უზურნველობიდან, დაუდევრობისა და ძალების შესუსტებიდან სათნოებების მოსაპოვებლად საჭირო შრომასთან მიმართებით.
This post has been edited by Avid on 1 Jun 2007, 13:22
--------------------
კარსონი კი არა, კარლსონი
ჩებურაშკა, და არა ჩიბურაშკა
http://youtube.com/watch?v=ZeKPIn8vvLs&feature=related
zaebali,bliad
|