DReamsaboutპირველი პოსტიდან გამომდინარე(არ ვიცი, მერე თუ დაწერე კიდევ რამე), უბრალოდ დავიკიდები... ანუ დავაიგნორებდი..
როგორც შენ ამბობ, ბავშვივითაა, მინდა გითხრა, რომ ერთი და ორი არაა მასე, ძალიან ბევრი მთელი ცხოვრება ბავშვია, ეგოისტი, ჭირვეული, განებივრებული ბავშვი....
ისე უნდა მოექცე, როგორც ბავშვს, უნდა იზრუნო მის "აღზრდაზე"..
მაგრამ რახან უკვე "აღზრდილია" და მის ფსიქიკაში, ცნობიერებაში და ფასეულობებში კორექტივების შეტანა არც ისე ადვილია,(და შეიძლება უარესი გამოგივიდეს), ამიტომ სპეციალისტია საჭირო....
უბრალოდ ძალიან საფრთხილოა, რომ უფრო არ გააფუჭო საქმე...
ერთ ისტორიას მოგიყვები -
მეგობარი მყავდა(მყავს), უნივერსტეტში გავიცანი სულ შემთხვევით, ჩემზე რამდენიმე წლით დიდია.
ძალიან სუფთა და სათუთი სული აქვს, საშინლად ემოციური, თბილი და "გამჭვირვალე" იყო... ძალიან მომხიბლა და დავუახლოვდი...
1 თვეც არ იყო გასული ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან და ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა - საქმრომ მიატოვა, რომელთანაც სექსი ქონდა, მშობლები(ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობენ) "აუჯანყდნენ", მთელ ქალაქს მოედო ეს ამბავი, ყველა ჭორაობდა, იმ ბიჭის მშობლები რაღაც საშინელებებს ამბობდნენ, რომ თავი გაემართლებინათ..
ამის მშობლები გადარეულები და თავზარდაცემოულები იყვნენ - ხო გესმის, მათთვის წარმოუდგნელი იყო, რომ ერთადერთი ქალიშვილი(უკვე არაქალიშვილი) საქმრომ მიატოვა და თან ასეთი ამბით..
მოკლედ, მიდგნენ ამ გოგოს და ფეხებს აწმენდნენ ზედ, არცერთი ნათესავი არ დარჩენილა, რომ არ მოსულიყო და ზედ არ შეეფურთხებინა..

თავისთავად ფაქტი დიდი საპრობლემო არ იყო, მაგრამ ამ გოგოზე სასტიკად იმოქმედა ჯერ იმ ბიჭთან დაშორებამ(1 თვეში ცოლი მოიყვანა, საერთო ნაცნობი) და მერე თავისიანების ასეთმა რეაქციამ. + რაღაც საშინელებები გაუბაზრეს იმ ქალაქში, სადაც მშობლები ცხოვრობდნენ.
2-3 თვის განმავლობაში არ მოვცილებივარ ამ გოგოს, ჩემს სახლში დასაბანად და გამოსაცვლელად მივდიოდი(თვითონ ნაქირავებში ცხოვრობდა ,მარტო), ჩემი ყველაფერი მივატოვე და მთლიანად გდავერთე.
აბსოლიტურად არაადეკვატური იყო, დღე და ღამე ტიროდა, რაღაც სისულელეებს ამბობდა, ოდნავ შევეწინააღმდეგებოდი თუ არა, ისტერიკაში ვარდებოდა... თავისიანები არ ასვენებდნენ, ურეკავდნენ წარა-მარა და საშინელებებს ეუბნებოდნენ..
ბოლოს თავის მოკვლაზე დაიწყო ფიქრი, თან "ასაბუთებდა", რატომ არ უნდა ყოფილიყო ცოცხალი...

რამდენჯერმე ქონდა მცდელობა და მერე თვითონ მეუბნებოდა, რომ ბოლომდე არ ვიყავი მზად და უბრალოდ ჩემი თავისთვის რომ ტკივილი მიმეყენებინა, იმიტომ დავისვი ბრიტვაო.. უბრალოდ გაიკაწრა რამდენიმე ადგილას...
ერთხელ ღამე დავტოვე და რომ მოვედი მთელი სახლი მოთხვრილი დამხვდა სისხლით, ლოგინში ჩაწოლილა და ბალიშმა დააჭირა და შეჩერდა სისხლი, თორემ კაცმა არ იცის, გადარჩებოდა თუ არა...
მაშინაც იგივე მითხრა, არ მინდოდა სიკვდილი, უბრალოდ სიცოცხლე არ მიდოდაო და დილით რომ გავიღვიძე, კინაღამ მოვკვდი, ცოცხალი რომ ვიყავი ისევო... - ზუსტად ასე მითხრა

ბოლოს გამოვიდა მდგომარეობიდან, ნერვებთან ეხლაც ძალიან ცუდად აქვს საქმე, მაგრამ დაწყნარდა, ეკლესიაში დაიწყო სიარული, თავის სამყარო იპოვნა, სადაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად ისეა, როგორ მას უნდა... გაჭედვები ისევ აქვს, მაგრამ თვს აკონტროლებს და ლოგიკურად აზროვნებს...
ეს, რა თქმა უნდა, აბსოლიტურად სხვა შემთხვევაა, მაგრამ "მორალი" ერთია, - არაა ადვილი თავის მოკვლა, თუმცა შესაძლებელია, მე ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემს მეგობარს და ვიცოდი, რომ თავს ვერ მოიკლავდა...
მაგრამ არ ვიცი, შენი მეგობარი ვინაა და როგორია, ამიტომ გჭირდება ფსიქოლოგი, ის მარტივად დაგიდგენს, რამდენად საშიშია მისი მუქარა და როგორ უნდა მოიქცე...
This post has been edited by dolores on 10 Jun 2007, 14:06